სერამის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „სერამი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სერამი.
სერამის ზღვის მდებარეობა

სერამის ზღვა — კუნძულთშორისი ზღვა მალაის არქიპელაგის კუნძულებს — სერამს, ბურუს, სულას, ობის, მოსოლსა და ახალ გვინეას შორის. ფართობი — 161 ათასი კმ², საშუალო სიღრმე 1074 მ, მაქსიმალური — 5319 მ. გრუნტი ქვიშიანი ლამია. ნაპირებთან ბევრია რიფი. წყლის საშუალო ტემპერატურა ზედაპირზე 27-28 °C, მარილიანობა დაახლოებით 34 ‰. მოქცევა არასწორი ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 1,7-2,3 მ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]