პორტალი:რუსეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

Портал Россия
პორტალი რჩეული სტატია პროექტი პროექტის განხილვა მონაწილენი
Flag of Russia.svg
Coat of Arms of the Russian Federation.svg

რუსეთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17.075.400 კმ²) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის 21 რესპუბლიკაა (республика), 1 ავტონომიური ოლქი (автономная область), 10 ავტონომიური ოკრუგი (автономный округ), 6 მხარე (край), 49 ოლქი (область) და 2 ფედერალური ქალაქი (город — მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი). 1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე. 1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია. (...სრულად)

რჩეული სტატია

ალექსანდრე პუშკინი

ალექსანდრე პუშკინი (Алекса́ндр Серге́евич Пу́шкин) (1799-1837), რუსი მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი.

1811 პუშკინი შევიდა ცარსკოე-სელოს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პუშკინის რევოლუციური-პატრიოტული მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ ჩაადაევთან, პ. კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც 1812 სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელოში. პუშკინმა ლიცეუმშივე აირჩია ლიტერატურის გზა, იქ სწავლისას დაწერა 120-მდე რომანსი, ელეგია, ოდა, ბალადა, ეპიგრამა. იგი განიცდიდა დერჟავინის, ჟუკოვსკის, ბატიუშკოვის, რადიშჩევის გავლენას; კრიტიკულად ითვისებდა მათ პოეტურ მემკვიდრეობას და თანდათანობით იკვლევდა საკუთარ გზას მწერლობაში. (...სრულად)

ისტორია

ბორის ელცინი

რუსეთის 1993 წლის კონსტიტუციური კრიზისი 21 სექტემბერს დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ ქვეყნის აღმასრულებელი მთავრობის (სახალხო დეპუტატთა კონგრესი და უზენაისი საბჭო) დათხოვნის გამო, რომელიც მის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციასა და არაპოპულარულ ნეოლიბერალურ რეფორმებს ეწინააღმდეგებოდა. ელცინის 21 სექტემბერის განკარგულება წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ დროისთვის ძალაში არსებულ კონსტიტუციასთან. 15 ოქტომბერს, კრიზისის დასრულების შემდეგ, მისი ბრძანებით დაინიშნა რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციაზე. (...სრულად)

გეოგრაფია

Barents2.jpg

ბარენცის ზღვა ბარენცის ზღვა არქტიკის ოკეანის ნაწილია; მდებარეობს ნორვეგიისა და რუსეთის ჩრდილოეთით. სახელი ეწოდა ჰოლანდიელი ზღვაოსანის ვილემ ბარენცის პატივსაცემად. ღრმა შელფური ზღვა (საშუალო სიღრმე 230 მ), ესაზღვრება ნორვეგიის ზღვა დასავლეთით, სვალბარგის კუნძული ჩრდილოდასავლეთით, კუნძული ფრანც-იოსეფის მიწა და ახალი მიწა ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით.

თვის პიროვნება

ბორის  სიმონის ძე იაკობი

ბორის სიმონის ძე [მორიც გერმან ფონ] იაკობი (Бори́с Семёнович [Мориц Герман фон] Я́коби) (1801-1874), რუსი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1847-იდან). 1823 დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. მუშაობდა ელექტრომაგნეტიზმისა და მისი პრაქტიკული გამოყენების პრობლემებზე. 1838 მსოფლიოში პირველმა ელექტროძრავა გამოიყენა გემის ასამოძრავებლად. ე. ლენცთან ერთად საფუძვლიანად გამოიკვლია ელექტრომაგნიტები. 1838 გამოიგონა გალვანოპლასტიკა და ბევრი რამ გააკეთა მის დასანერგად სასტამბო და სამონეტო საქმეში, აგრეთვე სამხატვრო ნაკეთობათა წარმოებაში. 1840-1850 წლებში შეიმუშავა 10-ზე მეტი სახეობის ტელეგრაფის აპარატის კონსტრუცია. გამოიგონა ელექტრულ წრედში დენის ძალის მარეგულირებელი ხელსაწყო (აგომეტრი); მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს სამხედრო ელექტროტექნიკაში, მეტროლოგიაში. (...სრულად)

კატეგორიები

რჩეული სურათი

სმოლენსკის კრემლის გალავანი 1912 წ.
სმოლენსკის კრემლის გალავანი (1912 წ.)

კულტურა

Kremlintowers.jpg

კრემლი (რუს.: Кремль) რუსულად ციხესიმაგრეს, ციტადელს, ციხეკოშკს აღნიშნავს და მიუთითებს დიდ გამაგრებულ ცენტრალურ კომპლექსზე, რომელიც ტიპიურია ისტორიული რუსული ქალაქებისთვის. ხშირად ეს სიტყვა მიუთითებს ამგვარ ციხესიმაგრეთაგან ყველაზე ცნობილ მოსკოვის კრემლზე, ან მთავრობაზე, რომელიც იქ მდებარეობს. წმინდა ბასილის ციტადელს ხშირად შეცდომით კრემლს უწოდებენ მისი განსაკუთრებული ფორმის გამო, თუმცა სინამდვილეში ის მოსკოვის კრემლის ნაწილი არაა. კრემლის აგების ადგილად ხშირად მდინარის ან სხვა რაიმე ბუნებრივი წინაღობის პირას არსებულ შემაღლებას ირჩევდნენ.

დობილი პორტალები

Greater coat of arms of Georgia.svg საქართველო ~ Emblem of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი ~ Coat of arms of Germany.svg გერმანია ~ Emblem of Israel.svg ისრაელი ~ Coat of arms of Poland-official3.png პოლონეთი ~ Coat of arms of Armenia.svg სომხეთი ~ Coat of Arms of the Russian Federation.svg რუსეთი ~ Austria Bundesadler.svg ავსტრია ~ უკრაინა ~ Türkiye arması.svg თურქეთი ~ Escudo de España (mazonado).svg ესპანეთი~ Royal Coat of Arms of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო