ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". "თხზულებაში" იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვასიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.

ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.

ნომინაციის პროცედურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ წლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების წევრები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა.

ათასობით გაცხადება იგზავნება ყოველწლიურად შვედეთის აკადემიიდან და მხოლოდ 50–მდე კანდიდატის წარდგენა ხორციელდებ მთელი მსოფლიოდან. 1 თებერვლისთვის კანდიდატთა სიების მიღება წყდება. აპრილისთვის აკადემია ამცირებს კანდიდატთა რაოდენობას ოცამდე, მოგვიანებით, ზაფხულში კი ქვეყნდება 5 კანდიდატთა სია. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს ოფიციალურად ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში.

პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ, დაახლოებით, 10 მილიონ შვედური კრონას წარმოადგენს. ლაურეატი ასევე იღებს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.

ნობელის პრემიის ლაურეატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სია შეიცავს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთა ქრონოლოგიურ ნუსხას ნობელის კომიტეტის დასაბუთებითურთ. ანბანური ნუსხას იძლევა ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში



1901–1910 · 1911–1920 · 1921–1930 · 1931–1940 · 1941–1950 · 1951–1960 · 1961–1970 · 1971–1980 · 1981–1990 · 1991–2000 · 2001–2010 · 2011–2020 · 2021–დღემდე



1901–1910[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1901 სიული პრიუდომი
(დ. 1839 — გ. 1907)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „როგორც აღიარება მისი გამორჩეული და ასევე დღის სინათლეზე გვიან გამოსული ღვაწლისა მწერლობაში, განსაკუთრებით კი პოეზიაში, სადაც იგი ავლენს მაღალ იდეალზმს, მხატვრულ სრულყოფილებასა და გულისა და სულის იშვიათ ერთიანობას“ Sully Prudhomme
1902 თეოდორ მომზენი
(დ. 1817 — გ. 1903)
გერმანიის იმპერიაგერმანიის იმპერია გერმანიის იმპერია (დაბ. გარდინგში, შლეზვიგი, იმ დროს დროშა: დანია დანია) „მონუმენტური ნაშრომისათვის „რომის ისტორია" Theodor Mommsen
1903 ბიორნსტიერნე ბიორნსონი
(დ. 1832 — გ. 1910)
დროშა: ნორვეგია ნორვეგია „კეთილშობილი და მაღალი პოეზიისათვის, რომელიც შთაგონების სინორჩითა და სულის იშვიათი სისპეტაკით გამოირჩეოდა და ასევე ეპიკური და დრამატული ნიჭიერებისათვის". Bjørnstjerne Bjørnson
1904 ფრედერიკ მისტრალი
(დ. 1830 — გ. 1914)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „პოეტური ნაწარმოებების სიახლისა და ორიგინალურობისათვის, რითიც ასე მართლად გამოვლინდა ხალხის სული“. Frédéric Mistral
ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე
(დ. 1832 —გ. 1916)
ესპანეთი 1785ესპანეთი ესპანეთი „ესპანური დრამის აღორძინებაში მრავალრიცხოვანი დამსახურებებისათვის". José Echgaray
1905 ჰენრიკ სენკევიჩი
(დ. 1846 — გ. 1916)
პოლონეთის სამეფოპოლონეთის სამეფო პოლონეთის სამეფო „ეპოსის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის". Henryk Sienkienwicz
1906 ჯოზუე კარდუჩი
(დ. 1835 — გ. 1907)
იტალია 1861იტალია იტალია „შემოქმედებითი ენერგიის, სტილის სიახლისა და მისი პოეტური შედევრების ლირიკული ძალისათვის". Giosuè Carducci
1907 ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი
(დ. 1865 — გ. 1936)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო (დაბ. ბომბეიში, ინდოეთი „თხრობის ლაღი ფანტაზიის, იდეათა მოწიფულობის, ყურადღებიანობისა და ნიჭიერებისათვის". Rudyard Kipling
1908 რუდოლფ ქრისტოფ ეიკენი
(დ. 1846 — გ.1926)
გერმანიის იმპერიაგერმანიის იმპერია გერმანიის იმპერია „ჭეშმარიტების სერიოზული ძიების, აზროვნების ყველგანშემღწევი ძალის, ფართო თვალსაწიერის, სიხალასისა და დამაჯერობლობისათვის, რომლებითაც იგი იცავდა ავითარებდა იდეალისტურ ფილოსოფიას". Rudolf Eucken
1909 სელმა ლაგერლოფი
(დ. 1858 — გ. 1940)
დროშა: შვედეთი შვედეთი „მაღალი იდეალიზმის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისთვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“ Selma Lagerlöf
1910 პაულ ფონ ჰაიზე
(დ. 1830 — გ. 1914)
გერმანიის იმპერიაგერმანიის იმპერია გერმანიის იმპერია „დრამატურგს, რომანისტსა და საქვეყნოდ ცნობილი ნოველების ავტორს მხატვრულობისათვის, ლირიკული პოეტის იდეალიზმისათვის ". Paul Heyse

