ღალღა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ღალღა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Crex crex | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ღალღა (Crex crex), ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. ტანად პატარა ფრინველია (სხეულის სიგრძეა 27 სმ, მასა 150 გ). გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში ბუდობს. ზამთარს ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში ატარება. ბინადრობს ნოტიო მდელოებსა და ტყის ველებზე, მდინარეთა ხეობებში, რომლებსაც მთებამდე აჰყვება ხოლმე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 7-12 კვერცხს. ინკუბაცია 16-17 დღე-ღამე გრძელდება. წიწილოვანი ფრინველია. იკვებება მარცვლოვანი მნარეების თესლითა და წვრილი უხერხემლოებით. ღალღა სწრაფად დარბის და უხალისოდ ფრენს. სპორტული ნადირობის ობიექტია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 10, გვ. 582, თბ., 1986
სტატიის