ფარგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარგა
Sander vitreus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ქორჭილასებრნი
სახეობა: ფარგა
ლათინური სახელი
Lucioperca

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ფარგა (ლათ. Lucioperca) — თევზების გვარი ქორჭილასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 120 სმ-მდეა, მასა — 12 კგ. გვარში 5 სახეობაა. გავრცელებულია ევროპისა და ამერიკის მდინარეებსა და ტბებში. საქართველოში ბინადრობს 1 სახეობა — ჩვეულებრივი ფარგა (ლათ. Lucioperca lucioperca). კარგი სააკლიმატიზაციო ობიექტია. აკლიმატიზებულია ლადოგის, ისიქ-ქოლის, ბალხაშისა და სხვ. ტბებში. ცხოვრების ნირისა მიხედვით არჩევენ 2 ბიოლოგიურ ჯგუფს: ნახევრად გამსვლელსა და მტკნარი წყლისას. მოზარდები იკვებებიან ზოოპლანქტონით, მოზრდილები — თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია.

საქართველოში მისი რეწვა ხდება პალიასტომის ტბაში. მოიპოვება აგრეთვე მდინარეების თერგის, მტკვრისა და სხვ. წყლებში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, დაკონსერვებულს და ქვირითს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფარგა&oldid=2632840“-დან