ილია აბულაძე
ვიკიპედიიდან
ილია ვლადიმერის ძე აბულაძე (დ. 24 ნოემბერი, 1901, სოფ. ზემო საქარა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი ― გ. 9 ოქტომბერი, 1968, თბილისი), ქართველი ფილოლოგი. ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1926 წელს დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერებისა და საენათმეცნიერო (1929) განყოფილებები. 1933-იდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებისადმის მიძღვნილი. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართული სომხური ლიტერატურის ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინალური) ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციებუ (იაკობ ცურტაველი, მარტჳლობაჲ შუშანიკისი, თბილისი, 1938; სულხან-საბა ორბელიანი, თხზ., ტ. 4 - ლექსიკონი ქართული, წგნ. 1-2, თბ., 1965-1966). მის სახელთან დაკავშირებულია კავკასიის ალბანელთა ანბანის აღმოჩენა (1937).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გამყრელიძე ა., პროფესორი ილია აბულაძე, კრ.: მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი (ეძღვნება პროფ. ილია აბულაძის ხსოვნას), ტ. 1, თბ., 1971 (ახლავს აბულაძის ნაბეჭდი შრომების სია);
- ქურციკიძე ც., ქსე, ტ. 1, გვ. 44, თბ., 1975

