კუკის კუნძულები
|
|||||
| ჰიმნი: Te Atua Mou E | |||||
| დედაქალაქი | ავარუა |
||||
| უდიდესი ქალაქი | ავარუა | ||||
| ოფიც. ენები | ინგლისური | ||||
| მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | ||||
| -დედოფალი | ელისაბედ II | ||||
| -პრემიერი | ჯიმ მარურარი | ||||
| ფართობი - საერთო |
240 კმ²(206) |
||||
| მოსახლეობა - 2006 სავ. - სიმჭიდროვე |
19,569 (218-ე) 76 ად./კმ² (124) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2005მიახლ. $183.2 მილიონი $9,100 |
||||
| აგი () | 0.000 | ||||
| ვალუტა | ახალ ზელანდიური დოლარი (NZD) |
||||
| დროის სარტყელი | UTC +10სთ. | ||||
| ccTLD | .ck | ||||
| სატელეფონო კოდი | +682 |
||||
კუკის კუნძულები - ახალი ზელანდიის ასოცირებული წევრი. მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთულ ნაწილში და შედგება თხუთმეტი პატარა კუნძულისგან, საერთო ფართობი შეადგენს 240 კმ², კუკის კუნძულებზე მდებარეობს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ახალი ზელანდია ახორციელებს.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს კუნძულ რაროტონგაზე (14,153 კაცი), აქ მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი. საერთო ჯამში კუკის კუნძულებზე ცხოვრობს 19,569 ადამიანი. აქ განვითარებულია ტურიზმი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
კუკის კუნძულებზე პირველად ადამიანები VI საუკუნეში დასახლდნენ, ესენი იყვნენ ტაიტიდან წამოსული პოლინეზიელები. ევროპელებიდან პირველად აქ ესპანელები მივიდნენ, 1595 წელს ამ ტერიტორიას ეწოდა სან-ბერნარდო. 1773 და 1777 წლებში აქ მივიდა ბრიტანელი მეზღვაური ჯეიმზ კუკი, სწორედ ამ პერიოდიდან ხდება ეს ტერიტორია ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი. 1901 წელს კუკის კუნძულები გახდა ახალი ზელანდიის პროტექტორატის ტერიტორია, 1965 წლიდან კი ახალი ზელანდიის ასოცირებეული წევრია.
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დანაყოფები
ნასაუს გარდა (რომელსაც მართავს პუკაპუკას მთავრობა, სუვაროვი რომლის მაცხოვრებლსაც მხოლოდ ერთი დარაჯი წარმოადგენს ასევე პუკაპუკას მმართველობის ქვეშაა და არ ითვლება დასახლებულ კუნძულად) ყველა მოშორებულ კუნძულს ჰყავს თავისი საბჭო. ყველა საბჭოს ხელმძღვანელობს მერი.
- სხვა მოშორებული კუნძულები არიან
| აიტუტაკი (მოიცავს დაუსახლებელ მანუაეს) | ||
| მანგაია | ||
| ატიუ (მოიცავს დაუსახლებელ ტაკუტეას) | ||
| მაუკე | ||
| მიტიარო | ||
| მანიხიკი | ||
| პენრინი | ||
| რაკახანგა | ||
| პუკაპუკა (მოიცავს დაუსახლებელ ნასაუს და სუვაროვი) | ||
| პალმერსტონი |
1997 წელს დაარსდა პაროტონგას სამი ოლქი (vaka - საბჭო) რომლებსაც ასევე მერები ხელმძღვანელობდნენ,[1] და გაუქმდნენ 2008 წელს.[2]
ქვედა დონეზე არის სოფლების კომიტეტები. ნასაუს (რომელსაც მართავს პუკაპუკას მთავრობა) აქვს თავისი კუნძულის კომიტეტი, რომელიც აძლევს რეკომენდაციებს პაპუკაზე არსებულ საბჭოს.
[რედაქტირება] ველური ბუნება
- კუკის კუნძულების ეროვნული ყვავილია: ტაიტური გარდენია (Tiare māori ან Tiale māoli პერინზე, ნასაუზე და პუკაპუკაზე).[3]
- კუკის კუნძულები სავსეა Kiore toka-თი (შავი ვირთხა).[4] და პოლინეზიური ვირთხა[5] მათ კუნძულებზე ჩიტების რაოდენობის შემცირება გამოიწვიეს.[6]
- 2007 წელს ატიუზე და რიმატარაზე ხელახლა შეიყვანეს , 27 ლალისფერი ლორი-განდეგილი. ნამარხები და გადმოცემები ადასტურებენ რომ ეს ფრინველი მინიმუმ ხუთ სამხრეთულ კუნძულზე იყო გავრცელებული. სავარაუდო მათი წითლი ბუმბულების გადაჭარბებული გამოყენბა იყო მათი კუკის კუნძულებიდან გაქრობის მიზეზი.[7]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Gilson, Richard. The Cook Islands 1820-1950. Wellington, New Zealand: Victoria University Press, 1980. ISBN 0705507351
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ http://www.transparency.org.au/documents/cookislands.pdf
- ↑ RAROTONGA LOCAL GOVERNMENT (REPEAL) BILL TO BE TABLED, Cook Islands Government and HERALD WEEKLY ISSUE 393 :09 February 2008
- ↑ Cook Islands Wildlife. govisitcookislands.com.
- ↑ Cook Islands Biodiversity: Rattus rattus - Ship Rat. Cookislands.bishopmuseum.org. წაკითხვის თარიღი: 2011-11-18.
- ↑ "Cook Islands Biodiversity: Rattus exulans - Pacific Rat". Cookislands.bishopmuseum.org. წაკითხვის თარიღი: 2011-11-18.
- ↑ Cook Islands Biodiversity: The Status of Cook Islands Birds - 1996. Cookislands.bishopmuseum.org (2005-09-24). წაკითხვის თარიღი: 2011-11-18.
- ↑ BirdLife International: Rimatara Lorikeet (Vini kuhlii) at. Birdlife.org. წაკითხვის თარიღი: 2011-11-18.
|
|||||||||||||||||||||||||||||||
