ბალეარის ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალეარის ზღვის რუკა.

ბალეარის ზღვა მდებარეობს სამხრეთ ევროპაში. ზღვის აღმოსავლეთით არის ბალეარის კუნძულები, ხოლო დასავლეთით პირინეს ნახევარკუნძული. ფართობი 86,000 კმ², საშუალო სიღრმე 767 მ, მაქსიმუმი სიღრმე 2132 მეტრი, თებერვალში ზღვაზე საშუალო ტემპერატურა შეადგენს 12 °C, ხოლო აგვისტოში 25 °C. ბალეარის ზღვაში ჩაედინება მდინარეები: ებრო, ტურია, ხუკარი და სხვები. ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულია მეთევზეობა.

ბალეარის ზღვის უდიდესი პორტები: ვალენსია, ბარსელონა, პალმა. ზღვის სანაპირო ზოლში მრავალი კურორტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]