ბოფორტის ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Beaufortzee.PNG

ბოფორტის ზღვაჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა. მდებარეობს ალასკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ფართობი შეადგენს 476 000 კმ² -ს, მაქსიმალური სიღრმე 4 683 მ. სახელი ეწოდა ირლანდიელი მკვლევრის — ფრანსის ბოფორტის პატივსაცემად. ამ ზღვაში ჩაედინება მდინარე მაკენზი.

ზღვა ხასიათდება ძალიან მკაცრი კლიმატით. თითქმის მთელი წლის განმავლობაში ის ყინულითაა დაფარული, მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში დნება სანაპიროს დაახლოებით 100 კმ მონაკვეთი. ზღვის სანაპიროები დასახლებული იყო ჯერ კიდევ 30.000 წლის წინ. ზღვის შელფი შეიცავს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვან მარაგებს.

ზღვის საზღვრებთან დაკავშირებით სერიოზული, ხანგრძლივი განსჯა მიმდინარეობდა აშშ-სა და კანადას შორის, რომლებმაც მხოლოდ 2010 წელს შეძლეს საბოლოოდ ამ ზღვის გაყოფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]