1911–1920[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1911 მორის მეტერლინკი
(დ. 1862 — გ. 1949)
დროშა: ბელგია ბელგია „წარმოსახვის სიმდიდრითა და პოეტური ფანტაზიით აღნიშნული დრამატული ნაწარმოებებისათვის Maurice Maeterlinck
1912 გერჰარტ ჰაუპტმანი
(დ. 1862 — გ. 1946)
გერმანიის იმპერიაგერმანიის იმპერია გერმანიის იმპერია „დრამატული ხელოვნების დარგში ნაყოფიერი, ნაირფეროვანი და გამოჩენილი მოღვაწეობის ნიშნად". გერჰარტ ჰაუპტმანი
1913 რაბინდრანათ თაგორი
(დ. 1861— გ. 1941)
ინდოეთი „ღრმად შეგრძნობილი, ორიგინალური და მშვენიერი ლექსებისათვის, რომლებშიც განუმეორებელი ოსტატობით გამოვლინდა მისი პოეტური აზროვნება". Rabindranath Thakur
1914 პრემია არ გაცემულა
1915 რომენ როლანი
(დ. 1866 — გ. 1944)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „ლიტერატურულ ნაწარმოებთა მაღალი იდეალიზმის, ჭეშმარიტებისადმი თანაგრძნობისა და სიყვარულისათვის". Romain Rolland
1916 კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი
(დ. 1859 — გ. 1940)
დროშა: შვედეთი შვედეთი „მსოფლიო ლიტერატურაში ახალი ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლი“ Verner von Heidenstam
1917 კარლ ადოლფ გელერუპი
(დ. 1857 — გ. 1919)
დროშა: დანია დანია „მრავალფეროვანი პოეტური შემოქმედებისა და ამაღლებული იდეალებისათვის". Karl Gjellerup
ჰენრიკ პონტოპიდანი
(დ. 1857 — გ. 1943)
დროშა: დანია დანია „დანიის თანამედროვე ცხოვრების გულმართალი აღწერისათვის". Henrik Pontoppidan
1918 პრემია არ გაცემულა
1919 კარლ შპიტელერი
(დ. 1845 — გ. 1924)
(გადაეცა 1920 წელს)
დროშა: შვეიცარია შვეიცარია „შეუდარებელი ეპოსის - ოლიმპიური გაზაფხულისათვის". Carl Spitteler
1920 კნუტ ჰამსუნი
(დ. 1859 — გ. 1952)
დროშა: ნორვეგია ნორვეგია „მონუმენტური ნაწარმოებისთვის „მიწის მადლი“‚Segen der Erde‘“ Knut Hamsun

1921–1930[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1921 ანატოლ ფრანსი
(დ. 1844 — გ. 1924)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „როგორც აღიარება მისი ბრწყინვალე სამწერლობო საქმიანობისა, რომელიც გამორჩეულია ხელოვნების თავისებური სტილით, დიდსულოვანი ჰუმანიზმით, მომხიბვლელობითა და ფრანგული სულით“ Anatole France
1922 ხაკინტო ბენავენტე ი მარტინესი
(დ. 1866 — გ. 1954)
ესპანეთი 1785ესპანეთი ესპანეთი „თავისი შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ესპანეთის დრამის ღირსეულ ტრადიციებს აგრძელებდა“ Jacinto Benavente
1923 უილიამ ბათლერ იეითსი
(დ. 1865 — გ. 1939)
დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია „მისი მუდმივად აღმაფრთოვანებელი პოეზიისათვის, რომელიც გამოხატულია ხალხის სულისკვეთების ურთულეს მხატვრულ ხერხებში“ William Butler Yeats
1924 ვლადისლავ რეიმონტი
(დ. 1867 — გ. 1925)
დროშა: პოლონეთი პოლონეთი „მისი დიდებული ნაციონალური ეპოსისათვის „კაცები“ Władysław Reymont
1925 ჯორჯ ბერნარდ შოუ
(დ. 1856 — გ. 1950)
(მიენიჭა1926)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო (დაბ. დუბლინი, Green Ensign (გამოიყენებოდა როგორც ირლანდიის დროშა 1922 წლამდე ) ირლანდია) „მისი როგორც იდეალიზმის, ისე ჰუმანიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომლის სრული სატირა ხშირად თავისებულ პოეტურ სილამაზესთან ერთიანდება“ George Bernard Shaw
1926 გრაცია დელედა
(დ. 1871 — გ. 1936)
(მიენიჭა 1927)
იტალია 1861იტალია იტალია (დაბ. ნუორო, სარდინია) „მისი დიდი იდეალიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომელიც თვალსაჩინოდ აღწერს მის მამაშვილურ წარსულს და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება“ Grazia Deledda
1927 ანრი ბერგსონი
(დ. 1859 — გ. 1941)
(მიენიჭა 1928)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „როგორც აღიარება მისი მდიდარი და მაცოცხლებელი იდეებისა და ბრწყინვალე ხელოვნებისა“ Henri Bergson
1928 სიგრიდ უნსეტი
(დ. 1882 — გ. 1949)
დროშა: ნორვეგია ნორვეგია (დაბადებული კალუნბორგი, დროშა: დანია დანია) „უწინარეს ყოვლისა, შუა საუკუნეების ჩრდილოელთა (სკანდინავიელთა) ცხოვრების ცოცხლად და რეალურად აღწერისათვის“ Sigrid Undset
1929 თომას მანი
(დ. 1875 — გ. 1955)
ვაიმარის რესპუბლიკაგერმანიის იმპერია გერმანია „უწინარეს ყოვლისა მისი რომანისათვის ‚ბუდენბროკები‘, რომელიც დროთა განმავლობაში აღიარებული იქნა თანამედროვე ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად“ Thomas Mann
1930 სინკლერ ლუისი
(დ. 1885 — გ. 1951)
აშშ 48აშშ აშშ „მისი მძლავრი და ცოცხალი აღწერის ხელოვნებისათვის, ასევე ხუმრობითა და იუმორით ტიპების შექმნის ნიჭისათვის“ Sinclair Lewis

