აზერბაიჯანის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტურიზმი აზერბაიჯანში)
ქუჩა ძველ ბაქოში
გობუსტანის პეტროგლიფები, რომლებიც ძვ. წ. 10 000 წლით თარიღდება

ტურიზმი აზერბაიჯანის ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი სექტორია. ქვეყანა საკმაოდ ცნობილი ტურისტული ადგილი იყო 1980-იან წლებში, მანამ, სანამ 1990-იან წლებში დატრიალებული მთიანი ყარაბაღის ომი დაანგრევდა ტურიზმის ინდუსტრიას და უარყოფითად იმოქმედებდა აზერბაიჯანის, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობის იმიჯზე.[1]

2000-იან წლებამდე, ტურიზმის ინდუსტრია უძრავი იყო. ამ მომენტიდან მან აღდგენა დაიწყო ქვეყანამ ტურისტთა რაოდენობისა და ღამისთევების ზრდის მაღალი მაჩვენებელი აჩვენა.[2] ბოლო წლებში, აზერბაიჯანი პოპულარული დესტინაცია გახდა რელიგიურ, სპა და ჯანმრთელობის ტურიზმში.[3]

ტურიზმის რეგულირებას აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ახდენს.

ქვეყნის ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასასვენებელი ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედაქალაქ ბაქოს გარდა, აზერბაიჯანში ათზე მეტი საკურორტო ზონაა. მრავალფეროვანი კლიმატური პირობები, ისევე როგორც ფლორისა და ფაუნის წვლილი ამ რეგიონებში ტურისტების მასობრივ ნაკადს უწყობს ხელს. აზერბაიჯანში დასასვენებლი ყველაზე პოპულარული ზონებია ისეთი ქალაქები, როგორიცაა განჯა, ნახიჩევანი, გაბალა და შაქი, რომლებიც ინარჩუნებენ საკუთარ ისტორიულ მნიშვნელობას[4].

განჯაში მყოფ ტურისტებს, სთავაზობენ ექსკურსიებს, რომლის დროსაც უცხოელი სტუმარი გაეცნობა არქიტექტურას (კერძოდ, ქარავან-სარაის) და სავაჭრო ცენტრებს[5].

შაქის ხანების სასახლე

ქალაქი შაქი ცნობილია თავისი არქიტექტურით - შაქის ხანის სასახლე (1763). გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით არის მავზოლეუმები, ციხეები და რელიგიური დაწესებულებები[6].

უძველესი დროიდან ხალხური მედიცინის მკურნალობის მეთოდებმა ქალაქი ნახიჩევანი გარდაქმნეს ჯანდაცვის ტურიზმის ადგილად. ქალაქი ცნობილია თავისი მარილის მაღაროებით - დუზდაღი (1173 მეტრი). ტურისტებმა აქ შეიძლება მოინახულონ მავზოლეუმები. ქალაქი დაფუძნდა დაახლოებით 3500 წლის წინ.

ერთ-ერთი ძველი ქალაქი, რომლის ისტორიაც ძვ.წ. X საუკუნით თარიღდება ლენქორანია, რომელიც კასპიის ზღვის მახლობლად მდებარეობს. ქალაქში ვითარდება სამედიცინო ტურიზმი[4]. ამ ტიპის ტურიზმი ტურისტების მთავარი მიზანია, რომლებიც ქალაქ ნაფტალანში მიდიან. აქ შეგიძლიათ იხილოთ კანის დაავადებების, ნერვული და სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა.

სამთო ტურიზმი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, ძირითადად, 10 მაისს, შექმნილი სამთო სპორტის კლუბის დახმარებით. კლუბის პროექტი ტარლან რამაზანოვის მიერ იყო შემოთავაზებული[7].

2003 წელს კლუბის წევრებმა დალაშქრეს შაჰდაღი (ქალაქ გუსარში), რომლის სიმაღლე 4243 კმ-ია. ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ძირითადი მიზანია უცხოელი ტურისტების, კერძოდ კი ალპინისტების მოზიდვა. არაერთხელ იქნა ჩატარებული ტრენინგ-მარაფონები ამ მხრივ. აღსანიშნავია, რომ სამთო ტურიზმისადმი ინტერესი იზრდება.

სახელმწიფო მხარდაჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს აზერბაიჯანში ტურისტული განვითარების სახელმწიფო პროგრამა მიიღეს. ამ პროგრამის მიზანი იყო ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის შედგენა[8].

2011 წელი ქვეყანაში გამოცხადდა „ტურიზმის წლად“, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ახალი სასტუმრო გაიხსნა, გარემონტდა გზები ისტორიული და კულტურული ძეგლებისა და ნაკრძალების მიმართულებით.

აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო 2008 წლიდან ატარებს ფოტოკონკურსს „აზერბაიჯანი - ტურიზმის სამყარო“. კონკურსში შედის ოთხი კატეგორია: აზერბაიჯანის ბუნება, მემკვიდრეობა, ტურიზმის სახეობები და აზერბაიჯანი უცხოელთა თვალებით[9].

2017 წლის 10 აპრილიდან - 10 მაისის ჩათვლით ჩატარდა Baku Shopping Festival[10].

2018 წლის მარტში, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აიდინ ისმიევმა გამოთქვა სურვილი საფუძველი ჩაეყაროს „ჰალალ ტურიზმს“. ამ პროექტის მიზანია უცხოელი სტუმრების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მაჰმადიანი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ახალი ტურისტული სტანდარტებით[11].

