ვერმახტი
გერმანული ვერმახტი (გერმ. Deutsche Wehrmacht), ან შემოკლებით ვერმახტი (გერმ. Wehrmacht – Wehr - „იარაღი“, „თავდაცვა“; Macht - „ძალა“) ეწოდებოდა ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს 1935-1945 წლებში.
„ვერმახტი“ დაარსებულ იქნა 1935 წლის 16 მარტს კანონით „შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის შესახებ“. იგი შედგებოდა 3 ნაწილისაგან:
- ჰეერი - სახმელეთო ჯარები
- კრიგსმარინე - სამხედრო-საზღვაო ძალები
- ლუფტვაფე - სამხედრო-საჰაერო ძალები
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] საფუძველი
პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიის დამარცხების შემდგომ გერმანიის შეარაღებული ძალების ჯარისკაცთა რაოდენობა ვერსალის შეთანხმების თანახამად 100.000-მდე შემცირდა (პლუს 15.000 მეზღვაური). გერმანიის არმიას მძიმე იარაღის, მძიმე არტილერიის, ტანკების და ავიაციის ყოლის უფლება არ ჰქონდა. ამ შეთანხმების საფუძველზე დაარსებულ იქნა რაიხსვერი.
მიუხედავად ამისა რაიხსვერის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობდა ამ შეთანხმებაზე გვერდის ავლით არმია ბრძოლისუნარიან დამრტყმელ ძალად ექცია. დახმარება წითელმა არმიამ აღმოუჩინა. რაპალოს შეთანხმების საფუძველზე გერმანია უნდა დახმარებოდა სსრკ-ს ინდუსტრიის აღმშენებლობის საქმეში და წითელი არმიის მეთაურები სამხედრო განათლებას მიიღებდნენ გერმანიის გენშტაბის აკადემიაში. სამაგიეროდ რაიხსვერს შეეძლო ტყვია-წამალი დაემზადებინა, აღეზარდა სატანკო და საავიაციო კადრები და დაემზადებინა ქიმიური იარაღი საბჭოთა კავშირში.
ამასთან ერთად რაიხსვერის შემადგენლობაში საოცრად ბევრი ოფიცერი მსახურობდა, რამაც შემდგომში გერმანიას საშუალება მისცა არმია სწრად დროში გაეათმაგებინა.
[რედაქტირება] შეიარაღებული ძალების რაოდენობა და შემადგენლობა
ისტორიკოს რიუდიგერ ოფერმანსის გამოთვით «ვერმახტში» მსახურობდა 18,2 მილიონი ჯარისკაცი, რომლებიც გაწვეულ იქნენ ომის განმავლობაში, თუმცა ერთდროულად არ მსახურობდნენ.
[რედაქტირება] შემადგენლობა
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში «ვერმახტის» შემადგენლობაში იბრძოდნენ აგრეთვე უამრავი არაგერმანელი "მოხალისე". მათ შორის ფოლკსდოიჩეები, ელზასელები, ჰოლანდიელები, ბალტები, ბალკანელები, ბელორუსები, უკრაინელები, რუსები და კავკასიელები. ეს უკანასკნელები გაერთიანებული იყვნენ ოსტლეგიონებში ან რუსეთის განმანთავისუფლებელ არმიაში, რომელთაც «ოკჰ»-ში "მოხალისეთა შენაერთების გენერალი" (გერმ. General der Freiwilligenverbände) მეთაურობდა. მოხალისეები «ვერმახტის» მთელი შემადგენლობის 5% შეადგენდნენ.
[რედაქტირება] არმიათა ჯგუფების და არმიების შედგენილობა
არმიათა ჯგუფების და არმიების შედგენილობა ცოტათი ქაოსური იყო, რადგან ერთიდაიგივე არმია სხვადასხვა დროს სხვადასხვა არმიათა ჯგუფში სედიოდა.
