ელბურსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელბურსი
Damavand3.jpg
დემავენდი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აზია
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
გეოგრაფია
სიგრძე 900 კმ
სიგანე 120 კმ
უმაღლესი წერტილი დემავენდი
სიმაღლე 5604 

ელბურსი (სპარს. البرز) — მთიანეთი ირანში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. ვრცელდება ირანის მთიანეთის ჩრდილოეთით. სიგრძე დაახლოებით 900 კმ, სიგანე 120 კმ-მდე. სიმაღლე 5604 მ-მდე (ვულკანი დემავენდი, ირანის უმაღლესი წერტილი). შედგება უმთავრესად კირქვებითა და ქვიშაქვებით აგებული რამდენიმე პარალელური ქედისაგან, რომელთა სიმაღლეა 2000-3500 მ. მთათა სისტემის მოხაზულობა ლათინური ასოს S-ის მოყვანილობისაა. კალთები ციცაბოა, თხემი შედარებით მოსწორებული. მთიანეთი გაყოფილია მდინარე სეფიდრუდის გამჭოლი ხეობით. ჩრდილოეთ კალთებზე ხშირი ფართოფოთლოვანი ტყეებია, სამხრეთისაზე — ქსეროფიტული ბუჩქნარი. ნავთობის, სპილენძის მადნის საბადოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]