სულავესის ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულავესის ზღვა

სულავესის, იგივე ცელებესის ზღვაწყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია სულუს არქიპეგალით, სულუს ზღვით, ფილიპინების კუნძულ მინდანაოთი — ჩრდილოეთით, სინგიჰეს კუნძულებით — აღმოსავლეთით, კუნძულ სულავესით — სამხრეთით, კუნძულ კალიმანტანით — დასავლეთით. ზღვა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 675 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 837 კმ-ზე. საერთო ფართობია 280,000 კმ². მაქსიმალური სიღრმეა 6,200 მ. სულავესის ზღვა, სამხრეთ-დასავლეთიდან მაკასარის სრუტით უკავშირდება იავის ზღვას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]