დიუნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვიშიანი დიუნები

დიუნა (გერმ. Düne) — რელიეფის დადებითი ფორმა; ქარის მიერ დაგროვილი ქვიშის ბორცვი. წარმოიქმნება მცენარეულობით გაუმაგრებელ ქვიშიან ზედაპირზე (ზღვის, მდინარის, ტბის სანაპიროებზე). უდაბნოს ბარხანისაგან განსხავებით, დიუნის ქარპირა შეზნექილი კალთა დამრეცია (8-20°), ქარზურგა გამოზნექილი კალთა – ციცაბო (32-40°), სიმაღლე 5-30 მ, ზოგჯერ 100 მ აღწევს. დიუნა გადაადგილდება გაბატონებული ქარის მიმართულებით ათიოდე მეტრის სიჩქარით წელიწადში.

დიუნების წარმოქმნის საუკეთესო ადგილია მოძრავი ქვიშებით დაფარული ვაკე ადგილები, სადაც ღია ქვიშიანი სივრცე ყოველთვის დაფარულია ქვიშის სერებითა და სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ბორცვებით.

მოძრავ დიუნებს დიდი ზიანი მოაქვთ: ისინი ფარავენ მინდვრებს, ბაღებს, სოფლებსა და პატარა ქალაქებსაც კი. მათი მოძრაობის შესაჩერებლად მიმართავენ – ე. წ. ქვიშების გამაგრებას, რაც გამოიხატება ძირითადად მასობრივად დანერგილ ხეებსა თუ ბუჩქნარებში. ასეთ შემთხვევაში მცენარეული ფესვები ამაგრებენ ქვიშას და ქარი ვეღარ ახერხებს მათ გადატანას.

რელიეფის ასეთი ფორმები გავრცლებულია ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დიუნა&oldid=2395985“-დან