ავსტრალიის გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავსტრალიის ფიზიკური რუკა

ავსტრალიის გეოგრაფიაავსტრალიის კავშირი მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროში და ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მთელს კონტინენტს მოიცავს. ფართობით 7,686,850 კმ², იგი მე-6 ადგილზეა მსოფლიოში, რითაც ოდნავ ჩამორჩება აშშ-ს (ალასკის გაერშე) და თითქმის 32-ჯერ აღემატება დიდ ბრიტანეთს.

ავსტრალიას ეკუთვნის კუნძულები: ტასმანია, კენგურუ და ა.შ. სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 2000 კმ-ის მანძილზე ვრცელდება დიდი ბარიერული რიფი, რომელიც შედგება უამრავი პატარა მარჯნიანი რიფისა და კუნძულისაგან, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებენ ნაოსნობას. ავსტრალიას ფართო გასასვლელი აქვს მსოფლიოს სამ ოკეანეში ესენია: წყნარი ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, სამხრეთის ოკეანე. ავსტრალიის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ტასმანიის ზღვა. ნალექების რაოდენობის მიხედვით კონტინენტებს შორის ავსტრალია ყველაზე მშრალია. ნალექების უმეტესი ნაწილი მოდის ჩრდილოეთით, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში. ავსტრალია ძალზედ მდიდარია მიწისქვეშა წყლებით. დასავლეთი ნაწილი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიის დიდი უდაბნო და დიდი ქვიშიანი უდაბნო.

ავსტრალიის უმაღლესი მწვერვალია მთა კოსციუშკო, რომელიც მდებარეობს ავსტრალიის ალპებში, (სიმაღლე 2228 მ.). კონტინენტის უგრძესი მდინარეა მურეი, რომლის სიგრძეა 2590 კილომეტრი. ავსტრალიის უდიდესი ტბაა ეირი, მისი ფართობია 9 ათ. კვ.კმ. იგი ატარებს ედუარდ ეირის სახელს, რომელიც იკვლევდა ავსტრალიას XIX საუკუნის 40-იან წლებში. ავსტრალიის ფლორის განსაკუთრებული სახეობებია ევკალიპტი და აკაცია. გვხვდება ევკალიპტის 600 სახეობა. ქვეყნის აღმოსავლეთში ისინი 100 მ სიმაღლეზე იზრდებიან. ტყეებს უკავია ტერიტორიის 6 %.