მაჰაჩყალა
|
ქალაქი
მაჰაჩყალა
МахIачхъала
|
მაჰაჩყალა (რუს. Махачкала; ხუნძ. МахIачхъала; ლაკ. МахІачкъала, Анжи; ლეზ. Мягьячкъала; თაბას. Мягьячгъала; დარ. ГIянжи-Къала, МяхIячкъала; კუმ. Анжикъала, Магьачкъала; აზერ. Маһачгала) — დაღესტნის დედაქალაქი, რუსეთის ფედერაციის სამხრეთით.
ქალაქის ადგილას დასახლება გაჩნდა 1844 წელს, როგორც რუსული სამხედრო სიმაგრე „პეტროვსკოე“. ადგილობრივები ამ ადგილს კუმიკურ ენაზე უწოდებდნენ ანჯი-ყალას (Анжи-Кала, ფქვილის-ციხე)
1857 დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი და საპორტო ქალაქ „პეტროვსკ-პორტი“ (Петровск) სახელწოდება, რომელიც დაკავშირებულია ლეგენდასთან, თითქოსდა სპარსეთზე ლაშქრობისას ამ ადგილას პეტრე I-ის სამხედრო ბანაკი იყო განლაგებული.
დღევანდელი სახელწოდება ქალაქმა მიიღო 1921 წელს რევოლუციონერ მაგომედ-ალი დახადაევის (1882 — 1918), ფსევდონიმით — მაჰაჩი, პატივსაცემად. მოგვიანებით, მაჰაჩყალა დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
ქალაქი განივრცო კასპიის ზღვის სანაპიროზე 70 კილომეტრის მანძილზე. ქალაქში დაღესტნის, რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის 60-ზე მეტი ეროვნება ცხოვრობს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- მახაჩყალის ადმინისტრაციის ოფიციალური პორტალი
- დაღესტნის დეპუტატთა სახალხო კრება
- ქალაქ მახაჩყალის მერის, საიდ ამიროვის ვებ-გვერდი
- მახაჩყალის გეგმა
სქოლიო[რედაქტირება]
|
||||||||||||||