შელფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

██ კონტინენტური შელფის გლობალური გავრცელების რუკა (წინა პლანზეა ღია ლურჯი ფერი)

შელფი (ინგლ. shelf; კონტინენტური მეჩეჩი) — კონტინენტის წყალქვეშა კიდის მოსწორებული ნაწილი, რომელიც ეკვრის ხმელეთს: ახასიათებს მომიჯნავე ხმელეთის მსგავსი გეოლოგიური აგებულება. შელფის საზღვრებია – ზღვის ან ოკეანის ნაპირი და გნდე. წყლის სიღრმე გნდის თავზე დაახლოებით 100-200 მ-ია, (ზოგჯერ 500-1500 მ, მაგალითად: ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილისა და ახალი ზელანდიის შელფებზე).

შელფის საერთო ფართობი დაახლოებით 32 მლნ. კვ. კმ-ია. ამასთანავე იგი იკავებს მსოფლიო ოკეანის ფართობის 8,6%-ს. ყველაზე ვრცელია ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილის მომიჯნავე შელფი, რომლის სიგანე 1,5 ათ. კმ-ს აღწევს. მეტად განიერი შელფი გვხვდება ასევე ბერინგის ზღვაში, ჰუდსონის ყურეში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროებზე.

შელფს ძველთაგანვე იყენებდნენ თევზჭერისა და ზღვის ცხოველების რეწვისათვის (შელფზე იჭერენ თევზის 92%). შელფზე ფართოდ არის გაშლილი სასარგებლო წიაღისეულის ძიება და მოპოვება. შელფზე მოიპოვებენ ნავთობს, აგრეთვე ქვიშრობულ სასარგებლო წიაღისეულს (კასიტერიტი, ტიტანმაგნეტიტი, ალმასი, ოქრო და სხვ.).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შელფი&oldid=2396711“-დან