ავსტრალია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ავსტრალია (ქვეყანა))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავსტრალია (კონტინენტი).
ავსტრალიის კავშირი
Commonwealth of Australia
ავსტრალია
ავსტრალიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Advance Australia Fair
დედაქალაქი კანბერა
35°18′ ს. გ. 149°08′ ა. გ. / 35.300° ს. გ. 149.133° ა. გ. / -35.300; 149.133
უდიდესი ქალაქი სიდნეი
ოფიციალური ენა ინგლისური (დე ფაქტო)
მთავრობა ფედერალური საპარლემენტო და კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ელისაბედ II
 -  გენერალ-გუბერნატორი კვენტინ ბრაისი
 -  პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტი
ფართობი
 -  სულ 7 741 220 კმ2 (მე-6)
 -  წყალი (%) 1
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 22 010 766 (53-ე)
 -   აღწერა 21 507 719 
 -  სიმჭიდროვე 2,833 ად. კაცი/კმ2 (232-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $799.054 მილიარდი (მე-17)
 -  ერთ მოსახლეზე $36 918 (15-ე)
აგი (2007) 0.962 (მაღალი) (მე-3)
ვალუტა ავსტრალიური დოლარი (AUD)
დროის სარტყელი (UTC +8-დან +10.5-მდე)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +9-დან +11.5-მდე) (UTC)
ქვეყნის კოდი AUS
Internet TLD .au
სატელეფონო კოდი 61

ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.

40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ[1], ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები, 1788 წლის 26 იანვარს აღმოჩენიდან. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.

1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის კავშირი შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 2011 წლის აღწერის თანახმად შეადგენს 21 507 719[2] ადამიანს, რომლის დაახლ. 60 % ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით[3].

ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

ეტიმოლოგია

სახელი ავსტრალია წარმოსდგება ლათინური australis-იდან, რაც „სამხრეთულს“ ნიშნავს. XX საუკუნის დასაწყისიდან ქვეყანა არალიტერატურულ მეტყველებაში მოიხსენიებოდა როგორც ოზი (Oz).[N 1] ოსსი (Aussie) ფართო არალიტერატურული ტერმინია ავსტრალიელის სინონიმად. ავსტრალიის მეზობელ ახალი ზელანდიაში და უფრო იშვიათად თვითონ ავსტრალიაშიც „ოსსი“ ასევე ერის ასაღნიშნავადაც გამოიყენება.[7][8][9] სპორტული ჰიმნი C'mon Aussie C'mon მაგალითია ადგილობრივ მოსახლეობაში „ოსსი“-ს როგორც ავსტრალიის სინონიმად გამოყენებისა.[8][10]

Terra Australis Incognita-ს ანუ „უცნობი სამხრეთი მიწის“ ლეგენდები სათავეს რომის ეპოქიდან იღებენ და შუასაუკუნის გეოგრაფიის უბრალო მოვლენა იყო, მითუმეტეს ის არ ეყრდნობოდა კონტინენტის შესახებ არცერთ დოკუმენტურ ცოდნას. ევროპული აღმოჩენის შემდეგ, ავსტრალიის მიწის სახელები ხშირად უკავშირდებოდა ცნობილ Terra Australis-ს.

მეთიუ ფლინდერსი (1774-1814) იყო პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც გარს შემოუარა კონტინენტს, აღწერა მისი სანაპირო ზოლი და თავის პუბლიკაციებში პირველად გამოიყენა ტერმინი „ავსტრალია“.

გეოგრაფია და ბუნება

ავსტრალიის კლიმატური ზონები

ავსტრალიის ფართობი 7.686.850 კვ.კმ-ია, საზღვაო საზღვარი — 34,218 კმ. მას გარს აკრავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები. აზიისგან გამოყოფილია არაფურისა და ტიმორის ზღვებით. ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდით რიგით მეექვსე ქვეყანა. იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული[11].

ავსტრალია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს: მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე. ავსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე. წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქკიდაზე. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთელ კონტინენტს იკავებს. ფართობით ოდნავ ჩამორჩება აშშ-ს (ალასკას გარეშე) და დაახლოებით 32-ჯერ აღემატება მის ყოფილ მეტროპოლიასგაერთიანებულ სამეფოს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3 680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2000 კმ-ზე. ავსტრალია, გეოლოგიური თვალსაზრისით, ხმელეთის ერთ-ერთი უძველესი მასივია, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 3 მლნ წლის წინ. რელიეფში ჭარბობს პლატოები, მთიან რაიონებს ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკავია. კონტინენტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ ვრცელდება სუბტროპიკული, ტროპიკული, სუბეკვატორული და ზომიერი კლიმატური სარტყლები. კონტინენტებს შორის იგი ყველაზე მშრალია.

ავსტრალიის რუკა

ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო. დასავლეთი ნაწილი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიის დიდი უდაბნო.

დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის, იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში.

ტერიტორიის 40 % ტროპიკებს წარმოადგენს, ერთი მესამედი უდაბნოა (დიდი ქვიშიანი უდაბნო, ვიქტორიის დიდი უდაბნო, გიბსონის ქვიანი უდაბნო). ავსტრალიის უდაბნოების ზონაშია აღმართული მსოფლიოს უდიდესი მონოლითი — წითელი მთა ულურუ. იგი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ იცვლის ფერს.