1931–1940[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1931 ერიკ აქსელ კარლფელდტი
(დ. 1864 — გ. 1931)
დროშა: შვედეთი შვედეთი „ერიკ აქსელ კარლფელდტის პოეზია“ Erik Axel Karlfeldt
1932 ჯონ გოლზუორთი
(დ. 1867 — გ. 1933)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო „არისტოკრატული თხრობის ხელოვნებისათვის, რომელიც საუკეთესოდაა გამოხატული მის რომანში ფორსაიტების საგა John Galsworthy
1933 ივანე ბუნინი
(დ. 1870 — გ. 1953)
მოქალაქეობის გარეშე, მცხოვრები დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი (დაბ. ვორონეჟი, რუსეთის იმპერია 1721რუსეთის იმპერია რუსეთის იმპერია)[2] „მკაცრი მხატვრული შემოქმედებისათვის, რითაც იგი კლასიკურ რუსულ ხაზს წარმოადგენს პროზასა და პოეზიაში“ Iwan Bunin
1934 ლუიჯი პირანდელო
(დ. 1867 — გ. 1936)
იტალია 1861იტალია იტალია „მისი შეუპოვარი და გონებამახვილური შემოქმედებისათვის დრამასა და სასცენო ხელოვნებაში“ Luigi Pirandello
1935 პრემია არ გაცემულა
1936 იუჯინ ო'ნილი
(დ. 1888 — გ. 1953)
აშშ 48აშშ აშშ „მისი სიძლიერის, გულწრფელობისა და ძლიერი გრძნობის, ასევე, დამოუკიდებელი შეხედულებებისათვის ტრაგიკულ დრამატულ პოეზიაში“ Eugene O’Neill
1937 როჟე მარტინ დიუ გარი

(დ. 1881 — გ. 1958)

დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „მხატვრული სიძლიერისა და ჭეშმარიტებისათვის, რითაც იგი თავისი რომანების სერიაში ‚Les Thibault‘ ადამიანურ წინააღმდეგობებსა და თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეებს წარმოადგენდა“ Roger Martin du Gard
1938 პერლ ბაკი
(დ. 1892 — გ. 1973)
აშშ 48აშშ აშშ „მისი მდიდარი და ჭეშმარიტად ეპიკური შემოქმედებისთვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს და ბიოგრაფიული შედევრებისათვის" Pearl S. Buck
1939 ფრანს ემილ სილანპაა
(დ. 1888 — გ. 1964)
დროშა: ფინეთი ფინეთი „ღრმა ჩანაფიქრისა და დახვეწილი მხატვრული სტილისათვის, რომლითაც იგი საკუთარი სამშობლოს ბუნებასა და ხალხის ცხოვრებას ორმხრივი დამოკიდებულებით აღწერს“ Frans Eemil Sillanpää
1940 პრემია არ გაცემულა

1941–1950[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1941 პრემია არ გაცემულა
1942 პრემია არ გაცემულა
1943 პრემია არ გაცემულა
1944 იოჰანეს ვილჰელმ იენსენი
(დ. 1873 — გ. 1950)
დროშა: დანია დანია „მისი პოეტური ფანტაზიის იშვიათი სიძლიერისა და ნაყოფიერებისათვის, რომელიც დაკავშირებულია მის ყოვლისმომცველ ინტელექტთან და შემოქმედებით ხელოვნებასთან“ Johannes Vilhelm Jensen
1945 გაბრიელა მისტრალი
(დ. 1889 — გ. 1957)
დროშა: ჩილე ჩილე „ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკისათვის, რომელმაც პოეტის სახელი მთელ ლათინურამერიკულ სამყაროში იდეალური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“ Gabriela Mistral
1946 ჰერმან ჰესე
(დ. 1877 — გ. 1962)
დროშა: შვეიცარია შვეიცარია (დაბ. კალვი, ვიურტემბერგი, გერმანიის იმპერიაგერმანიის იმპერია გერმანიის იმპერია) „მისი ინსტირირებული შემოქმედებისათვის, რომელიც გამოირჩევა ღრმა კლასიკური ჰუმანური იდეალებით“ Hermann Hesse
1947 ანდრე ჟიდი
(დ. 1869 — გ. 1951)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „მისი ყოვლისმომცველი და მხატვრულად უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისათვის, რომელშიც კაცობრიობის კითხვები და გარემოებები უშიშარი ალალმართლობითა და ფსიქოლოგიური შორსმჭვრეტელობითაა წარმოდგენილი“ André Gide
1948 ტომას სტერნზ ელიოტი
(დ. 1888 — გ. 1965)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო (დაბ. სენტ-ლუისი, მისური, აშშ 38აშშ აშშ) „მისი, როგორც თანამედროვე პოეზიის ნოვატორის აღსანიშნავი ღვაწლისათვის“ Thomas Stearns Eliot
1949 უილიამ ფოლკნერი
(დ. 1897— გ. 1962)
აშშ 48აშშ აშშ „მისი ძლიერი და მხატვრულად თვითმყოფადი ღვაწლისათვის ამერიკულ რომანებში“ william faulkner
1950 ბერტრან რასელი
(დ. 1872— გ. 1970)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო „როგორც აღიარება მისი მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისა, რომელშიც იგი ჰუმანიზმისა და აზრის თავისუფლებისათვის მებრძოლად წარმოგვიდგება“ ბერტრან რასელი