არმიათა ჯგუფები "ა"-დან "ჰ"-მდე:
- არმიათა ჯგუფი "ა" (გერმ. Heeresgruppe A): მე-2 არმია , მე-4 არმია, მე-9 არმია, მე-12 არმია, მე-16 არმია, მე-17 არმია; 1-ლი სატანკო არმია, მე-4 სატანკო არმია
- არმიათა ჯგუფი "ბ" (გერმ. Heeresgruppe B): მე-4 არმია, მე-18 არმია, მე-17 არმია
- არმიათა ჯგუფი "ც" (გერმ. Heeresgruppe C): 1-ლი არმია, მე-2 არმია, მე-6 არმია, მე-7 არმია
- არმიათა ჯგუფი "დ" (გერმ. Heeresgruppe D): 1-ლი არმია, მე-7 არმია, მე-15 არმია
- არმიათა ჯგუფი "ე" (გერმ. Heeresgruppe E)
- არმიათა ჯგუფი "ფ" (გერმ. Heeresgruppe F)
- არმიათა ჯგუფი "გ" (გერმ. Heeresgruppe G)
- არმიათა ჯგუფი "ჰ" (გერმ. Heeresgruppe H)
[რედაქტირება] სპეციალური არმიათა ჯგუფები
- არმიათა ჯგუფი "აფრიკა" (გერმ. Heeresgruppe Afrika): 1-ლი იტალიური არმია, მე-5 სატანკო არმია
- არმიათა ჯგუფი "დონი" იგივე არმიათა ჯგუფი "სამხრეთი" (გერმ. Heeresgruppe Don; Heeresgruppe Süd) - 886.000 მებრძოლი, მთავარსარდლები გენერალ-პოლკოვნიკი გერდ ფონ რუნდშტეტი, ერიხ ფონ მანშტაინი; 1943 წელს იბრძოდა ხარკოვთან): მე-6 არმია
- არმიათა ჯგუფი "კურლანდია" (გერმ. Heeresgruppe Kurland)
- არმიათა ჯგუფი "ცენტრი" (გერმ. Heeresgruppe Mitte) - 1943 წელს იბრძოდა კურსკთან; 1944 წელს განადგურდა წითელი არმიის მიერ ოპერაცია "ბაგრატიონი" დროს
- არმიათა ჯგუფი "ჩრდილოეთი" (გერმ. Heeresgruppe Nord) - 1944 წლის 3 ივლისს ალყაში იქნა მოქცეული მინსკთან; 1945 წლის მარტის მიწურულს საბოლოოდ იქნა განადგურებული: მე-3 არმია, მე-4 არმია
- არმიათა ჯგუფი "სამხრეთი" (გერმ. Heeresgruppe Süd)
- არმიათა ჯგუფი "ჩრდილოეთ უკრაინა (გერმ. Heeresgruppe Nordukraine)
- არმიათა ჯგუფი "ოსტმარკი" (გერმ. Heeresgruppe Ostmark)
- არმიათა ჯგუფი "სამხრეთ უკრაინა" (გერმ. Heeresgruppe Südukraine)
- არმიათა ჯგუფი "ვისლა" (გერმ. Heeresgruppe Weichsel
[რედაქტირება] საველე არმიები
- 1-ლი არმია
- მე-6 არმია
- ვერმახტის ქართული ლეგიონი - ქვედანაყოფები და ფოტოგალერეა
[რედაქტირება] ცნობილი პირები
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] წყაროები
- Evans, Richard J. In Hitler's Shadow West German Historians and the Attempt to Escape the Nazi Past. New York: Pantheon, 1989, ISBN 0-394-57686-1.
- Förster, Jürgen "The Wehrmacht and the War of Extermination Against the Soviet Union" pages 494-520 from The Nazi Holocaust Part 3 The "Final Solution": The Implementation of Mass Murder Volume 2 edited by Michael Marrus, Westpoint: Meckler Press, 1989 ISBN 0-88736-255-9.
- Förster, Jürgen "Complicity or Entanglement? The Wehrmact, the War and the Holocaust" pages 266-283 from The Holocaust and History The Known, the Unknown, the Disputed and the Reexamiend edited by Michael Berenbaum & Abraham Peck, Bloomington: Indian University Press, 1998, ISBN 0253333741.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ვრცელი ისტორია და ინფორმაცია 1919 - 1945 წლებში გერმანიის შეიარაღებული ძალების შესახებ
- ვერმახტი, ჰოლოკოსტი და საომარი დანაშაულებანი
- ვერმახტი: კრიმინალური ორგანიზაცია?