ფლორა და ფაუნა

ავსტრალიის ფაუნა გამოირჩევა უნიკალური ცხოველების მრავალფეროვნებით, კონტინენტზე არსებული ძუძუმწოვრების 83%, ქვეწარმავლების 89%, თევზებისა და მწერების 90 % და ამფიბიების 93 %, წარმოადგენენ ავსტრალიის ენდემურ სახეობებს[12]. ენდემიზმის მაღალი დონე შეიძლება მიეწეროს კონტინენტის გრძელ გეოგრაფიულ იზოლაციას, სტრუქტურულ სტაბილურობას და კლიმატის იშვიათი ცვლილების ეფექტებს. ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ჩანთოსნები. დათვლილია, რომ ავსტრალიაში 200 000 ცხოველის ჯიში არსებობს, რომელთაგანაც 96 % უხერხემლოები არიან. ეს სამყარო იმდენად უნიკალურია, რომ ავსტრალიელებმა საკუთარ სახელმწიფო გერბზე ორი მათგანი გამოსახეს: კენგურუ და სირაქლემა ემუ. ზანტი ჩანთოსანი დათვი - კოალა ანუ ავსტრალიური ზარმაცა - ხეზე ცხოვრობს. აბორიგენების ენაზე მისი სახელი ნიშნავს ”ვინც წყალს არ სვამს.” მართლაც,კოალა სიცოცხლისთვის საჭირო ტენს მხოლოდ თავისი საკვების, ევკალიპტის, თორმეტიოდე სახეობის ფოთლებიდან იღებს. ავსტრალიის წყლებში 4000-ზე მეტი თევზის სახეობა ცხოვრობს, რომლის 90 % ენდემურია. ავსტრალიასა და მის ტერიტორიაში ცხოვრობს 800-ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომელთაგანაც 350 ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ახალი გვინეის ენდემები არიან.

ავსტალიის ფლორა მოიცავს მცენარეების მრავალ სახეობას: სისხლძარღვოვნების 20 000, ხოლო არასისხძარღვოვნების - 14 000 სახეობას. სოკოების 250 000 ჯიშია გავრცელებული, ხოლო ლიქენების - 3000. გვხვდება ევკალიპტის 600 სახეობა. ქვეყნის აღმოსავლეთში ისინი 100 . სიმაღლეზე იზრდება. ტყეებს უკავია მთელი ტერიტორიის 8 %

ისტორია

ლეიტენანტი კუკის გემის რეპროდუქტია კუკტაუნში
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ავსტრალიის ისტორია.

ადამიანის პირველი დასახლებები ავსტრალიის კონტინენტზე დაახლოებით 42 000-48 000 წლის წინ დაიწყო[13]. სავარაუდოდ კონტინენტზე დასახლებული ადამიანები იყვნენ ავსტრალიის თანამედროვე აბორიგენების წინაპრები. პირველი Homo Sapiens ავსტრალიაში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან ჩამოვიდა. გადმოსულთა უმეტესობა მონადირეები და მიწათმოქმედები იყვნენ. ტორესის სრუტის კუნძულებზე მცხოვრებნი ძირითადად მებაღეობასა და მონადირეობა-მოსავლის აღებას ეწეოდნენ.

ავსტრალიის ტერიტორიის პირველი ევროპული დაზვერვა განახორციელა ჰოლანდიელმა ნავიგატორმა, უილემ ჯენსზუნიმ, რომელმაც 1606 წელს იორკის ნახევარკუნძულის სანაპირო აღმოაჩინა. XVII საუკუნის განმავლობაში ჰოლანდიელებმა მოიარეს ავსტრალიის დასავლეთის და ჩრდილოეთი საზღვაო საზღვრები და ამ ტერიტორიას უწოდეს ახალი ჰოლანდია, მაგრამ დასახლება არ უცდიათ. 1770 წელს ინგლისელმა ჯეიმზ კუკმა გაცურა ავსტრალიის გასწვრივ და შეადგინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროს რუკა, რომელსაც ახალი სამხრეთი უელსი დაარქვა და დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა[14]. კუკის აღმოჩენის მეშვეობით ბრიტანეთის იმპერიამ დამსჯელი კოლონია დააარსა. 1788 წლის 26 იანვარს კაპიტან არტურ ფილიპის ხელმძღვანელობით ახალი სამხრეთი უელსის ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონიების მოსახლეობამ დასახლება პორტ-ჯექსონში დაიწყო. მომავალში ეს დღე გამოცხადდა ავსტრალიის ეროვნულ დღედ. ამჟამად ტასმანიის სახელით ცნობილი ვან-დიმენის მიწა დასახლდა 1803 წელს, ხოლო ცალკე კოლონია იგი 1825 წელს გახდა. 1829 წელს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად მოითხოვა ავსტრალიის დასავლეთი ნაწილი.

პორტ-არტური იყო ავსტრალიის უდიდესი ციხე გადმოყვანილი მსჯავრდადებულთათვის

ბრიტანეთის ადმინისტრაციამ სამხრეთი უელსი რამდენიმე კოლონიად დაყო — 1836 წელს შეიქმნა სამხრეთი ავსტრალია, 1851 წელს — ვიქტორია, ხოლო 1859 წელს — კუინზლენდი. ჩრდილოეთი ტერიტორია გაჩნდა 1911 წელს სამხრეთი ავსტრალიისგან გამოყოფის შემდეგ. სამხრეთი ავსტრალია დააარსეს როგორც "თავისუფალი პროვინცია" — რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არასდროს იყო დამსჯელი კოლონია. ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია ასევე დააარსეს "თავისუფლად", თუმცა შემდეგ მაინც მიიღეს გადმოყვანილი მსჯავრდადებულები[15]. მსჯავრდადებულების გადმოყვანა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიაში 1848 წელს შეწყდა ახალმოსახლეების პროტესტის შემდეგ[16].

გატაცებული თაობები

ევროპული დასახლებების გაჩენამდე ავსტრალიელი აბორიგენების მოსახლეობა დაახლოებით 350 000 ადამიანი იყო[17]. აბორიგენული მოსახლეობის რაოდენობა შემდგომი 150 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა, რისი ძირითადი მიზეზი ინფექციური დაავადებები იყო.[18].

გატაცებული თაობები (ასე უწოდებდნენ ოჯახებიდან აბორიგენული წარმოშობის ბავშვების წაყვანას, რასაც ჰენრი რეინოლდსი და მისი მოკავშირეები სხვადასხვა მიზეზების/ნიშნების გამო გენოციდად თვლიან) - [19], შესაძლოა ასევე იქცა ადგილობრივი მოსახლეების კლების მიზეზად[20].

