ნორფოლკი (კუნძული)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნორფოლკი
ინგლ. Norfolk Island
ნორფოლკი
თარგი:ქვეყნის მონაცემები ნორფოლკი
დევიზი: Inasmuch
ჰიმნი: Pitcairn Anthem
დედაქალაქი კინგსტონი (de jure)
ბიორნტ-პაინი (de facto)
29°02′ ს. გ. 167°57′ ა. გ. / 29.033° ს. გ. 167.950° ა. გ. / -29.033; 167.950
უდიდესი ქალაქი ბიორნტ-პაინი
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია ავსტრალიის საგარეო ტერიტორია
 -  დედოფალი ელისაბედ II
 -  პრემიერი კევინ რადი
ფართობი
 -  სულ 34,6 კმ2 (226)
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 2302 (223)
 -  სიმჭიდროვე 66,5 კაცი/კმ2 
ვალუტა ავსტრალიური დოლარი (AUD)
დროის სარტყელი UTC +11 სთ. 30 წთ
Internet TLD .nf
სატელეფონო კოდი +6723

www.norfolk.gov.nf

ნორფოლკი (ინგლ. Norfolk Island) — პატარა კუნძული წყნარ ოკეანეში. მდებარეობს ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ახალ კალედონიას შორის. ორ მეზობელ კუნძულთან ერთად, იგი ითვლება ავსტრალიის ერთ-ერთ გარე ტერიტორიად.

2011 წლის აღწერით, კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 2302 კაცს. სიმჭიდროვე — 66,5 ად/კმ², ხოლო ფართობი — 34,6 კმ².

გეოგრაფია[რედაქტირება]

ნორფოლკის რუკა

კუნძული ნორფოლკი მდებარეობს სამხრეთ წყნარ ოკეანეში, ავსტრალიის აღმოსავლეთით. ნორფოლკი — მთავარი კუნძულია კუნძულთა ჯგუფიდან, რომლებიც ერთობლივად შეადგენენ გარე ტერიტორიას. კუნძულის კოორდინატებია 29°02′ ს. გ. 167°57′ ა. გ. / 29.033° ს. გ. 167.950° ა. გ. / -29.033; 167.950. ფართობი — 34,6 კმ², სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 32 კმ. უმაღლესი წერტილი — მთა ბაიტესი (319 მ), მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით. კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია სახნავ-სათიბი სავარგულებით. 1913 წლიდან ავსტრალიის მფლობელობაშია გარე ტერიტორიის სტატუსით.

კუნძული ფილიპი — სიდიდით მეორეა და მდებარეობს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ნორფოლკიდან სამხრეთით, რომლის კოორდინატებია 29°07′ ს. გ. 167°57′ ა. გ. / 29.117° ს. გ. 167.950° ა. გ. / -29.117; 167.950.

კუნძულებზე მდებარეობს ნორფოლკის ეროვნული პარკი, რომელიც მოიცავს კუნძულ ნორფოლკის ტერიტორიის დაახლოებით 10 %, მთლიანად კუნძულებს ფილიპს და ნეპინს.

იმისდა მიუხედავად, რომ ტერიტორიის ცენტრია ქალაქი კინგსტონი, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დასახლება კუნძულზე არის ქალაქი ბიორნტ-პაინი, რომელიც მდებარეობს კუნძულის ცენტრში. აქ მდებარეობს მთავარი სავაჭრო ცენტრი, საფოსტო განყოფილება, სატელეფონო სადგური, ღვინის მაღაზია და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

კლიმატი[რედაქტირება]

კლიმატი სუბტროპიკულია, უმნიშვნელო სეზონური მერყეობით.

