ვეტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიტყვა ვეტო (ლათ. veto) ლათინურიდან მოდის და ნიშნავს „მე ვკრძალავ“. ის მიუთითებს, რომ გარკვეულ მხარეს აქვს უფლება ერთპიროვნულად შეაჩეროს კანონმდებლობის გარკვეული სენტენცია, ნაწილი. შესაბამისად, ვეტო იძლევა უსაზღვრო ძალაუფლებას შეაჩეროს ცვლილებები, თუმცა არა პირიქით.

ვეტო შესაძლოა იყოს დაუძლეველი, რისი მაგალითიცაა გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის მუდმივ წევრებს (ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) შეუძლიათ დაბლოკონ ნებისმიერი რეზოლუცია. ამავე დროს, ვეტო შესაძძლოა იყოს შეზღუდული, როგორც ესაა აშშ–ში საკანონმდებლო პროცესის სახით, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას შეუძლია ხმათა ორი მესამედით დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო.

ვეტოს აქვს ძალაუფლება შეაჩეროს ცვლილებები. შესაბამისად, ის იცავს სტატუს-კვოს.

ვეტო წარმოიშვა რომაულ სახალხო ტრიბუნალებში (Tribunus plebis), რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება ერთპიროვნულად უარეყო რომის სენატის მიერ მიღებული კანონმდებლობა.[1]

ევროპის ბევრი საპარლამენტო რესპუბლიკა კანონმდებლობაში იყენებს შეზღუდულ საპრეზიდენტო ვეტოს. ამ ქვეყნებს შორისაა იტალია, პორტუგალია, ირლანდია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა, უკრაინა, უნგრეთი და საქართველო.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Spitzer, Robert J. (1988). The presidential veto: touchstone of the American presidency. SUNY Press, გვ. 1–2. ISBN 978-0-88706-802-7. 


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვეტო&oldid=2356192“-დან