აბორიგენთა ისტორიის ამგვარი თვალსაზრისის წინააღმდეგნი არიან კონსერვატიული კომენტატორები, როგორიც არის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰოვარდი. მათი მოსაზრებით ეს მოვლენები გაზვიადებულია ან გამოგონილია პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნების გამო. ეს დებატები ავსტრალიაში ცნობილია ისტორიის ომების სახელით. 1968 წლის რეფერენდუმის თანახმად, ფედერალურმა მთავრობამ მიიღო ძალაუფლება რათა განეხორციელებინა პოლიტიკა და შეექმნა კანონები აბორიგენების უფლებების დასაცავად.

ავსტრალიაში ოქროს ცხელება დაიწყო 1850-იანი წლების დასაწყისში. ეურეკა სტოკეიდი აჯანყდა სამთო საქმის ლიცენზიის გადასახადების წინააღმდეგ 1854 წელს. 1855-1890 წლებს შორის, ექვსმა კოლონიამ ინდივიდუალურად მიიღო პასუხისმგებელი მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობდა მათი საკუთარი საქმის უმეტეს ნაწილს ბრიტანეთის იმპერიის დარჩენილ ნაწილზე. კოლონიურმა მმართველობამ ლონდონში დაიტოვა კონტროლი ზოგიერთ საქმეზე, რომელთაგან აღსანიშნავია საგარეო საქმეები, თავდაცვა და საერთაშორისო ტვირთგადაზიდვა. 1901 წლის 1 იანვარს, კოლონიების ფედერაცია საბოლოოდ გაერთიანდა ათეულ გეგმის, კონსულტაციებისა და ხმის მიცემის შემდეგ. ავსტრალიის რესპუბლიკა შეიქმნა და გახდა ბრიტანეთის იმპერიის დომინიონი 1907 წელს. ფედერალური დედაქალაქის ტერიტორია (შემდეგ გადაერქვა სახელი — ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია) შეიქმნა ახალი სამხრეთი უელსის ნაწილიდან 1911 წელს, იმისთვის, რომ დაედგინათ ახალი ფედერალური დედაქალაქ კანბერას ადგილმდებარეობა (სანამ კანბერა აშენდებოდა მელბურნი იყო დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი 1901-1927 წწ.). 1911 წელს, ჩრდილოეთი ტერიტორია გადასცეს სამხრეთი ავსტრალიის მთავრობის კონტროლიდან სახელმწიფოს[21]. 1914 წელს ავსტრალია შეუერთდა ბრიტანეთს პირველ მსოფლიო ომში, როგორც ლიბერალური პარტიის, ასევე ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერით.[22] ავსტრალიელებმა მიიღეს მონაწილეობა ბევრ მთავარ ბრძოლაში.[23]. ბევრი ავსტრალიელი პატივს სცემს ავსტრალიისა და ახალ იზელანდიის არმიის კორპუსების დამარცხებას გალიპოლის ოპერაციაში, როგორც ერის დაბადებას — ეს იყო პირველი მთავარი საომარი მოქმედება.[24].

ავსტრალიელი ჯარისკაცები იაპონური დროშები. სურათი გადაღებულია ახალი გვინეაში 1943 წელს.

ბრიტანეთის 1931 წლის ვესტმინსტერის სტატუტმა ოფიციალურად დაასრულა ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის კონსტიტუციური კავშირები. ავსტრალიამ ეს აქტი 1942 წელს მიიღო, მაგრამ თარიღი უკანა რიცხვით მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ჩაწერა იმისთვის, რომ დაედასტურებინა კანონმდებლობის კანონიერება, რომელიც ავსტრალიის პარლამენტმა ომის დროს გაატარა. დიდი ბრიტანეთის პოზიციების შესუსტებამ აზიაში 1942 წელს და იაპონიის შეჭრის მუქარამ, ავსტრალია იძულებული გახდა აშშ-სკენ შეტრიალებულიყო, როგორც ახალი მოკავშირე და დამცველი. 1951 წლიდან, ავსტრალია ოფიციალურად იყო აშშ-ის სამხედრო მოკავშირე, ANZUS-ის ხელშეკრულების თანახმად. მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ავსტრალიამ ხელი შეუწყო ევროპიდან იმიგრაციას. 1970-იანი წლების შემდეგ, თეთრი ავსტრალიის პოლიტიკის მოსპობასა და აზიიდან იმიგრაციასაც შეუწყვეს ხელი. რის შედეგადაც, ავსტრალიის დემოგრაფია და კულტურა გარდაიქმნა. უკანასკნელი კონსტიტუციური კავშირი ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის იყო 1986 წლის ავსტრალიის აქტი, რომლითაც დასრულდა ბრიტანეთის როლი ავსტრალიის შტატების მთავრობაში,[25]. 1999 წლის რეფერენდუმზე, ავსტრალიელების 54%-მა ხმა მისცა და უარყო წინადადება, რომლის თანახმადაც ავსტრალია გახდებოდა რესპუბლიკა საპრეზიდენტო მმართველობით. ვიტლემის მთავრობის არჩევნების შემდეგ, გაიზარდა აქცენტი წყნარი ოკეანის რგოლის ერების მიმართ, რომლებიც ავსტრალიის ტრადიციულ მოკავშირეობას და ვაჭრობის პარტნიორობას უჭერენ მხარს.

სახელმწიფო წყობა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ავსტრალიის პოლიტიკა.

პირველი ევროპელები, რომლებმაც ფეხი დაადგეს ავსტრალიის მიწაზე, იყვნენ ჰოლანდიელები. 1770 წლიდან დაიწყო ინგლისელთა განსაკუთრებული დაინტერესება კონტინენტის მიმართ. 1788 წელს მოხდა კოლონიების გაერთიანება ერთიან სახელმწიფოდ - ავსტრალიის კავშირად. 1931 წელს, ვესტმისტერის სტატუსის საფუძველზე, ავსტრალიამ სრული დამოუკიდებლობა მიიღო, თუმცა კი შეინარჩუნა განსაკუთრებული ურთიერთობა ბრიტანეთის მონარქიასთან. მოქმედებს 1801 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ავსტრალია კონსტიტუციური მონარქიაა.

ავსტრალიის სახელმწიფო მეთაური ბრიტანეთის მონარქია, რომელიც ქვეყანაში გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი. 1999 წელს საყოველთაო რეფერენდუმის დროს ავსტრალიის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი კვლავ მონარქიის ინსტიტუტის არსებობას დაუჭირა.