1951–1960[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1951 პერ ლაგერკვისტი
(დ. 1891— გ. 1974)
დროშა: შვედეთი შვედეთი „მხატვრული სიძლიერისა და თვითმყოფადობისათვის, რისი საშუალებითაც იგი თავის პოეზიაში ეძიებს პასუხებს კაცობრიობის მარადიულ კითხვებზე“ Pär Lagerkvist
1952 ფრანსუა მორიაკი
(დ. 1885 — გ. 1970)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „ადამიანის სულის შემეცნებისა და მხატვრული სიძლიერისათვის, რითაც იგი რომანის ფორმით წარმოაჩენს ადამიანური ცხოვრების დრამას“ François Mauriac
1953 უინსტონ ჩერჩილი
(დ. 1874 — გ. 1965)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო „ისტორიულ და ბიოგრაფიულ შემოქმედებაში მისი ოსტატობისათვის, ასევე ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებისათვის, რითაც იგი უმაღლესი ადამიანური ღირებულებების დამცველად წარმოგვიდგება“ Winston Curchill
1954 ერნესტ ჰემინგუეი
(დ. 1899 — გ. 1961)
აშშ 48აშშ აშშ „ნაწარმოებისათვის ‚The Old Man and the Sea‘“, (ქართ. მოხუცი და ზღვა) Ernest Hemingway
1955 ჰალდორ ლაქსნესი
(დ. 1902— გ. 1998)
ისლანდიის დროშა ისლანდია „მისი თვალსაჩინო ეპიკური პოეზიისათვის, რომელიც დიდებულ ისლანდიურ თხრობის სტილს იმეორებს“ Halldór Laxness
1956 ხუან რამონ ხიმენესი
(დ. 1881 — გ. 1958)
ესპანეთი 1945ესპანეთი ესპანეთი „მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც ესპანურ ენაში მაღალი სულიერებისა და მხატვრული სიწმინდის მაგალითადაა მიჩნეული“ Juan Ramón Jiménez
1957 ალბერ კამიუ
(დ. 1913 — გ. 1960)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი (დაბ. მონდოვი, დროშა: ალჟირი ალჟირი) „მისი უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისათვის, რომელიც ჩვენს დროში ადამიანის სინდისის პრობლემების შორსმჭვრეტელი სერიოზულობით ბრწყინავს“ Albert Camus
1958 ბორის პასტერნაკი
(დ. 1890 — გ. 1960)
(უარი განაცხადა)[3]
დროშა: სსრკ სსრკ „მისი მნიშვნელოვანი წვლილისათვის როგორც თანამედროვე ლირიკაში, ისე დიდებული ტრადიციული რუსული თხრობის სტილის სფეროში“
1959 სალვატორე კვაზიმოდო
(დ. 1901 — გ. 1968)
იტალიის დროშა იტალია „მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელშიც კლასიკური ცეცხლით აღბეჭდილია თანამედროვე ცხოვრების ტრაგიკული ცხოვრების წესი“ Salvatore Quasimodo
1960 სენ-ჟონ პერსი
(დ. 1887 — გ. 1975)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი (დაბადებული გვადელუპაზე) „მისი პოეზიის შემოქმედებითი ფანტაზიებისათვის“ Saint-John Perse

1961–1970[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1961 ივო ანდრიჩი
(დ. 1892 — გ. 1975)
დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია (დაბ. ტრავნიკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა) „იმ ეპიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი თავისი ქვეყნის ისტორიის მოტივებსა და სულს წარმოაჩენს“
1962 ჯონ სტაინბეკი
(დ. 1902 — გ. 1968)
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ „მისი უნიკალური რეალისტური და ფანტაზიებით მდიდარი თხრობის სტილისათვის, რომელიც გამორჩეულია იუმორითა და სოციალური გამჭრიახობით“ John Steinbeck
1963 გიორგოს სეფერისი
(დ. 1900 — გ. 1971)
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი (დაბ. სმირნა, ოსმალეთის იმპერია) „მისი ჩინებული ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც შთაგონებულია ელინისტური კულტურის ღრმა შეგრძნებით“ Giorgios Seferis
1964 ჟან-პოლ სარტრი
(დ. 1905 — გ. 1980)
(უარი განაცხადა)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „როგორც აღიარება მისი ნოვატორული სამწერლობო შემოქმედებისა, რომლის თავისუფალმა სულმა და სიმართლის ძიებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს დროზე“ Jean-Paul Sartre
1965 მიხეილ შოლოხოვი
(დ. 1905 — გ. 1984)
დროშა: სსრკ სსრკ „მისი მხატვრული სიძლიერისა და გულწრფელობისათვის, რითაც მან საკუთარ ეპოსში რუსი ხალხის ცხოვრების ისტორიული მონაკვეთი წარმოაჩინა“ მიხეილ შოლოხოვი
1966 შმუელ აგნონი
(დ. 1888 — გ. 1970)
ისრაელის დროშა ისრაელი (დაბ. ბუჩაჩი, გალიჩინა, ამჟამად უკრაინა[4]) „მისი ებრაელი ხალხის ცხოვრების მოტივებზე აგებული საფუძვლიანი და დამახასიათებელი თხრობის სტილისათვის“ Samuel Josef Agnon
ნელი ზაქსი
(დ. 1891 — გ. 1970)
დროშა: შვედეთი შვედეთი (დაბ. ბერლინი, გერმანიის იმპერიაგერმანიის იმპერია გერმანიის იმპერია) „მისი გამორჩეული ლირიკული და დრამატული ნაწარმოებებისათვის, რომელშიც ისრაელის სული ენამახვილური მკაფიოობით არის აღწერილი“ Nelly Sachs
1967 მიგელ ანგელ ასტურიასი
(დ. 1899 — გ. 1974)
დროშა: გვატემალა გვატემალა „მისი პოპულარულ თავისებურებებსა და ინდიელურ ტრადიციებში (ლათინური ამერიკა) ფესვგადგმული მრავალფეროვანი პოეზიისათვის“ Miguel Ángel Asturias
1968 იასუნარი კავაბატა
(დ. 1899 — გ. 1972)
დროშა: იაპონია იაპონია „მისი ოსტატური თხრობის სტილისათვის, რომელიც უდიდესი სიფაქიზით იაპონური აზროვნების არსს გამოხატავს.“ Yasunari Kawabata
1969 სემიუელ ბეკეტი
(დ. 1906 — გ. 1989)
დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია „პოეზიისათვის, რომელიც რომანისა და დრამის ახალ ფორმებში ადამიანის მხატვრულ შეგნებას ამდიდრებს“ Samuel Beckett
1970 ალექსანდრე სოლჟენიცინი
(დ. 1918 — გ. 2008)
დროშა: სსრკ სსრკ „იმ ეთიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი რუსული ლიტერატურის უცვლელ ტრადიციებს განაგრძობს“ Alexander Solschenizyn

