კობრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „გოჭა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გოჭა.
კობრი
Cyprinus carpio.jpeg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Cyprinus carpio

კობრი, გოჭა (ლათ. Cyprinus carpio) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სიგრძე 1 მ აღწევს, მისი მასა 12 კგ, ზოგჯერ მეტსაც. ბინადრობს ხმელთაშუა, შავ, კასპიის, არალის ზღვებში, წყნარი ოკეანის აუზის და აღმოსავლეთ აზიის მდინერეებსა და ტბებში. საქართველოში გვხვდება ბევრ მდინარეში, ტბაში და წყალსაცავში. სელექციით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში, რომელთაგან საქართველოში შემოყვანილია სარკისებრი კობრი. იკვებება უხერხემლო ცხოველებით და მცენარეებით. მრავლდება 2-5 წლისა. ნაყოფიერება აღწევს 1,5 მლნ. ქვირითს, ტოფობს ზაფხულში. ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლად, დამარილებულს, დაკონსერვებულს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კობრი&oldid=2632910“-დან