ბატასინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბატასინი
Mergus Merganser frontal Richard Bartz.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Mergus
დაცვის სტატუსი

ბატასინი (Mergus), ფრინველების გვარი ბატისნაირთა რიგისა. აქვთ გრძელი, დაკბილულკიდებიანი ნისკარტი. ფეხის წინა თითები აპკითაა შეერთებული, უკანაზე ფარფლი აქვთ, კარგად ცურავენ და ყვინთავენ. ბატასინის გვარი აერთიანებს 7 სახეობას. საქართველოში ბატასინი ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით მიმოფრენის დროს, მტკნარ, გამდინარე წყალსატევებთან. ბუდობენ მიწაზე, კლდის ნაპრალებში, ქვებს შორის და ფუღუროში. იკვებებიან თევზით, იშვიათად წყლის მწერებითა და მოლუსკებით. აქვთ მცირე სარეწაო მნიშვნელობა - იყენებენ მათ ღინღლს და ბუმბულგაცლილ ტყავს.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 227, თბ., 1977