თალიშის მთები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალიშის მთები, თალიში — საშუალო სიმაღლის მთები აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე. შედგება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული სამი ქედისაგან, რომლებიც მთათაშუა ქვაბულებითაა გაყოფილი. თალიშის მთები ციცაბოდ ეშვება ლენქორის დაბლობისაკენ. სიმაღლე 2477 მ აღწევს (მთა გომურგოი). უმთავრესად აგებულია კაინოზოური ასაკის ფლიშური, ვულკანოგენური და ინტრუზიული ქანებით, სეისმურია, აღმოსავლეთ კალთებზე 600 მ სიმაღლემდე სუბტროპიკული ტყეებია, ზევით წიფლის ტყეა, მთავარ თხემზე — ბუჩქები, მთის ქსეროფიტული და მთის მდელო-სტეპური მცენარეულობა.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]