ყარა-ბოღაზ-გოლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარა-ბოღაზ-გოლი
Kara bogaz gol.jpg
კოორდინატები: 41°21′07″ ჩ. გ. 53°35′43″ ა. გ. / 41.35194° ჩ. გ. 53.59528° ა. გ. / 41.35194; 53.59528
მდებარეობა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი

ყარა-ბოღაზ-გოლი მდებარეობა თურქმენეთი

Blue pog.svg

ყარა-ბოღაზ-გოლი (თურქმ. Garabogazköl — შავი ხახის ტბა) — მლაშე ტბა თურქმენეთის დასავლეთ ნაწილში. 1980 წლამდე კასპიის ზღვის ყურე-ლაგუნა. იმის გამო, რომ წყლის დონე ყურეში 4,5 მ-ით დაბლა იყო კასპიის ზღვის დონეზე, ყურეში 200 მ ვიწრო სრუტით ზღვის წყლის ძლიერი ნაკადი შედიოდა (წელიწადში 15-18 კმ³).

კასპიის ზღვის დონის შენარჩუნების მიზნით, 1980 წელს სრუტე ყრუ კაშხლით გადაკეტეს, რომელმაც ტბას გადაუკეტა კავშირი კასპიის ზღვასთან. 1984 წელს ააშენეს წყალსატარი მოწყობილობა, რამაც განაპირობა ყარა-ბოღაზ-გოლის წყლის დონის რამდენიმე მეტრით ვარდნა.

1992 წელს სრუტე აღადგინეს. ინტენსიურმა აორთქლებამ განაპირობა წყლის ძალზე მაღალი მარილიანობა (310 ‰). დანალექი მარილის შრეებიდან იღებენ მირაბილიტს. თუმცა ჯებირების აშენების შედეგად მირაბილიტის მარაგმა საგრძნობლად იკლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]