დეივისის ზღვა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დეივისის ზღვა მდებარეობს ანტარქტიდის სანაპიროზე, დასავლეთის შელფურ მყინვარსა და შეკლეტონის შელფურ მყინვარს შორის. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მოუსონის ზღვა.
ეს ზღვა 1911-14 წლებში აღმოაჩინა ავსტრალიის ანტარქტიდულმა ექსპედიციამ, გემ ავრორათი. სახელი ეწოდა კაპიტან დეივისის პატივსაცემად, რომელიც ავრორის ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
ფართობი შეადგენს 21.000 კმ²-ს, საშუალო სიღრმე 1300 მ.