ავსტრალიის მდინარეების სია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავსტრალია ყველაზე უწყლო კონტინენტია, ვინაიდან ტერიტორიის ძირითად ნაწილზე კლიმატური პირობები ზედაპირული ჩამონადენის ჩამოყალიბებისთვის არახელსაყრელია, წლიური აორთქლება ბევრად აღემატება წლიურ ნალექებს. ტერიტორისს 60% გაუდინარია. კონტინენტის მთავარი წყალგამოყოფია დიდი წყალგამყოფი ქედი. აქ დიდი და წყალუხვი მდინარეები არ არის. ნახევარკუნძულებსა და უდაბნოებში არის ეპიზოდური მდინარეები, რომელთაც კრიკებს უწოდებენ, წყალი ასეთ მდინარეებში მხოლოდ წვიმების დროს მიედინება. მთელი წლის განმავლობაში წყალუხვი (მაგრამ მოკლე) მდინარეები მხოლოდ დიდი წყალგამყოფი ქედის აღმოსავლეთ კალთებზეა, სადაც უხვი ნალექები მოდის.

ავსტრალიაში ყველაზე დიდია მდინარე მურეის სისტემა. მისი ყველაზე დიდი შენაკადია დარლინგი. ისინი სათავეს დიდი წყალგამყოფ ქედზე იღებენ.

ქვემო დინებაში დარლინგი გვალვების დროს შრება და ცალკეულ წყალსატევებად იყოფა. მურეი არ შრება, მაგრამ წყლის დონე მკვეთრად მერყეობს. წვიმების დროს მდინარე ძლიერად დიდდება და ნაპირებიდან გადმოდის. წყალდიდობა მურეიზე, ჩვეულებრივ, უცბად იწყება და დიდხანს არ გრძელდება. წყლის დონის მკვეთრი ცვალებადობის გამო ნაოსნობა გაძნელებულია. მდინარის წყლებს მშრალ რაიონებში ნაყოფიერი ნიადაგების მოსარწყველად იყენებენ, რისთვისაც წყალსაცავებსაც აგებენ.

უგრძესი მდინარეები[რედაქტირება]

2008 წლის სექტემბერში, განისაზღვრა ავსტრალიის უგრძესი მდინარეების სია ესენია:

  1. მურეი - 2,375 კილომეტრი (1,476 მილი)
  2. მარამბიჯი - 1,485 კილომეტრი (923 მილი)
  3. დარლინგი - 1,472 კილომეტრი (915 მილი)
  4. ლაკლანი - 1,339 კილომეტრი (832 მილი)
  5. კუპერ კრიკი - 1,113 კილომეტრი (692 მილი)
  6. ფლინდერსი - 1,004 კილომეტრი (624 მილი)
  7. დაიმანტინა - 941 კილომეტრი (585 მილი)

ავსტრალიის მდინარეების სია[რედაქტირება]