მსყიდველობითი უნარის პარიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტი)
2014 წლის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებაში

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (ინგლ. purchasing power parity (ppp)) არის თეორია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ვალუტის ერთი ერთეულით უნდა შეგვეძლოს საქონლის ერთი და იმავე რაოდენობის შეძენა ყველა ქვეყანაში. ეს თეორია იყენებს ორი ნებისმიერი ვალუტის გრძელვადიანი წონასწორობის გადაცვლის კურსს მათი მსყიდველობითი უნარის გასათანაბრებლად. თეორია განავითარა გუსტავ კასელმა 1920 წელს, და ის ემყარება ერთიანი ფასის კანონის პრინციპს. ამ იდეის თანახმად ეფექტიანი ბაზრის პირობებში საქონელი ყველგან ერთ ფასად უნდა იყიდებოდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]