ავსტრალიის პარლამენტი შედგება ორი პალატისაგან, წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. პირველში სამი წლის ვადით 150 დეპუტატს ირჩევენ, სწორედ ამ პალატაში უმრავლესობის მქონე ლიდერი ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათავეში უდგას ავსტრალიის მთავრობას. სენატში ყოველი შტატი 12 სენატორით არის წარმოდგენილი, ტერიტორიები კი — ორ-ორი წევრით. სენატორთა არჩევის ვადა ექვსი წელია.

  • სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია — ფედერალური საპარლამენტო სახელმწიფო.
  • სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II (1952 წლიდან), რომელსაც ქვეყანაში წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (150+76 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული: 26 იანვარი — ავსტრალიის დღე.

ადმინისტრაციული დაყოფა

Australia location map recolored.png


ავსტრალიაში არის ექვსი შტატი: ახალი სამხრეთი უელსი, კუინზლენდი, სამხრეთი ავსტრალია, ტასმანია, ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია, და 2 მთავარი ტერიტორია: ჩრდილოეთი ტერიტორია და ფედერალური ტეროტირია. ამ ორი ტერიტორიის ფუნქცია შტატის მსგავსია, მაგრამ სახელმწიფოს პარლამენტს შეუძლია მათი პარლამენტის რაიმე კანონმდებლობის უკუგდება. კონტრასტში, ფედერალური კანონმდებლობა მხოლოდ უკუაგდებს შტატის კანონმდებლობას განსაზღვრულ შტატებში, რომლებიც არიან მოქცეულნი ავსტრალიის კონსტიტუციის 51-ე სექციაში; შტატის პარლამენტები კისრულობს ყველა დარჩენილ კანონმდებლობის ძალაუფლებას, მათ შორის განათლებას, პოლიციას, სამართალს, გზებს, საზოგადო ტრანსპორტსა და ადგილობრივ მთავრობას[საჭიროებს წყაროს მითითებას].

თითოეულ შტატს და ტერიტორიას აქვს თავისი საკანონმდებლო ხელისუფლება. ერთპალატიანია ჩრდილოეთ ტერიტორიაში, ფედერალურ ტერიტორიასა და კუინზლენდში, ხოლო ორპალატიანი - ახალი სამხრეთ უელსში, სამხრეთ ავსტრალიაში, ტასმანიაში, ვიქტორიასა და დასავლეთ ავსტრალიაში. შტატები არიან სუვერენული. ქვედა პალატა ცნობილია, როგორც საკანონმდებლო ასამბლეა (ასამბლეის პალატა სამხრეთ ავსტრალიასა და ტასმანიაში), ხოლო ზედა პალატა ცნობილია, როგორც საკანონმდებლო საბჭო. მთავრობის მეთაური თითოეულ შტატში არის პრემიერ-მინისტრი და თითოეულ ტერიტორიაზე მთავარი მინისტრი. დედოფალი არის წარმოდგენილი თითოეულ შტატში გუბერნატორის სახით; ადმინისტრატორს ჩრდილოეთ ტერიტორიაში და ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორს ფედერალურ ტერიტორიაზე, აქვთ ანალოგიური როლები[საჭიროებს წყაროს მითითებას].

ფედერალური მთავრობა პირდაპირ მართავს შემდეგ ტერიტორიებს:

კ. ნორფოლკი არის ასევე გარეთა ტერიტორია. თუმცა 1979 წლის ნორფოლკის კუნძულის აქტის მიხედვით, იგი უფრო არის ავტონომიური და მას მართავს ადგილობრივი საკანონმდებლო ასამბლეა. დედოფალი წარმოდგენილია ადმინისტრატორის მიერ (ამჟამად ოუენ უალში)[26].

ეკონომიკა

Super Pit - ყველაზე დიდი ოქროს საბადო ავსტრალიაში
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ავსტრალიის ეკონომიკა.

ავსტრალია პოსტინდუსტრიული სახელმწიფოა. მშპ საერთო მოცულობით და მისი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით იგი შედის მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში. ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები განიცადა. მშპ-ს ფორმირებაში წამყვანი პოზიციები უკავია მომსახურების სფეროს. ძლიერდება ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის მთელი რიგი დარგები. ძლიერია ასევე მომპოვებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის პოზიციები. საკვანძო როლი ენიჭება სამთო-მოპოვებით მრეწველობას. აქვს ენერგეტიკული და მინერალური ნედლეულის დიდი მარაგი.

ბოლო 25-30 წლის მანძილზე, განსაკუთრებულ ბუმს განიცდის მომპოვებელი მრეწველობა. ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ტყვიის, თუთიის, ტიტანის, ოქროს, ბოქსიტების, სპილენძისა და რკინის მადნის მოპოვებით. მოპოვებითი მრეწველობის უდიდესი რაიონია დასავლეთი ავსტრალია. ენერგორესურსებში აღსანიშნავია ნახშირი და ურანი.

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მემცენარეობა, კერძოდ მარცვლეული კულტურების წარმოება. მნიშვნელოვანია ხორბალი, მოჰყავთ ასევე ბამბა, ხილი, ბანანი. ვიქტორია და ახალი სამხრეთ უელსი ცნობილია მევენახეობით. მეცხოველეობაში წამყვანია მეცხვარეობა, ცხვრის სულადობით ქვეყანა მეორე ადგილზეა მსოფლიოში.

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - $799.054 მლრდ (მე-17 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - $36 918 ; სტრუქტურა (%): სოფლის მეურნეობა 8, მრეწველობა 22, მომსახურება 69.
  • ვალუტა: ავსტრალიური დოლარი (AUD);

დემოგრაფია

ისტორიული მოსახლეობა[27]
წელი ადგილობრივი მოსახლეობა
1788-მდე დაახლ. 350 000
წელი არაადგილობრივი მოსახლეობა ზრდა
1788 900  —
1800 5200 477.8 %
1850 405 400 7696.2 %
წელი სრული მოსახლეობა ზრდა
1900 3 765 300  —
1910 4 525 100 20.2 %
1920 5 411 000 19.6 %
1930 6 501 000 20.1 %
1940 7 078 000 8.9 %
1950 8 307 000 17.4 %
1960 10 392 000 25.1 %
1970 12 663 000 21.9 %
1980 14 726 000 16.3 %
1990 17 169 000 16.6 %
2000 19 169 100 11.6 %
2009 21 828 704 13.6 %
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ავსტრალიის დემოგრაფია.

