კუმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუმა — მდინარე ჩრდილო კავკასიაში. სიგრძე 802 კმ, აუზის ფართი 33,5 ათ. კმ. სათავე აქვს კლდოვანი ქედის ჩრდილო კალთებზე. მიედინება მაღალ და ციცაბო ფერდობიან ხეობაში. კასპიისპირა დაბლობზე მდინარის კალაპოტი იტოტება და წყალი ვეღარ აღწევს კასპიის ზღვამდე. უმთავრესად საზრდოობს წვიმსა და თოვლის წყლით. იყინება დეკემბერში და წყალდიდობა იცის გაზაფხულობით. მდინარეს იყენებენ სარწყავად. გაყვანილია თერგ-კუმისა და კუმა-მანიჩის არხები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუმა&oldid=2660414“-დან