1971–1980[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1971 პაბლო ნერუდა
(დ. 1904 — გ. 1973)
დროშა: ჩილე ჩილე „პოეზიისათვის, რომელიც ბუნების ძალის ზეგავლენით აცოცხლებს კონტინენტის ბედისწერასა და ოცნებებს“ Pablo Neruda
1972 ჰაინრიხ ბიოლი
(დ. 1917 — გ. 1985)
დროშა: გერმანია გერმანია „მისი პოეზიისათვის, რომელიც თანამედროვე ისტორიასთან კავშირითა და მაცოცხლებელი ენერგიით შემოიჭრა გერმანულ ლიტერატურაში“ Heinrich Böll
1973 პატრიკ უაიტი
(დ. 1912 — გ. 1990)
დროშა: ავსტრალია ავსტრალია (დაბ. ლონდონში, დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო „მისი ეპიკური და ფსიქოლოგიური თხრობის ხელოვნებისათვის, რომლითაც ლიტერატურა მსოფლიოს ახალ ნაწილად იქცა“ პატრიკ უაიტი
1974 ეივინდ იუნსონი
(დ. 1900 — გ. 1976)
დროშა: შვედეთი შვედეთი „მისი თხრობის სტილისათვის, რომელიც ქვეყნებსა და დროზე შორსმჭვრეტელობით გამოირჩევა და თავისუფლების სამსახურში დგას“ Eyvind Johnson
ჰარი მარტინსონი
(დ. 1904 — გ. 1978)
დროშა: შვედეთი შვედეთი „პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც ნამის წვეთებს ატყვევებს და კოსმოსის ანარეკლია“ Harry Martinson
1975 ეუჟენიო მონტალე
(დ. 1896 — გ. 1981)
იტალიის დროშა იტალია „მისი განსაკუთრებულად შემკული პოეზიისათვის, რომელიც ადამიანური ღირებულებების დიდი მხატვრული და ფაქიზი შეგრძნებით გამოირჩევა“ ეუჯენიო მონტალე
1976 სოლ ბელოუ
(დ. 1915 — გ. 2005)
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ (დაბ. მონრეალი, კანადა) „ადამიანური შემეცნებისა და კულტურის სათუთი ანალიზისათვის, რომლებიც მის ნაწარმოებშია გაერთიანებული“
1977 ვისენტე ალეიქსანდრე
(დ. 1898 — გ. 1984)
ესპანეთი 1977ესპანეთი ესპანეთი „მისი ნოვატორული პოეზიისათვის, რომელიც ადამიანის გარემოებებს კოსმოსსა და დღევნადელ საზოგადოებაში აშუქებს და ამავდროულად წარმოადგენს ესპანური ტრადიციული პოეზიის განახლებას ომებს შორის“ Vicente Aleixandre
1978 ისააკ ბაშევის ზინგერი
(დ. 1902 — გ. 1991)
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ (დაბ. ლეონცინი, პოლონეთი[5]) „მისი შეუცვლელი თხრობის სტილისათვის, რომელიც პოლონურ–ებრაული კუტურულ–ტრადიციული ფესვებით ადამიანის უმაღლეს ღირებულებებს სიცოცხლისუნარიანს ხდის“
1979 ოდისეას ელიტისი
(დ. 1911 — გ. 1996)
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი „მისი ბერძნულ ტრადიციებზე დაფუძნებული პოეზიისათვის, რომელიც ესთეტიკური სიძლიერითა და ინტელექტუალური მკაფიოობით წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანის ბრძოლას თავისუფლებისათვის“ Odysseas Elytis
1980 ჩესლავ მილოში
(დ. 1911 — გ. 2004)
დროშა: პოლონეთი პოლონეთი და დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ „უკომპრომისო სიცხადით წარმოაჩენს ადამიანის ადგილს მძიმე კონფლიქტების სამყაროში“

