პოპ-არტი
პოპ-არტი (ინგლ. pop art, შემოკლ. ფორმა popular art) — XX საუკუნის ერთ-ერთი მძლავრი, პოპულარული ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობა. წარმოიშვა 1950-იანი წლებში ბრიტანეთში, მოგვიანებით კი პარალელურად ვითარდებოდა აშშ-შიც. ტერმინი პირველად გამოიყენა ბრიტანელმა ხელოვნებათმცოდნე/კურატორმა ლორენს ალოუეიმ. პოპ-არტის საბჭოთა ანალოგი იყო სოც-არტი.
მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია თემები და ტექნიკა ნასესხები პოპულარული მასკულტურიდან, როგორიცაა რეკლამა და კომიქსები, და შესაბამისად საყოველთაოდ გაიგივებული იყომ როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან, ან მასზე დაფუძნებულ ექსპანსიასთან. პოპ-არტი პოპ-მუსიკის მსგავსად იყენებს პოპულარულ სახეებს, ხელოვნების ელიტისტური კულტურის საპირისპიროდ, და ხაზს უსვამს ბანალურს ან ე. წ. კიტჩურ ელემენტებს ნებისმიერ მოცემულ კულტურაში.
პოპ-არტი უმეტესწილად აკადემიურად აღიქმება, ვინაიდან მის მიმდევართა მიერ გამოყენებული არატრადიციული ორგანიზაციული პრაქტიკა ზოგიერთისთვის ძნელად გასაგებია. პოპ-არტი მინიმალიზმთან ერთად მოიაზრება, როგორც უკანასკნელი მოდერნისტული ხელოვნების მიმდინარეობები, და, შესაბამისად, პოსტმოდერნისტული ხელოვნების წინამორბედებად ითვლება (ან უფრო ზუსტად, თვით ზოგიერთი ადრეული პოსტმოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებადაც).
პოპ-არტის მიმდევარი მხატვრების აზრით, მათი ნაწარმოებები ხალხთა მასებისთვის მისაღები რომ ყოფილიყო, თავისი მხატვრული ფორმითაც ფართო მოხმარების საგნებს უნდა დამსგავსებოდა. „ხელოვნების ნიმუში ყველასათვის“ — ამ იდეის საჩვენებლად პოპ-არტის მიმდევრები ხშირად თავის მანუშევრებში გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილ გამოსახულებებს აწებებდნენ, ანუ კოლაჟს ქმნიდნენ.
რენესანსი · მანიერიზმი · ბაროკო · როკოკო · ნეოკლასიციზმი · რომანტიზმი · რეალიზმი · პრერაფაელიტიზმი · აკადემიზმი · იმპრესიონიზმი · პოსტიმპრესიონიზმი
XX საუკუნე
მოდერნიზმი · კუბიზმი · ექსპრესიონიზმი · აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი · აბსტრაქციონიზმი · მიუნხენის ახალ ხელოვანთა ასოციაცია · ლურჯი მხედარი · ბრიუკე · დადაიზმი · ფოვიზმი · არტ-ნუვო · ბაუჰაუზი · დე შტეილი · არტ-დეკო · პოპ-არტი · ფუტურიზმი · სუპრემატიზმი · სიურრეალიზმი · კოლორფილდი · მინიმალიზმი · ლირიული აბსტრაქცია · პოსტმოდერნიზმი · კონცეპტუალიზმი · ახალგაზრდა ბრიტანელ ხელოვანთა ჯგუფი
სტატიის