ავსტრალიის მოსახლეობის დინამიკაში მნიშვნელოვანია მიგრაციის როლი. მეორე მსოფლიო ომამდე ეროვნული შემადგენლობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩამოსულები ან მათი შთამომავლები წარმოადგენდნენ. დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია. სიმჭიდროვე ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში. ურბანიზაცია კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს ორ კაცს კვადრატულ კილომეტრზე. მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან კი გამოირჩევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი, როცა ცენტრალური რაიონები თითქმის დაუსახლებელია.

22 მილიონი მოსახლეობიდან, ძირითადად ავსტრალიელები არიან კოლონიური თაობის მოსახლეებისა და ევროპიდან ფედერაციული იმიგრაციის შემდეგი პერიოდის შთამომავლები. მოსახლეობის 90% არის ევროპული წარმოშობის. 2006 წლის აღწერის მიხედვით, უმრავლესობამ საკუთარ წინაპრად დაასახელა ავსტრალიელები (37,13%)[28], შემდეგ მოდიან ინგლისელები (31.65 %), ირლანდიელები (9.08 %), შოტლანდიელები (7.56 %), იტალიელები (4.29 %), გერმანელები (4.09 %), ჩინელები (3.37 %) და ბერძნები (1.84 %).[29]

ავსტრალიის მოსახლეობა გაოთხმაგდა პირველი მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ[30], რაც განაპირობა პატივმოყვარე იმიგრაციის პროგრამამ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 2000 წლამდე, თითქმის 5.9 მილიონი ახალი იმიგრანტი დასახლდა ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ დაახლ. ყოველი შვიდი ადამიანიდან ორი დაბადებულია ზღვის გადაღმა[31].

2001 წელს, ავსტრალიელების 23.1 %-ს შეადგენდა ხუთი უდიდესი ჯგუფი, რომლებიც დაიბადნენ ზღვის გადაღმა, იყვნენ მოსულნი დიდი ბრიტანეთიდან, ახალი ზელანდიიდან, იტალიიდან, ვიეტნამიდან და ჩინეთიდან[32].

1973 წელს თეთრი ავსტრალიის პოლიტიკის გაუქმების შემდეგ, მრავალეროვანმა მთავრობამ ინიციატივები წამოაყენა, რომ ხელი შეწყობოდა რასულ ჰარმონიას, რომელიც დაფუძნებული იყო მულტიკულტურიზმის პოლიტიკაზე[33]. 2005-2006 წწ. 131,000-ზე მეტი ადამიანი გადასახლდა ავსტრალიაში, ძირითადად აზიიდან და ოკეანეთიდან[34]. მიგრაციის ნიშანი 2006-07 წლებისთვის იყო 144 000[35]. 2008-2009 წწ. საერთო იმიგრაცია იყო 300 000 - უმაღლესი მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ[36][37].

დაახლ. ავსტრალიელების სამი მეოთხედი ცხოვრობს მეტროპოლიტურ ქალაქებსა და სანაპირო ზოლებში[38]

ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა — აბორიგენები და ტორესის სრუტის კუნძულებზე მცხოვრებნი 2001 წლის მონაცემებით შეადგენს 410 003 ადამიანს (მთელი მოსახლეობის 2.2 %). იგი 1976 წლის აღწერიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამ წელს ადგილობრივი მოსახლეობა 115 953 კაცს შეადგენდა.[39]. ადგილობრივი მკვიდი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყვნენ იდენტიფიცირებული აღწერაში. შემდეგ ABS-მ დაითვა 2001 წელს მათი რაოდენობა და შეადგენდა დაახლ. 460 140 კაცს (მთელი მოსახლეობის 2.4%).[40]

ადგილობრივი მკვიდრი ავსტრალიელების პატიმრობისა და უმუშევრობის გამოცდილების შეფასება საშუალოზე მაღალია, დაბალია განათლება და ცხოვრების ხანგრძლივობა კაცებსა და ქალებს შორის 11-17 წლით მცირეა არაადგილობრივ ავსტრალიელებთან შედარებით[41][42].

ბევრი სხვა განვითარებული ქვეყნის მსგავსად, ავსტრალია იტანს დემოგრაფიულ ცვლილებას მოხუცი მოსახლეობის მიმართ, 2004 წელს, მოქალაქეების საშუალო ასაკი იყო 38,8 წელი[43]. ავსტრალიელების დიდი რიცხვი (759,849 2002-03 წლებში)[44] ცხოვრობდნენ თავიანთი სახლების გარეთ.

გასული საუკუნის დასაწყისში, ავსტრალიის მოსახლეობა შეადგენდა დაახლ. 3 765 300 კაცს. ეს რიცხვი გაიზარდა 579 %-ით და დღესდღეობით ავსტრალიის მოსახლეობა შეადგენს 21 828 704 კაცს.

ენა

ინგლისური არის ქვეყნის ეროვნული ენა[45]. ავსტრალიური ინგლისური არის ენის ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი, თავისი საკუთარი დამახასიათებელი აქცენტითა და ლექსიკონით, მაგრამ ნაკლებადაა მასში დიალექტების ვარიანტები (გარდა პატარა რეგიონალური გამოთქმებისა და ლექსიკური ცვლილებებისა), ვიდრე ბრიტანულში და ამერიკულ ინგლისურში. გრამატიკა და მართლწერა ძირითადად დაფუძნებულია ბრიტანულ ინგლისურზე. 2001 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 80 %-ს შეუძლია ლაპარაკი მხოლოდ ინგლისურ ენაზე. შემდეგ მოდის: ჩინური (2.1 %), იტალიური (1.9 %) და ბერძნული (1.4 %) ენები.