1981–1990[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1981 ელიას კანეტი
(დ. 1905 — გ. 1994)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო (დაბ. რუსე, დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი) „მისი სამწერლობო შემოქმედებისათვის, რომელიც გამორჩეულია შორსმჭვრეტელობით, მდიდარი იდეებითა და მხატვრული სიძლიერით“ Elias Canetti
1982 გაბრიელ გარსია მარკესი
(დ. 1927 — გ. 2014)
დროშა: კოლუმბია კოლუმბია „მისი რომანებისა და მოთხრობებისათვის, რომლებშიც ფანტასტიკა და რეალიზმი პოეზიის ერთ მრავალფეროვან სამყაროში ერთიანდება და რომელიც კონტინენტის ცხოვრებასა და კონფლიქტებს ასახავს“ Gabriel García Márquez
1983 უილიამ გოლდინგი
(დ. 1911 — გ. 1993)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო „მისი რომანებისათვის, რომლებიც რეალისტური თხრობის სტილითა და მრავალმნიშვნელოვანი ყოვლისმომცველობით ადამიანურ დამოკიდებულებებს მღევანდელ სამყაროში წარმოაჩენს“ გოლდინგი, უილიამ გოლდინგი
1984 იაროსლავ სეიფერტი
(დ. 1901 — გ. 1986)
დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია „მისი პოეზიისთვის, რომელიც გრძნობათა სიმძაფრით ადამიანური ბუნების დაუცხრომლობასა და მრავალფეროვნებას ასახავს“ Jaroslav Seifert
1985 კლოდ სიმონი
(დ. 1913 — გ. 2005)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი „რომელიც საკუთარ რომანებში აერთიანებს პოეტისა და მხატვრის შემოქმედებას“
1986 უოლე შოინკა
(დ. 1934)
ნიგერიის დროშა ნიგერია „რომელიც ფართო კულტურულ პერსპექტივებში, პოეტური ობერტონებით ადამიანური არსის დრამას წარმოადგენს“ Wole Soyinka
1987 იოსიფ ბროდსკი
(დ. 1940 — გ. 1996)
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ (დაბ.ლენინგრადში, იმ დროს დროშა: სსრკ სსრკ) „ამომწურავი და ფართო ლიტერატურული შემოქმედებისათვის, რომელიც გამორჩეულია გონებრივი გამჭრიახობითა და პოეტური გამოხატვის სიძლიერით“ იოსიფ ბროდსკი
1988 ნაჯიბ მაჰფუზი
(დ. 1911 — გ. 2006)
დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე „ახალი ეგვიპტური თხრობის სტილის (სოციალ–კრიტიკული) წარმომადგენელი, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის“ Nagib Mahfuz
1989 კამილო ხოსე სელა
(დ. 1916 — გ. 2002)
დროშა: ესპანეთი ესპანეთი „მისი მდიდარი და შეუცვლელი ხელოვნებისათვის პროზაში, რომელიც ფარული თანაგრძნობით წარმოაჩენს ადამიანის დაუცველობას“ Camilo José Cela
1990 ოქტავიო პასი
(დ. 1914 — გ. 1998)
მექსიკის დროშა მექსიკა „მისი ფართო ჰორიზონტების მქონე სასიყვარულო პოეზიისათვის, რომელიც გამორჩეულია გონებამახვილობითა და ჰუმანური ერთიანობით“ Octavio Paz

1991–2000[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
1991 ნადინ გორდიმერი
(დ. 1923 — გ. 2014)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა „მისი ეპიკური პოეზიისათვის, რომელმაც კაცობრიობას უდიდესი სარგებელი მოუტანა და ღრმა შორსმჭვრეტელობით აღწერა ისტორიული მოვლენები“ Nadine Gordimer (links)
1992 დერეკ უოლკოტი
(დ. 1930 — გ. 2017)
სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია „ბრწყინვალე, ისტორიული განმჭვრეტელობის მატარებელი პოეზიისათვის, რომელიც მულტიკულტურულ ვალდებულებებზეა დაფუძნებული“ Derek Walcott
1993 ტონი მორისონი
(დ. 1931)
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ „ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილზე მისი ლიტერატურული წარმოდგენებისათვის, რომელიც გამოირჩევა საოცნებო ძალითა და პოეტური ლაკონიურობით“ Toni Morrison
1994 კენძაბურო ოე
(დ. 1935)
დროშა: იაპონია იაპონია „წარმოსახვითი სამყაროს შექმნისთვის, სადაც რეალურის და გამონაგონის სინთეზი ოსტატურად გადმოგვცემს თანამედროვე სამყაროს ადამიანთა გაურკვეველ ყოფას“ Kenzaburō Ōe
1995 შეიმას ჰინი
(დ. 1939 — გ. 2013)
დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია „მისი საერთო შემოქმედების ლირიკული სილამაზისა და ეთიკური სიღრმისათვის“ Seamus Heaney
1996 ვისლავა შიმბორსკა
(დ. 1923 — გ. 2012)
დროშა: პოლონეთი პოლონეთი „მისი ნაწარმოებისათვის, რომელიც ირონიულად და ზუსტად წარმოაჩენს ადამიანური სინამდვილის ფრაგმენტებში ისტორიულ და ბიოლოგიურ დამოკიდებულებას“ Wisława Szymborska
1997 დარიო ფო
(დ. 1926 — გ. 2016)
იტალიის დროშა იტალია „მისი სახალხო–პოლიტიკური სააგიტაციო თეატრისათვის“ Dario Fo
1998 ჟოზე სარამაგო
(დ. 1922 — გ. 2010)
დროშა: პორტუგალია პორტუგალია „მისი თანაგრძნობითა და ირონიით გამყარებული იგავის გამოყენება გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, თუ რა არის ილუზორული რეალობა“
1999 გიუნტერ გრასი
(დ. 1927 — გ. 2015)
დროშა: გერმანია გერმანია (დაბ. გდანსკი) „რადგან მან მხიარულ–შავ ფერებში გამოხატა მივიწყებული ისტორიის სახე“ Günter Grass
2000 გაო სინძიანი
(დ. 1940)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი (დაბ. განძოუ, ჩინეთი) „მისი უნივერსალური დიდსულოვნებით გამორჩეული ნაწარმოებისათვის, მწარე მიხვედრილობითა და ენობრივი გონებამახვილობით“ Gao Xingjian

