ცელა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ცელა (ინგლ. spit, sandspit) — ზღვის ან ტბის ნაპირებზე ქვიშის, კენჭნარის ან ნიჟარების ვიწრო მონალექი ზოლი, რომელიც ერთი მხრით ნაპირზეა მიზრდილი. წარმოიქმნება ნაპირის გამოყოლებით ნალექების გადაადგილებისა და დალექვის შედეგად; ზოგჯერ ნალექები ორი საწინააღმდეგო მიმართულების ნაპირისგასწვრივი დინების შეხვედრის ადგილას გროვდება. ასეთი ცელა სანაპირო ხაზის პერპენდიკულარულადაა შეჭრილი ზღვაში და ისარა ეწოდება. (მაგ.: არაბატის ისარა ყირიმში).
აგებულია უმთავრესად რბილი მასალით (ქვიშა, კენჭი, ხრეში და სხვ.).
აღსანიშნავია: კურშის ცელა, ბალტიის ცელა, არაბატის ცელა, ჩუშკა და სხვ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 190, თბ., 1987 წელი.