2018 წლის აპრილში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა „ტურიზმი და მოგზაურობა“. ეს გამოფენა რიგით მე -17 იყო[12].

გარდა ამისა, 2005 წლის 25 აგვისტოს სამინისტროში შეიქმნა აზერბაიჯანის ტურიზმის ინსტიტუტი, რომლის რექტორი ჯაფარ ჯაფაროვი იყო[13].

ამჟამად აზერბაიჯანში ფართოდ ვითარდება გასტრონომიული ტურიზმი[14].

სავიზო მხარდაჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დსთ-ს მოქალაქეთათვის (თურქმენეთისა და სომხეთის მოქალაქეების გარდა, ასევე იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც სომხური წარმოშობის არიან) აზერბაიჯანში ჩასასვლელად ვიზა არ დასჭირდებათ. სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ვიზა გაიცემა კერძო ან იურიდიული პირის ან ტურისტული სააგენტოდან მოწვევის საფუძველზე.

ასევე ტურისტული ვიზები შეიძლება მიღებულ იქნეს აზერბაიჯანის საელჩოებისგან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ან ელექტრონული საშუალებით. 2016 წელს შეიქმნა ახალი საგადასახადო შეღავათიანი სისტემა Tax Free, რომელიც უცხოელებს აძლევს ხელსაყრელ საშუალებას შოპინგისთვის.

2017 წლის იანვარში აზერბაიჯანმა მიიღო ახალი ელექტრონული ვიზა, რომელიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს იმყოფებოდეს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში[15]. სისტემა ეწოდა ASAN Visa და 93 ქვეყნის ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ ელექტრონული ვიზა სერვისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე[16].  ელექტრონული ვიზა გაიცემა 3 სამუშაო დღის განმავლობაში და სახელმწიფო საფასური შეადგენს 20 აშშ დოლარს. სასწრაფო ელექტრონული ვიზის ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს სამი საათის განმავლობაში[17].

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს, ტურისტების რაოდენობა, რომლებიც აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ, 1 მილიონ 400 ათასი ადამიანი იყო.

2017 წელს ქვეყანას ეწვია სულ 1,818.258 ადამიანი. ტურისტების უმრავლესობა იყვნენ რუსეთის ფედერაციიდან, არაბეთის ნახევარკუნძულიდან, ირანის რესპუბლიკიდან და ყაზახეთიდან. სტუმრების შედარებით მცირე ნაკადი აღმოსავლეთ ევროპიდან (კერძოდ, ბელარუსი და უკრაინა) და დასავლეთ ევროპიდან იყვნენ. აზერბაიჯანში ამჟამად 230 ტურისტული კომპანია, 560 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის ობიექტებია განთავსებული[18].

ქვემოთ გრაფაში მოყვანილია 2016 წლის სტატისტიკა:

რეიტინგი ქვეყანა რიცხვი
1 რუსეთი 744,125
2 საქართველო 506,306
3 თურქეთი 313,341
4 ირანი 248,632
5 ერაყი 62,983
6 უკრაინა 55,508
7 არაბთა გაერთიანებული საამიროები 53,180
8 ყაზახეთი 31,994
9 გაერთიანებული სამეფო 29,514
10 უზბეკეთი 16,093
11 გერმანია 13,042
12 ბელარუსი 12,320
13 აშშ 12,291
14 ისრაელი 10,814
15 იტალია 8,654
16 თურქმენეთი 7,637
17 საუდის არაბეთი 7,463
18 ჩინეთი 7,363
19 ინდოეთი 6,012
20 საფრანგეთი 5,785
ჯამი 2,248,773

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი მდებარეობს:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [Власти Азербайджана обеспокоены состоянием исторических памятников в Нагорном Карабахе] (რუსული)
  2. Azərbaycan Qarabağın turizm imkanlarını təbliğ edir (აზერბაიჯანული)
  3. Baku Boom Has Yet to hit regions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-02. ციტირების თარიღი: 2012-08-01.
  4. 4.0 4.1 Отдых в Азербайджане 2018
  5. Гянджа, курорт. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-15. ციტირების თარიღი: 2018-07-25.
  6. Отдых, информация (Азербайджан)
  7. Горный Спортивный Клуб
  8. AZERBAIJAN ECONOMIC REFORM REVIEW. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-03. ციტირების თარიღი: 2018-07-25.
  9. Стартовал фотоконкурс «Азербайджан 2009 – мир туризма» - 1news.az
  10. Сегодня в Баку начал работу шопинг-фестиваль - trend.az
  11. В Азербайджане создается «Халяль-туризм»
  12. Азербайджан. Миграция, виза, туризм.
  13. В этом году в Азербайджанский институт туризма поступит 300 человек - news.day.az
  14. В АЗЕРБАЙДЖАНЕ РАЗВИВАЕТСЯ ГАСТРОНОМИЧЕСКИЙ ТУРИЗМ დაარქივებული 2019-03-13 საიტზე Wayback Machine. - cbc.az
  15. Прибывающие в Азербайджан туристы смогут получать визу в ASAN xidmət დაარქივებული 2018-04-20 საიტზე Wayback Machine. - apa.az
  16. e-Visa to Azerbaijan
  17. Asan visa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-02. ციტირების თარიღი: 2018-07-25.
  18. Tourism - stat.gov.az