იონიის ზღვა
იონიის ზღვა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით და ადრიატიკის ზღვის სამხრეთით. ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს იტალიის რეგიონები — კალაბრია და სიცილია, აქვე მდებარეობს იტალიის ნახევარკუნძული სალენტოც. იონიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ალბანეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — მნიშვნელოვანი კუნძულები, რომლებიც საბერძნეთს ეკუთვნის, მათგან აღსანიშნავია: კერკირა, ზაკინფი, კეფალინია, ითაკა და ლეფკასი. საბერძნეთის შემადგენლობაშივე შედის იონიის კუნძულების არქიპელაგიც. იონიის ზღვა მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიური სეისმურ ზონაში.
იონიის ზღვის ფართობია - 169 ათასი კმ ², მაქსიმალური სიღრმე - 5121 მ, ეს არის ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ღრმა ადგილიც. თებერვალში ზღვის ტემპერატურა შეადგენს - 14 °C, ხოლო აგვისტოში 25,5 °C. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია: / .[1][2]
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
[რედაქტირება] განფენილობა
საერთაშორისო ჰიდროლოგიური ორგანიზაცია მის საზღვრებს შემდეგნაირად განსაზღვრავს:[3]
ჩრდილოეთით. ალბანეთში მდებარე მდინარე ბუტრინტის შესართავიდან (39°44'N), კარაგოლის კონცხამდე კერკირამდე (39°45'N), სანაპირო ზოლის გასწვრივ კერკირადან კაფალის კონცხამდე (39°45'N) და შემდგომ სანტა-მარიდე-ლუჩიას კონცხამდე იტალიაში.
აღმოსავლეთით. ალბანეთში მდებარე მდინარე ბუტრინტის შესართავიდან (39°44'N) ქვემოთ სანაპირო ზოლის გაყოლებით მატაპანის კონცხამდე.
დასავლეთით. მატაპანის კონცხიდან პასეროს კონცხამდე, სიცილიის უკიდურესი სამხრეთი წერტილი.
სამხრეთით. სიცილისს სამხრეთ სანაპირო და იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო სანტა-მარიდე-ლუჩიას კონცხამდე.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობები
სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთით, შემდეგ ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით:
- სირაკუზა, პორტი (სამ.)
- კატანია, პორტი (სამ.)
- ტარანტო, პორტი (ჩრ.)
- სარანდა, პორტი და სანაპირო (ჩრ-აღ.)
- პარგა, მცირე პორტი
- პრევეზა, პორტი, (აღ.)
- ანტიკური პალეროსი
- ასტაკოსი
- ფისკარდო, მცირე პორტი
- კერი
- ზახარო, სანაპირო და ტერმინალი
- მეთონი, მცირე პორტი და სანაპირო
- იონიის კუნძულები
[რედაქტირება] ყურეები და სრუტეები
- მესინის სრუტე, (სამ.)
- კატანიის ყურე, (სამ.)
- ტარანტოს ყურე, (ჩრ-დას.)
- ამბრასინის ყურე, (აღმ.)
- პატრასის ყურე, აკავშირებს კორინთოს ყურეს, (სამ-აღმ.)
- კიპარისიის ყურე, (სამ-აღმ.)
- მესინის ყურე, (სამ-აღმ.)
- ლაკონიის ყურე, (სამ-აღმ.)
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Preveza Weather Station SV6GMQ - ამინდის არსებული მდგომარეობა (ინგლისურად და ბერძნულად)
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Barale, Vittorio (2008). "The European Marginal and Enclosed Seas: An Overview", რედ. Vittorio Barale and Martin Gade (eds): Remote Sensing of the European Seas. Springer Science+Business Media, 3–22 გვ.. ISBN 978-1402067716. წაკითხვის თარიღი: 28 August 2009.
- ↑ NCMR - MAP
- ↑ Limits of Oceans and Seas, 3rd edition. International Hydrographic Organization (1953). წაკითხვის თარიღი: 7 February 2010.