აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის მდებარეობა

აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა (რუს. Восточно-Сибирское море) — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა. მდებარეობს არქტიკის კონცხს (ჩრდილოეთით), ციმბირის სანაპიროს (სამხრეთით), ახალი ციმბირის კუნძულებსა (დასავლეთით) და ბილინგსის კონცხს შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება ჩუკოტკის ნახევარკუნძული, ჩუკოტკის ზღვა და კუნძული ვრანგელი, დასავლეთით - ლაპტევების ზღვა.

ეს ზღვა, არქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ შესწავლილი არეალია. დამახასიათებელია მკაცრი კლიმატი, დაბალი მარილიანობა და ფლორისა და ფაუნის სიმწირე. ფართობი შეადგენს 936,000 კმ²-ს, საშუალო სიღრმე 45 მეტრს, მაქსიმალური სიღრმე 155 მ-ს.

ზღვის სანაპიროები ათასობით წლის წინ დასახლებული იყო ადგილობრივი იუკაგირებით, ჩუქჩებით, ევენებით, ევენკებით, რომლებიც ძირითადად მეთევზეობასა და ნადირობას მისდევდნენ. მოგვიანებით ისინი შერეულ იქნენ აქ მოსულ იაკუტებთან და რუსებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]