მნიშვნელოვანი პროპორცია პირველსა და მეორე თაობის გადმოსახლებულებს შორის ორენოვნებაა. ჯერათ, რომ დაახლ. 200-300 ავსტრალიური აბორიგენული ენა არსებობდა ევროპელებთან პირველი კონტაქტის პერიოდში. ამათგან დაახლ. 70 ენა გადარჩა და ბევრი ენაზე მხოლოდ მოხუცი ხალხი თუ ლაპარაკობს. მარტო 18 აბორიგენულ ენაზე ლაპარაკობს ყველა ასაკის ხალხი[46]. აბორიგენული ენა მხოლოდ 50 000 კაცისთვის (მთელი მოსახლეობის 0.25 %) დარჩა მთავარ ენად. ავსტრალიას აქვს ნიშნების ენა, ცნობილი როგორც აუსლანი, რომელიც მთავარი ენაა დაახლ. 6500 მუნჯი ადამიანისათვის.

რელიგია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რელიგია ავსტრალიაში.

ავსტრალიას არ აქვს ოფიციალური რელიგია. 2006 წლის აღწერით, ავსტრალიელების 64 % იყო ქრისტიანთა სიაში, მათ შორის 26 % კათოლიკეები, ხოლო 19 % ანლიკანეები. "ათეისტები" (რომელიც მოიცავს საუკუნო ჰუმანიზმს, ათეიზმს, აგნოსტიციზმსა და რაციონალიზმს) ავსტრალიელების 19 %-ს შეადგენენ და არის ყველაზე ზრდადი ჯგუფი (2006 წლისა და 2001 წლის აღწერებს შორის სხვაობის თანახმად), ხოლო დანარჩენმა 12 %-მა უარი განაცხადა პასუხზე ან მისცა არაადეკვატური განმარტება. ავსტრალიაში მეორე ყველაზე დიდი რელიგიაა ბუდიზმი (2.1 %), შემდეგ მოდის ისლამი (1.7) და ინდუიზმი (0.8). საერთო ჯამში, ავსტრალიელების დაახლ. 6 % არაქრისტიანია[47]. 2004 წელს, ყოველკვირეული დასწრება ეკლესიურ სერვისებში იყო დაახლ. 1.5 მილიონი: მოსახლეობის დაახლ. 7.5 %[48]. რელიგია არ თამაშობს მთავარ როლს მოსახლეობის ცხოვრებაში[49].

განათლება

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : განათლება ავსტრალიაში.

სკოლაში დასწრება სავალდებულოა მთელ ავსტრალიაში. ავსტრალიის უმეტეს შტატში, 5-6 წლის ყველა ბავშვი იწყებს სწავლას და იღებს 11 წლიან სავალდებულო განათლებას, შემდეგ შეუძლიათ ისწავლონ დამატებითი ორი სასწავლო წელი (11-ე და 12-ე კლასები). ავსტრალიის განათლება შეფასებულია მსოფლიოს მასშტაბით მერვე ადგილზე[50]. 25-იდან 64 წლამდე ავსტრალიელების დაახლ. 58 %-ის აქვს პროფესიონალური ან მესამეული კვალიფიკაციები და მესამეული კურსდამთავრებულების შეფასება 49 %-ით არის ერთ-ერთი მაღალი მსოფლიოში.

კულტურა

იყო პირველი შენობა ავსტრალიაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდა 2004 წელს

1788 წლიდან, ავსტრალიური კულტურის თავდაპირველი საფუძველი იყო ანგლო-კელტური დასავლეთის კულტურა. ავსტრალიის თავისებური კულტურული მახასიათებლები წარმოიშვა ქვეყნის ბუნებრივი გარემოსა და აბორიგენების კულტურისაგან. XX საუკუნის შუა წლებში, ავსტრალიის კულტურაზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ამერიკულმა პოპულარულმა კულტურამ, ძირითადად ტელევიზიამ და კინომ. სხვა კულტურული ზემოქმედება განიცადა მოსაზღვრე აზიური ქვეყნებისა და არაინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებიდან გადმოსახლებული ხალხის მიერ.

ავსტრალიური სახვითი ხელოვნება მიჩნეულია, რომ დაიწყო კლდისა და ხის ქერქზე მხატვრობასთან ერთად[51]. ევროპული დასახლებების დროიდან, ავსტრალიური მხატვრობის თემა იყო ავსტრალიური პეიზაჟი, მაგალითისთვის ალბერტ ნამატჟირას, არტურ სტრიტონისა და სხვა ჰიდელბერგის სკოლის მიმდევრების ნამუშევრები. ქვეყნის პეიზაჟები იმეორებს შთაგონების წყაროს ავსტრალიური თანამედროვე მხატვრებისათვის; იგი იქნა დახატული სახელოვან ნამუშევრებში, რომელიც შეასრულეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: სიდნეი ნოლანი, გრეის კოსინგტონ სმიტი, ფრედ უილიამსი, სიდნეი ლონგი და კლიფტონ ფუგი. ავსტრალიელ არტისტებზე გავლენა მოახდინა თანამედროვე ამერიკულმა და ევროპულმა მხატვრობამ. მათ შორის ხელოვანებმა: კუბისტი გრეის კროული, სურეალისტი ჯეიმზ გლისონი, აბსტრაქტული ექსპრესიონისტი ბრეტ ვიტელი და პოპ-არტისტი მარტინ შარპი. ავსტრალიის ეროვნული გალერეა და სხვა მთავარი გალერეები ინახავენ ავსტრალიურ და ზღვის გადაღმა კოლექციებს, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე.

ყოველი შტატის დედაქალაქში არის სიმფონიური ორკესტრი და ეროვნული ოპერია, ოპერა ავსტრალია, რომელიც გახდა გამოჩენილი ჯოან საზერლენდის მეშვეობით. ნელი მელბა იყო მისი ცნობილი წინამორბედი. ბალეტი და ცეკვა არის წარმოდგენილი ავსტრალიური ბალეტისა და სხვადასხვა შტატის მოცაკვევეების კომპანიების მიერ. თითოეულ შტატს აქვს საკუთარი საზოგადო თეატრის საფონდო კომპანიები.

