ემბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ემბა (ყაზახ. Ембі, Жем) — მდინარე გურიევის ოლქში, სიგრძე 647 კმ, აუზის ფართი 45,8 ათ.კმ. სათავეს იღებს მუღოჯარის მთების დასავლეთ კალთაზე, კასპიისპირა დაბლობზე გადაკვეთს მშრალ სტეპს, ნახევარუდაბნოს, უდაბნოს და ერთვის კასპიის ზღვას, რომელშიც წყალი მხოლოდ წყალუხვ წლებში ჩაედინება. ზაფხულობით მდინარე წყდება ერთმანეთისაგან განცალკევებულ მლაშე ტბებად. ემბა ძირითადად საზრდოობს თოვლის წყლით. იყინება ნოემბერში, ყინულსვლა აქვს მარტსა და აპრილში. მთავარი შენაკადია თემირი და მისავე აუზში არის ემბის ნავთობის აუზი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ემბა&oldid=2429527“-დან