სიბუიანის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიბუიანის ზღვის მდებარეობა

სიბუიანის ზღვა — პატარა ზღვა ფილიპინების აკვატორიაში. მდებარეობს ფილიპინების კუნძულებს — ვისაიანსა და ლუსონს შორის.

დასავლეთით, ტაბლასის სრუტის საშუალებით უერთდება სავუს ზღვას. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ვისაიანის ზღვა. საშუალო სიღრმე შეადგენს 1 700 მეტრს, მარილიანობა 32,0—32,5 ‰-ს.

1944 წლის 24 ოქტომბერს, ამ ზღვაში მოხდა აშშ-ისა და იაპონიის საზღვაო ძალების შეტაკება, რომელიც ისტორიაში „სიბუიანის ზღვის ბრძოლის“ სახელით შევიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]