კაშხალი
კაშხალი — ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც გადატიხრავს მდინარეს (ან სხვა წყალსადინარს) დინების ზემო ნაწილში წყლის დონის ასაწევად და ნაგებობის მდებარეობის ადგილზე წყლის დაწნევის კონცენტრაციისათვის და წყალსაცავის შესაქმნელად. ძველად კაშხალს უმეტესად ირიგაციისათვის აშენებდნენ. კაშხლის მშენებლობის შესახებ ცნობები დაცულია ეგვიპტეში (ძველი წელთაღრიცხვის 4000), ინდოეთში (ძველი წელთაღრიცხვის 4000), ჩინეთში და სხვ. ძველად მას უმთავრესად მიწისგან ან ხისგან აგებდნენ და მცირე სიმაღლე ჰქონდა. კაშხლების მშენებლობა ფართოდ გაიშალა ახალი წელთაღრიცხვის XVI-XVII საუკუნეებში, განსაკუთრებით კი — XIX საუკუნის II ნახევრიდან, როცა დაიწყეს ჰიდროელექტროსადგურების აგება.[1]
დანიშნულების მიხედვით არსებობს წყალსაცავის და წყალსაწევი კაშხლები. არის აგრეთვე ყრუ და წყალგადასაშვები კაშხლები. ძირითადი საშენი მასალის მიხედვით კაშხალი შეიძლება იყოს მიწის, ქვის, შერეული, ბეტონის, რკინაბეტონის და სხვ.
- მიწის კაშხალი – უძველესია და ყველაზე ფართოდაა გავრცელებული.
- ქვის კაშხალი – შენდება ქვის, ღორღის ან კენჭის დაყრით.
- შერეული ტიპის კაშხალი – ქვაყრილისა და მიწის ან ქვაყრილისა და ბეტონისაგან შედგება.
- ბეტონისა და რკინაბეტონის კაშხალი – თავის მხრივ 3 სახისაა: გრავიტაციული, თაღოვანი და კონტრფორსებიანი.
- ხის კაშხალი – ჩვეულებრივ წყალგადასაშვები ხასიათისაა.
ხშირად მდინარეში შენდება მცირე სიმაღლის წყალსაშვებიანი დასაშლელი კაშხლები. ისინი შედგება დაბალი ზღრუბლისაგან და მასზე განლაგებული საყრდენებისა და ბურჯებისაგან.[1]
საქართველოში აღსანიშნავია ენგურის თაღოვანი კაშხალი.
სექციების სია |
კაშხლებზე მომხდარი უმსხვილესი კატასტროფები [რედაქტირება]
| თარიღი | კაშხალი | ადგილი | დაღუპულები | სურათი | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1928 წელი | სენტ-ფრენსისი კაშხალი | აშშ | დაახლ. 600 ადამიანი | კაშხალი კატასტროფამდე. | ბეტონის ნაგლეჯი კატასტროფის ადგილიდან. | ||||
| 1941 წელი 1943 წელი |
დნეპროჰესი | უკრაინა | ათასობით ადამიანი | დნეპროჰესი, 1942. | ჰესის აფეთქების შემდეგ. | ||||
| 1959 წელი | მალპასეს კაშხალი | საფრანგეთი | 423 ადამიანი | კაშხლის ნარჩენები. | |||||
| 1963 წელი | ვაიონტის კაშხალი | იტალია | 2500 ადამიანი | კაშხლის კონსტრუქცია. | ქალაქი ლონგარონე კატასტროფის შემდეგ. | ||||
| 1975 წელი | ბაინციაოს კაშხალი | ჩინეთი | 171 ათასი ადამიანი |
|
|||||
გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- კაშხალი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- კაშხალი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მოსტკოვი მ., ჰიდროტექნიკური ნაგებობანი რკინიგზის ტრანსპორტზე., თბ., 1960;
- მოწონოლიძე ნ., ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, ნაწ., 1, თბ., 1977;
- Ничипорович А. А., Плотины из местных материалов, М., 1973;
- Производство гидротехнических работ, М., 1970.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მამრაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 443-444, თბ., 1980 წელი.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||