აზერბაიჯანის გერბი
| ძველი გერბები | |
|---|---|
| დეტალები |
აზერბაიჯანის გერბი აზერ. Azərbaycan Respublikasının Dövlət Gerbi- აზერბაიჯანის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად.
[რედაქტირება] აღწერა
გერბის ცენტრში გამოსახულია ცეცხლი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს "ცეცხლის ქვეყანას", გარდა ამისა იგივე სიმბოლო არაბულად ალაჰს განასახიერებს. უკანა ფონი აზერბაიჯანის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, რომელზეც რვაქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული, რომლის ქიმებსშორისაც რვა პატარა ასევე რვაქიმიანი ვარსკვლავია ჩასმული (თურქულენოვანი ხალხის რვა შტოს სიმბოლო). ქვემოთ ხორბლის თავთავისა და მუხის რტოს გვირგვინია, რომელთაგან პირველი სიმდიდრისა და ნაყოფიერების სიმბოლოა, ხოლო მეორე - ეროვნული ძლიერებისა.
[რედაქტირება] ისტორია
გერბი დაამტკიცეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს 1918 წელს, რომელიც შეიცვალა 1920 წელს კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ. ხელახლა აღსდგა 1991 წელს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||