ულურუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

UluruClip3ArtC1941.jpg
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტიპი შერეული
კრიტერიუმები v,vi,vii,ix
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 25°20′42″ ს. გ. 131°02′10″ ა. გ. / 25.34500° ს. გ. 131.03611° ა. გ. / -25.34500; 131.03611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 447
გაფართოება 1994 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ულურუ, ასევე ცნობილი როგორც აიერს-როკიქვიშაქვის უზარმაზარი ფორმაცია ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს უახლოეს ქალაქ ალის-სპრინგსიდან 335 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით, სამანქანო გზით მანძილი კი 450 კმ-ია. ულურუ, არეალის მეორე უმთავრეს მახასიეთებელთან, კატა-ტიუტასთან ერთად ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის ულურუ წმინდა ადგილია. ფორმაციების მიმდებარე არეალი წყაროებისა და გეოლოგიური დეპრესიების სიმრავლით გამოირჩევა. მრავლადაა კლდის მღვიმეები და მხატვრობა. ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

მისი სიგრძე 3 კილომეტრია, სიმაღლე 348 მეტრი, ხოლო მიწისქვეშ 2 100 მეტრია. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ევროპელთათვის მისი არსებობა ცნობილი გახდა 1870-იან წლებში. ულურუ აბორიგენი მოსახლეობისათვის წმინდა ადგილია, სადაც ხშირად რელიგიურ რიტუალებს ატარებენ. სახელწოდება „ულურუ“ სწორედ ადგილობრივთა ენიდან მომდინარეობს. მთას მეორენაირად აიერს-როკს (Ayres Rock) უწოდებენ, XIX საუკუნის ავსტრალიის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის, ჰენრი აიერსის პატივსაცემად. 1993 წლიდან, ავსტრალიის მთავრობამ ოფიციალურად დააკანონა მისი ორსახელიანობა აიერს-როკ-ულურუ, რომელიც 2002 წელს შეცვალა ულურუ-აიერს-როკმა.

დღეისათვის, ულურუ ავსტრალიის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ეს მთა შორიდანვე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. უცბად, შუაგულ უდაბნოში, წამოიმართება ძალზედ უცნაური, „გაბრტყელებული“, ულამაზესი მთა. დღის სხვადასხვა მონაკვეთსა თუ ამინდის ცვალებადობისას, მთა ფერს იცვლის. საღამოხანს, ის ოქროსფერია, მზის ჩასვლისას — ჯერ წითლდება, შემდეგ კი იასამნისფერში გადადის. მოღრუბლულ ამინდში ნაცრისფერია.

პირველი ტურისტები ულურუს სანახავად 1936 წელს ჩავიდნენ. 1940-იანი წლებიდან, მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე 1948 წელს ჩნდება პირველი გზა მთის გარშემო და ტურისტული ავტობუსები. ტურისტებს ასევე იზიდავს ადგილობრივი ფლორა და ფაუნა, რომელთაგან 54 სახეობა ენდემურია. აქ შეხვდებით კენგურუს, თაგვებს, ღამურას, მელას, გარეულ კატას, ძაღლს, კურდღელს და ა. შ. ტურისტებისათვის შესაძლებელია როგორც ავტომობილით მთის ირგვლივ გარსშემოვლა, ასევე მისი ვერტმფრენიდან დათვალიერება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


ულურუს პანორამული ხედი
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ულურუ&oldid=2785121“-დან