მარმარილოს ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარმარილოს ზღვა რუკაზე
სატელიტური ფოტო

მარმარილოს ზღვა (თურქ. Marmara Denizi ; ასევე მარმარის ზღვა) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა, რომელიც შავ ზღვას ეგეოსთან აკავშირებს და ამგვარად, თურქეთის ევროპულ ნაწილს აზიურისგან ჰყოფს. ის ბოსფორით უერთდება შავ ზღვას, ხოლო დარდანელით კი ეგეოსისას. მისი ფართობია 11.350 კმ².

ზღვაში ორი მთავარი კუნძულთა დაჯგუფებაა, ცნობილი როგორც პრინცისა და მარმარას კუნძულები. ეს უკანასკნელი მდიდარია მარმარილოს საბადოებით, საიდანაც მომდინარეობს ზღვის სახელი.

1999 წლის 29 დეკემბრის შტორმის დროს, რუსული ნავთობ-ტანკერი ვოლგონეფტი მარმარისის ზღვაში ორად გაიპო და 1500 ტონაზე მეტი ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა.

ჩრდოლოეთ ანატოლიის ბაქნის კიდე, რომელმაც ბოლო წლებში უამრავი მიწისძვრა გამოიწვია (1999 წლის იზმირის მიწისძვრა), ამ ზღვის ქვეშ მდებარეობს.

ზღვის ძველი ბერძნული სახელი იყო პროპონტისი (Προποντίς, -ίδος < pro '-მდე' + pontos 'შავი ზღვა')

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]