გორგანი (ირანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორგანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
გორგანი
گرگان
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
მუნიციპალიტეტი გულისტანი
კოორდინატები 36°49′48″ ჩ. გ. 54°28′48″ ა. გ. / 36.83000° ჩ. გ. 54.48000° ა. გ. / 36.83000; 54.48000
ფართობი 1700 კმ²
სიმაღლე 148
მოსახლეობა 241 177 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 141,47 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+3:30

გორგანი (ირანი) მდებარეობა ირანი

Red pog.svg

გორგანიქალაქი ჩრდილოეთ ირანში, გულისტანის პროვინციაში. 2005 წლის მონაცემებით 244.955 მცხოვრები. რკინიგზითა და საავტომობილო გზით უკავშირდება ნავსადგურ ბენდერ-შაჰსა და თეირანს. ბამბასაწმენდი, ბრინჯსაცეხვი, ზეთსახდელი პატარა ქარხნები, ხელოსნურ-კუსტარული წარმოება.

ქალაქის მახლობლად მდებარეობს ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) ნამოსახლარი თურანთეფე, რომელიც შედგება რამდენიმე ბორცვისაგან, ცენტრალური ბორცვის სიმაღლე 34 მ აღწევს. ძვ. წ. III-II ათასწლეულის მიჯნაზე გორგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კასპიისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრი ყოფილა. გათხრების დროს აღმოჩნდა სამეურნეო მორგვზე დამზადებული რუხპრიალა ლერამიკა, ქალის ტერაკოტული ქანდაკებანი, ბრინჯაოს შუბისპირები. XIX საუკუნეში თურანთეზე აღმოჩენილ განზში საყურადღებოა ოქროს თასი, რომელზეც გამოსახული არიან გრძელსამოსიანი ადამიანები. გამოსახულებები მოგვაგონებენ ძვ. შუმერისა და ელამის მკვიდრთ. აღმოჩენები ახლოს დგას ჰისარისა და შაჰთეფეს მასალებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება]