ზუთხისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზუთხისებრნი
Acipenser oxyrinchus oxyrinchus
Acipenser oxyrinchus oxyrinchus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ოჯახი: ზუთხისებრნი
ლათინური სახელი
Acipenseridae

ზუთხისებრნი (ლათ. Acipenseridae) — თევზების ოჯახი ხრტილიანი განოიდების ჯგუფისა. აქვთ მეტ-ნაკლებად წაგრძელებული დინგი. უკბილოები არიან, პირთან 4 ულვაში აქვთ. შიგა ჩონჩხი ხრტილოვანია, შერჩეულია ქორდა, მალები არა აქვთ. სხეულზე ფარეკლების 5 მწკვრივია, რომელთა შორია ძვლოვანი მარცვლები და ფირფიტებია განლაგებული. ზუთხისებრნთა შორის ყველაზე დიდები (მაგ., სვია) სიგრძით 9 მ-მდე აღწევენ. ოჯახში 4 გვარის 23 სახეობაა. გავრცელებული არიან ევროპაში, ჩრდილოეთ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის წყლებში. ზუთხისებრნი მხოლოდ მტკნარ წყალში მრავლდებიან. ტოფობენ გაზაფხულზე და ზაფხულში. ზუთხისებრნთა ნაწილი მტკნარი წყლის ბინადარია, ნაწილი კი ნახევრად გამსვლელი ან გამსვლელი. იკვებებიან ფსკერის უხერხემლოებით, გვხვდებიან მტაცებლებიც. ძვირფასი სარეწაო თევზია, მსოფლიო ნათევზავების უდიდესი ნაწილი ყოფილ სსრკ-ს ეკუთვნის. ინტენსიური რეწვის გამო ზოგი გამსვლელი ზუთხისებრნის რიცხვი ძლიერ შემცირდა.

საქართველოს წყლებში გავრცელებული სახეობები:

ლიტერატურა[რედაქტირება]