ვერტიკალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერტიკალი (ლათ. verticalis – შვეული) — ცის სფეროს ყოველი დიდი წრე, რომელიც ზენიტის წერტილზე გადის; ვერტიკალური წრე.[1] ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებზე გამავალ ვერტიკალს, ცის მერიდიანი ეწოდება, ხოლო აღმოსავლეთ და დასავლეთ წერტილებზე გამავალს — პირველი ვერტიკალი.[2] საკუთრივ ცის სფერო ეწოდება ნებისმიერრადიუსიან დამხმარე წარმოსახვით სფეროს, რომელზეც აგეგმილებენ ციურ მნათობს და რომელსაც სხვადასხვა ასტრომეტრიული ამოცანის მოსახსნელად იყენებენ.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვერტიკალი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 377.
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 226.