2001–2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
2001 ვიდიადჰარ ნაიპოლი
(დ. 1932)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო (დაბ. ტრინიდადი) „მისი ნამუშევრებისათვის, რომლებიც ნათლად გასაგებ თხრობასა და უანგარო დაკვირვებას აერთიანებენ და ჩვენ გვაიძულბენ, აწმყო დავინახოთ ისტორიის ნაცვლად“
2002 იმრე კერტეში
(დ. 1929 — გ. 2016)
დროშა: უნგრეთი უნგრეთი „სამწერლობო ნამუშევრისათვის, რომელიც ერთეულთა მყიფე გამოცდილებას ამტკიცებს ისტორიული ბარბაროსული თვითნებობის საპირისპიროდ“ Imre Kertész
2003 ჯონ მაქსველ კუტზეე
(დ. 1940)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა „მრავალგვარ შესამოსელში წარმოაჩენს გარეშე პირთა მონაწილეობას“ J. M. Coetzee
2004 ელფრიდე იელინეკი
(დ. 1946)
დროშა: ავსტრია ავსტრია „ხმათა მუსიკალური მდინარისათვის რომანებსა და პიესებში, რითაც უნიკალური ენობრივი გატაცებით აღწერს სოციალური სტერეოტიპების აბსურდულობასა და მათ ძლიერ ზეგავლენას საზოგადოებაზე.“ Elfriede Jelinek
2005 ჰაროლდ პინტერი
(დ. 1930 — გ. 2008)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო „რომელიც თავის დრამებში წარმოაჩენს ყოველდღიური ჭორაობის ქვეშ არსებულ უფსკრულს და ჩაკეტილ ოთახში მიჩქმალულთ ააშკარავებს“ Harold Pinter
2006 ორჰან ფამუქი
(დ. 1952)
დროშა: თურქეთი თურქეთი „რომელმაც საკუთარი მშობლიური ქალაქი სტამბოლის მელანქოლიური სულის ძიებაში კულტურათა შეჯახებისა და ინტეგრაციის ახალი სიმბოლოები იპოვა“ Orhan Pamuk
2007 დორის ლესინგი
(დ. 1919 — გ. 2013)
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო (დაბ. ქირმანშაჰი, დროშა: ირანი ირანი, იმ დროს სპარსეთი) „ქალური გამოცდილების მქონე ეპიკოსი, რომელმაც სკეპტიციზმით, გატაცებითა და წარმოსახვითი სიძლიერით გამოსაცდელად მოამზადა დანაკუწებული ცივილიზაცია“ Doris Lessing
2008 ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
(დ. 1940)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი / მავრიკის დროშა მავრიკი „პოეტური თავგადასავლებისა და გონებრივი ექსტაზის ავტორს, მმართველი ცივილიზაციის შიგნითა და გარეთ ადამიანობის მკვლევარს“ Jean-Marie Gustave Le Clézio
2009 ჰერტა მიულერი
(დ. 1953)
დროშა: გერმანია გერმანია (დაბ. Nitzkydorf, ბანატი, დროშა: რუმინეთი რუმინეთი) „რომელიც პოეზიის გაძლიერებითა და პროზის ობიექტურობით გვიხატავს უსამშობლოობის სურათებს“ Herta Müller
2010 მარიო ვარგას ლიოსა
(დ. 1936)
დროშა: პერუ პერუ / დროშა: ესპანეთი ესპანეთი „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ Mario Vargas Llosa

2011–2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
2011 ტომას ტრანსტრიომერი
(დ. 1931— გ. 2015)
შვედეთის დროშა შვედეთი „რეალურობის ახლებური შეგრძნება მდიდარი, ნახევრად გამჭვირვალე სურათების მეშვეობით“[6]
2012 მო იენი
(დ. 1955)
ჩინეთის დროშა ჩინეთი ავტორი, რომელიც „ჰალუცინაციური რეალიზმის საშუალებით ხალხურ ზღაპრებს, ისტორიასა და თანამედროვეობას აერთიანებს“[7]
2013 ელის მანრო

(დ. 1941)

კანადის დროშა კანადა "თანამედროვე მოთხრობის ოსტატი"
2014 პატრიკ მოდიანო

(დ. 1945)

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი "ხელოვნების მეხსიერება, რომელიც მან გამოიწვია ყველაზე მესმის ადამიანის ბედი და აღმოჩენილი ცხოვრების სამყაროში საოკუპაციო"
2015 სვეტლანა ალექსიევიჩი

(დ. 1948)

ბელარუსის დროშა ბელარუსი "მისი პოლიფონიური ტექსტებისთვის, რომლებიც ჩვენი დროის განსაცდელისა და მხნეობის მონუმენტია“[8]
2016 ბობ დილანი

(დ. 1941)

აშშ-ის დროშა აშშ "ამერიკული ტრადიციული სიმღერის ფარგლებში ახალი პოეტური გამომსახველობითი ფორმების შექმნისთვის“[8]
2017 იშიგურო კაძუო

(დ. 1954)

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო „რომანებში შექმნილი მძაფრი ემოციური ფონისთვის, რომელსაც სამყაროსთან კავშირის ილუზიური გრძნობის მიღმა უფსკრულის გამოააშკარავება ქმნის“[9]

2018 ოლგა ტოკარჩუკი

(დ. 1962)

პოლონეთის დროშა პოლონეთი „თხრობითი წარმოსახვისთვის, რომელიც საზღვრების გადალახვას, როგორც ცხოვრების ფორმას, წარმოაჩენს“[10]

2019 პეტერ ჰანდკე

(დ. 1942)

ავსტრიის დროშა ავსტრია „გავლენიანი შემოქმედებისთვის, რომელიც ადამიანური გამოცდილების პერიფერიებსა და სპეციფიკას იკვლევს“[11]

2020 ლუიზა გლიუკი

(დ. 1943)