აბორიგენული სიმღერისა და ცეკვის შესრულება ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმში, სიდნეი

ავსტრალიის კინოს ინდუსტრია დაიწყო 1906 წელს კელის ბანდის ისტორიის გამოცემით, რომელიც მიჩნეულია მსოფლიოს უპირველესი სრულმეტრაჟიან ფილმად[52].ავსტრალიის კინოს ახალმა ტალღამ 1970-იან წლებში მოიტანა გამომწვევი და წარმატებული ფილმები, ზოგიერთი მათგანი იკვლევდა ერის კოლონიურ წარსულს, როგორიცაა პიკნიკი ჰენგინგ-როკზე და ბრეიკერ მორანტი. შემდეგი ჰიტებია გიჟი მაქსი და გალიპოლი. შედარებით ახალი წარმატებული ფილმებია: კაშკაში, Rabbit-Proof Fence, და ბედნიერი ფეხები.

ავსტრალიის განსხვავებული პეიზაჟები და ადგილები გამოყენებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა მატრიცა, პიტერ პენი, სუპერმენის დაბრუნება და ნემოს ძიებაში. უკანასკნელი ცნობილი ავსტრალიელები არიან: ჯუდით ანდერსონი, ეროლ ფლინი, ნიკოლ კიდმანი, ჰიუ ჯეკმენი, ჰით ლეჯერი, ჯეფრი რაში, ტონი კოლეტი, ნაომი უოტსი და ამჟამინდელი სიდნეის თეატრის კომპანიის რეჟისორი კეიტ ბლანშეტი.

ავსტრალიის ლიტერატურა ასევე მოქცეულია პეიზაჟის გავლენის ქვეშ. ნამუშევრები, რომლებიც დაწერილია ისეთი მწერლებისაგან, როგორებიც არიან ბანჟო პატერსონი, ჰენრი ლოუსონი და დორეთი მაკელარი, აღწერენ და გადმოცემენ ავსტრალიურ ტყიან ადგილებს. კოლონიური ავსტრალიის პერსონაჟები, წარმოდგენილი ადრეულ ლიტერატურაში, დღესაც პოპულარულია თანამედროვე ავსტრალიელებში. 1973 წელს, პატრიკ უაიტი დაჯილდოებული იქნა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში. იგი ერთადერთია ავსტრალიელია, რომელმაც მიიღო ეს ჯილდო. ასევე ცნობილი ავსტრალიელი მწერლები არიან: კოლინ მაკალოუ, ტომას კინილი, დევიდ უილიამსონი და დევიდ მალუფი.

15 წელს გადაცილებული ავსტრალიელების დაახლ. 24 % იღებს რეგულარულად მონაწილეობას სპორტულ მოღვაწეობაში. ავსტრალიას ჰყავს ძლიერი საერთაშორისო გუნდები კრიკეტში, ფეხბურთში, ბალახის ჰოკეიში, ნეტბლოსა და რაგბიში. ასევე წარმატებულად გამოდიან ცურვაში, ნიჩბოსნობასა და ველოსპორტში. ავსტრალიელი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სპორტსმენები არიან მოცურავეები დონ ფრეიზერი, მარეი როუზი და იან ტორპი, სპრინტერი ბეტი კუთბერტი, ტენისის მოთამაშე როდ ლაიბერი და მარგარეტ კორტი, კრიკეტის მოთამაშე დონალდ ბრადმენი. ავსტრალიაში ასევე გავრცელებულია ავსტრალიური ფეხბურთი, ცხენოსნობა, სერფინგი და საავტომობილირო რბოლები. ავსტრალიამ უმასპინძლა 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიადას მელბურნში, ხოლო 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადას სიდნეიში[53]. ავსტრალიამ ასევე უმასპინძლა 1938 წლის ბრიტანეთის იმპერიის თამაშებს, 1962 წლის ბრიტანეთის იმპერიის და თანამეგობრობის თამაშებს, 1982 და 2006 წლები თანამეგობრობის თამაშებს.

მემკვიდრეობა

საერთაშორისო შეფასებები

ცნობილი ავსტრალიელები (XX ს.)

ლიტერატურა

  • გ. ჭანტურია, ნ. მამალაძე, მ. ბლიაძე - მსოფლიო გეოგრაფია, XI კლასის სახელმძღვანელო; "საქართველოს მაცნე"; 2007 წ; გვ: 266-271

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

შენიშვნები

  1. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი ოსს-ის (Oss) სახით ტერმინის პირველ ხმარებას 1908 წლით ათარიღებს. ოზ-ს (Oz) ხშირად ირიბად აკავშირებენ ფრენკ ბაუმის რომან ოზის საოცარ ჯადოქარზე (1900) დაფუძნებულ ფილმ ოზი ჯადოქარში (1939) გამოგონილ „ოზის მიწასთან“.[4] ავსტრალიელების „ავსტრალიის წარმოსახვა როგორც 'ოზის მიწა' არ არის ახალი, და მისადმი მიძღვნა ღრმა წარსულში მიდის“.[5] ოზ–ის მართლწერა, შესაძლებელია 1939 წლის ფილმის გავლენით გაჩნდა, მაშინ როცა გამოთქმა ალბათ ყოველთვის /z/-თი იყო.[6]

