უედელის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უედელის ზღვა
უედელის ზღვა
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი სამხრეთის ოკეანე
ტიპი განაპირა ზღვა
ფართობი 2,8 მლნ. კმ²
საშუალო სიღრმე 3000 
უდიდესი სიღრმე 6820 
უედელის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
უედელის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე

უედელის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის ნახევარკუნძულსა (დასავლეთით) და კოტსის მიწას (აღმოსავლეთით) შორის. ფართობი 2,8 მილიონი კმ², სიღრმე უმეტესად 3000 მ, მაქსიმალური 6820 მ. სამხრეთი ნაპირი წარმოადგენს ფილხნერ-რონეს შელფური მყინვარის კიდეს. სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი წყალმარჩხია. ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილი მთელი წლის განმავლობაში დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. ერთი მხრივ, ზღვა წარმოადგენს არგენტინა-ბრიტანეთს შორის დავის საგანს, ხოლო მეორე მხრივ ამ ტერიტორიაზე ჩილესაც აქვს პრეტენზია. უედელის ზღვა აღმოაჩინა ჯეიმზ უედელის ინგლისურმა ექსპედიციამ 1823 წელს და ატარებდა გეორგ IV-ის სახელს. უედელის სახელი ეწოდა 1930 წელს.

ისტორიკოსი თომას რ. ჰენრი 1950 წელს გამოცემულ თავის წიგნში „თეთრი კონტინენტი“ წერს:

ვიკიციტატა
„ყველა, ვინც ცურავდა აისბერგებიან უედელის ზღვაში, ამტკიცებს, რომ ეს არის დედამიწის ზურგზე ყველაზე მუხანათური და დამთრგუნველი რეგიონი. როსის ზღვა შედარებით მშვიდია, პროგნოზირებადი და უსაფრთხო.“

შემდეგ ის მთელ თავს უთმობს მწვანეთმიან კაცთევზასთან დაკავშირებულ მითებს, რომელიც გამჭვირვალე ყინულოვანი წყლებიდან იყურებოდა და 1949 წლამდე არ აძლევდა გემებს ყინულებს შორის ამ ვიწრო ბილიკის გავლის საშუალებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]