აშშ-ის დროშა აშშ „მისი შეუცდომელი პოეტური ენისთვის, რომელიც უნივერსალურს ხდის ინდივიდუალურ ეგზისტენციას“[12]

2021–დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი და გვარი ქვეყანა[1] მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის სურათი
2021 აბდულრაზაკ გურნა

(დ. 1948)

ტანზანიის დროშა ტანზანია „მისი უკომპრომისო და თანაგრძნობით განმსჭვალული თხრობისთვის, რომლითაც იგი კოლონიალიზმის შედეგებსა და კულტურებსა და კონტინენტებს შორის არსებულ უფსკრულში აღმოჩენილ ლტოლვილთა ხვედრს აღწერს“[13]
2022 ანი ერნო

(დ. 1940)

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი

1901–1910 · 1911–1920 · 1921–1930 · 1931–1940 · 1941–1950 · 1951–1960 · 1961–1970 · 1971–1980 · 1981–1990 · 1991–2000 · 2001–2010 · 2011–დღემდე


ლაურეატი ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sind bei einer Person zwei Länder angegeben, so zählt dies bei beiden Ländern als halber Punkt. (გერმანული)
If two countries are listed for one person, then this counts as one-half point for each country. (ინგლისური)

ქვეყანა ლაურეატთა რაოდენობა
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 13,5
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო 11
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 10,5
დროშა: გერმანია გერმანია 8
დროშა: შვედეთი შვედეთი 7
იტალიის დროშა იტალია 6
დროშა: ესპანეთი ესპანეთი 5,5
დროშა: პოლონეთი პოლონეთი 3,5
დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია 3
დროშა: ნორვეგია ნორვეგია 3
დროშა: სსრკ სსრკ 3
დროშა: დანია დანია 2
დროშა: შვეიცარია შვეიცარია 2
დროშა: ჩილე ჩილე 2
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 2
დროშა: იაპონია იაპონია 2
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 2
დროშა: ბელგია ბელგია 1
ინდოეთის დროშა ინდოეთი 1
დროშა: ფინეთი ფინეთი 1
ისლანდიის დროშა ისლანდია 1
დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 1
ისრაელის დროშა ისრაელი 1
დროშა: გვატემალა გვატემალა 1
დროშა: ავსტრალია ავსტრალია 1
დროშა: კოლუმბია კოლუმბია 1
დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 1
ნიგერიის დროშა ნიგერია 1
დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე 1
მექსიკის დროშა მექსიკა 1
სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია 1
დროშა: პორტუგალია პორტუგალია 1
დროშა: უნგრეთი უნგრეთი 1
დროშა: ავსტრია ავსტრია 1
დროშა: თურქეთი თურქეთი 1
ჩინეთის დროშა ჩინეთი 1
მავრიკის დროშა მავრიკი 0,5
დროშა: პერუ პერუ 0,5

ლაურეატთა ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენა ლაურეატთა რაოდენობა %
ინგლისური ენა 26 25.00
ფრანგული ენა 13 12.50
გერმანული ენა 13 12.50
ესპანური ენა 11 9.62
იტალიური ენა 6 5.77
შვედური ენა 6 5.77
რუსული ენა 5 4.81
პოლონური ენა 4 3.85
დანიური ენა 3 2.88
ნორვეგიული ენა 3 2.88
ბერძნული ენა 2 1.92
იაპონური ენა 2 1.92
არაბული ენა 1 0.96
ბენგალი 1 0.96
ჩინური ენა 1 0.96
ჩეხური ენა 1 0.96
ფინური ენა 1 0.96
ივრითი 1 0.96
თურქული ენა 1 0.96
უნგრული ენა 1 0.96
ისლანდიური ენა 1 0.96
ოქსიტანური ენა 1 0.96
პორტუგალიური ენა 1 0.96
სერბული ენა 1 0.96
იდიში 1 0.96

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 ქვეყანა nobelprize.org–ის მონაცემებით. ქვეყანა შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ეროვნებას.
  2. ნობელის ფონდის ოფიციალური მონაცემების მიხედვით. ასახულია მდგომარეობა პრემიის გაცემის მომენტში.
  3. როდესაც პასტერნაკი 1958 წელს ნობელის პრემიით უნდა დაეჯილდოვებინათ, მან დაადასტურა თავისი თანხმობა, თუმცა შემდეგ უარი თქვა საბჭოთა ხელისუფლების ძალდატანებით. შემდგომში მისმა ვაჟმა აიღო მამის კუთვნილი ნობელის პრემია სტოკჰოლმში, სპეციალურად მოწყობილ ცერემონიაზე.
  4. ჩვეულებრივ, ნობელის პრემიის ლაურეატთა ოფიციალურ სიაში ეთითება მათი დამადების ადგილი, თუკი იგი ლაურეატის წარმოდგენილ ქვეყანას არ ემთხვევა. ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია აკლია.
  5. ნობელის სიის მონაცემები. პოლონეთი მაშინ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არარსებობდა.
  6. Nobel Prize in Literature 2011. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 6 October 2011.
  7. Nobel Prize in Literature 2012. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 11 October 2012.
  8. 8.0 8.1 Nobel Prize in Literature 2016. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 13 October 2016
  9. The Nobel Prize in Literature 2017 – Press Release. Nobel Prize. ციტირების თარიღი: 5 October 2017
  10. Nobel Prize in Literature 2018. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2019-10-10
  11. The Nobel Prize in Literature 2019 en-US. ციტირების თარიღი: 2019-10-10
  12. The Nobel Prize in Literature 2020 en-US. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი 2020
  13. The Nobel Prize in Literature 2021 en-US. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი 2021