სქოლიო

  1. MacKnight, CC (1976). The Voyage to Marege: Macassan Trepangers in Northern Australia. Melbourne University Press.
  2. მოსახლეობის აღწერა (2011)
  3. Australia: World Audit Democracy Profile. WorldAudit.org. წაკითხვის თარიღი: 2008-01-05.
  4. Jacobson, H. (1988) In the Land of Oz, Penguin, ISBN 0-14-010966-8.
  5. The Americana Annual: 1988, Americana Corporation, vol. 13, 1989, p. 66, ISBN 0-7172-0220-8.
  6. Partridge, Eric, et al., The New Partridge Dictionary of Slang and Unconventional English, Taylor & Francis, 2006, ISBN 0-415-25938-X, entries "Oz" and "Ozzie", p. 1431.
  7. (2010) Macquarie Dictionary 5th Edition. Macmillan Publishers Australia. ISBN 9781876429669. 
  8. 8.0 8.1 Kennett, Jeff. “C'mon Aussie, let's grow up“, 11 November 2011. წაკითხვის თარიღი: 22 February 2014. 
  9. Claire Harvey, Aussie farewell to life in "Kiwi". Retrieved 29 December 2011.
  10. Lee, Julian. “C'mon Aussie: cricket anthem reprised to get bums on seats“, 27 November 2009. წაკითხვის თარიღი: 22 February 2014. 
  11. Australia in Brief: The island continent. Department of Foreign Affairs and Trade. წაკითხვის თარიღი: 2009-05-29.
  12. Williams, J. et al. 2001. Biodiversity, Australia State of the Environment Report 2001 (Theme Report), CSIRO Publishing on behalf of the Department of the Environment and Heritage, Canberra. ISBN 0-643-06749-3 .pdf
  13. Gillespie, R. (2002). Dating the first Australians. Radiocarbon 44:455–72; Dating the First Australians. Ingenta. წაკითხვის თარიღი: 2008-03-18.
  14. RJW. (2004-03-29)The Birth of the Commonwealth of Nations. Know-britain.com. წაკითხვის თარიღი: 2009-10-07.
  15. Convict Records Public Record office of Victoria; State Records Office of Western Australia.
  16. Australian Bureau of Statistics 1998 Special Article—The State of New South Wales.
  17. Smith, L. (1980), The Aboriginal Population of Australia, Australian National University Press, Canberra.
  18. Smallpox Through History. დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-10-31-ში.
  19. Tatz, Colin. (1999)Genocide in Australia. AIATSIS Research Discussion Papers No 8. Australian Institute of Aboriginal and Torres Strait Islander Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან 2005-08-08-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-09-13.
  20. Bain Attwood, Telling the Truth about Aboriginal History. (2005) online edition.
  21. (1957) Official year book of the Commonwealth of Australia – Google Books. Books.google.com. წაკითხვის თარიღი: 2009-10-07. 
  22. Stuart Macintyre, The Oxford History of Australia: vol 4 (1986), p. 142; C. Bean Ed. (1941). Volume I - The Story of Anzac: the first phase, First World War Official Histories, Eleventh Edition.
  23. First World War 1914 – 1918. Australian War Memorial. წაკითხვის თარიღი: 2006-12-05.
  24. Macintyre, 151–3; Liz Reed, Bigger than Gallipoli: war, history, and memory in Australia‎ (2004) p. 5 online.
  25. Australia Act text.
  26. www.ag.gov.au Administrator of Norfolk Island. Australian Government Attorney-General's Department. წაკითხვის თარიღი: 2009-07-21.
  27. AUSTRALIA: population growth of the whole country. populstat.info. წაკითხვის თარიღი: 2008-07-22. 19th century figures do not include the indigenous population.
  28. The Australian Bureau of Statistics have stated that most who list "Australian" as their ancestry are part of the Anglo-Celtic group. [1]
  29. 20680-Ancestry by Country of Birth of Parents - Time Series Statistics (2001, 2006 Census Years) - Australia. Australian Bureau of Statistics (27 June 2007). წაკითხვის თარიღი: 2008-12-30.
  30. 3105.0.65.001—Australian Historical Population Statistics, 2006 (XLS). Australian Bureau of Statistics (23 May 2006). ციტატა: „Australian population: (1919) 5 080 912; (2006) 20 209 993“ წაკითხვის თარიღი: 2007-09-18.
  31. Background note: Australia. US Department of State. წაკითხვის თარიღი: 2007-05-19.
  32. Australian Population: Ethnic Origins.
  33. The Evolution of Australia's Multicultural Policy. Department of Immigration and Multicultural and Indigenous Affairs (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან 2006-02-19-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-09-18.
  34. Settler numbers on the rise.
  35. Inflow of foreign-born population by country of birth, by year; Australian Immigration Fact Sheet 20. Migration Programme Planning Levels.
  36. Immigration intake to rise to 300 000, 11/06/2008.
  37. 300 000 skilled workers needed - Evans.
  38. The Beach, www.cultureandrecreation.gov.au. Retrieved on 31 January 2009.
  39. 1301.0 - Year Book Australia, 2004. Australian Bureau of Statistics (27 February 2004). წაკითხვის თარიღი: 24 April 2009.
  40. 4705.0 - Population Distribution, Indigenous Australians, 2001. Australian Bureau of Statistics (26 June 2002). წაკითხვის თარიღი: 24 April 2009.
  41. Stephen Lunn. “Life gap figures not black and white“, The Australian, 26 November 2008. წაკითხვის თარიღი: 24 April 2009. 
  42. Joel Gibson. “Indigenous health gap closes by five years“, The Sydney Morning Herald, 10 April 2009. წაკითხვის თარიღი: 24 April 2009. 
  43. Parliament of Australia, Parliamentary Library (2005). Australia’s aging workforce.
  44. Parliament of Australia, Senate (2005). Inquiry into Australian Expatriates.
  45. Pluralist Nations: Pluralist Language Policies?. 1995 Global Cultural Diversity Conference Proceedings, Sydney. Department of Immigration and Citizenship. წაკითხვის თარიღი: 2009-01-11. "English has no de jure status but it is so entrenched as the common language that it is de facto the official language as well as the national language."
  46. National Indigenous Languages Survey Report 2005. Department of Communications, Information Technology and the Arts. წაკითხვის თარიღი: 2009-09-05.
  47. Cultural Diversity. 1301.0 - Year Book Australia, 2008. Australian Bureau of Statistics (7 February 2008). წაკითხვის თარიღი: 2009-01-23. (See subsection titled "Religion").
  48. NCLS releases latest estimates of church attendance, National Church Life Survey, Media release, 28 February 2004.
  49. Morris, Lindy. God's OK, it's just the religion bit we don't like (2008), Sydney Morning Herald. Retrieved on 5 January 2008.
  50. OECD 42/8/39700724.
  51. Welch, David. "Aboriginal Fine Arts Gallery", aaia.com.au. Retrieved on 2 November 2008.
  52. Jo Chichester. (2007)Return of the Kelly Gang. The UNESCO Courier. UNESCO. წაკითხვის თარიღი: 2009-02-01.
  53. ABS medal tally: Australia finishes third, Australian Bureau of Statistics. Retrieved on 25 January 2008.