წლიური ამინდი — ნორფოლკის კუნძულები
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 24.4 (76) 24.8 (77) 24.1 (75) 22.6 (73) 20.8 (69) 19.2 (67) 18.3 (65) 18.2 (65) 18.9 (66) 20.1 (68) 21.6 (71) 23.3 (74) 21.3 (70)
საშუალო დაბალი °C (°F) 19.0 (66) 19.5 (67) 19.1 (66) 17.7 (64) 16.0 (61) 14.6 (58) 13.3 (56) 13.1 (56) 13.5 (56) 14.6 (58) 16.0 (61) 17.6 (64) 16.2 (61)
ნალექი მმ (დუიმი) 85.0 (3.3) 98.9 (3.9) 103.5 (4.1) 126.3 (5) 139.3 (5.5) 149.6 (5.9) 148.0 (5.8) 133.5 (5.3) 96.7 (3.8) 89.5 (3.5) 73.9 (2.9) 85.7 (3.4) 1,331.1 (52.4)
წყარო: [1]

ისტორია[რედაქტირება]

კუნძული აღმოაჩინა კაპიტანმა ჯეიმს კუკმა 1774 წელს. 1788 წლიდან კუნძული გამოიყენებოდა, როგორც დიდ ბრიტანეთში დაპატიმრებულთა გადასახლების ადგილი. 1814 წელს ციხე მიატოვეს და დაკეტეს, როგორც ძვირადღირებული, მაგრამ 1825 წელს იგი კვლავ აღადგინეს. 30 წელი ციხე გადაქცეული იყო მკაცრი რეჟიმის კოლონიად, სანამ იგი საბოლოოდ არ დაიკეტა და გაუქმდა 1854 წელს.

1856 წელს პიტკერნის კუნძულებიდან კუნძულ ნორფოლკზე გადმოასახლეს მოსახლეობის ნაწილი და შეიქმნა ადგილობრივი მმართველობა, რომელიც იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის კოლონია ახალი სამხრეთი უელსის გუბერნატორის კონტროლის ქვეშ.

1901 წელს კუნძული გახდა ავსტრალიის კავშირის ნაწილი.

1913 წელს ნორფოლკმა მიიღო ავსტრალიის «გარე ტერიტორიის» სტატუსი და მას მართავდა ადმინისტრატორი, რომელსაც ნიშნავდა ავსტრალიის მთავრობა.

ხელისუფლება და პოლიტიკა[რედაქტირება]

ნორფოლკის კუნძული ავსტრალიის ერთადერთი არამატერიკული თვითმართვადი ტერიტორიაა, თანახმად 1979 წელს ავსტრალიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონისა (Norfolk Island Act 1979).

ავსტრალიის მონარქია და ფედერალური მთავრობა კუნძულზე წარმოდგენილია ადმინისტრატორის მიერ (Administrator), რომელსაც ნიშნავს ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორი (Governor-General) ორი წლის ვადით.

საკანონმდებლო ასამბლეა (Legislative Assembly), შედგება ცხრა წევრისაგან და ირჩევა საყოველთაო არჩევნებით არაუმეტეს სამი წლის ვადით. ავსტრალიის პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა შესაძლებელია იმოქმედოს ნორფოლკის ტერიტორიაზე ან შეცვალოს მისი ნებისმიერი კანონი.

საკანონმდებლო ასამბლეის ყველა ცხრა ადგილი უკავია დამოუკიდებელ კანდიდატებს; 2007 წელს კუნძულზე სახელმწიფო მმართველობის სისტემის რეფორმისა და მათში პარტიული კანდიდატების ჩართვის მიზნით დაარსდა ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის ფილიალი.

საკანონმდებლო ასამბლეის ოთხი წევრისაგან შედგება აღმასრულებელი საბჭო (Executive Council), რომელიც განსაზღვრავს კუნძულის პოლიტიკას და აქვს კუნძულ ნორფოლკის ადმინისტრატორის კონსულტატიური ორგანოს ხარისხი.

დღეისათვის კუნძულის აღმასრულებელი საბჭო შედგება მთავარი მინისტრისაგან (Chief Minister), ტურიზმის, მრეწველობის და განვითარების, ფინანსთა, საზოგადოებრივი სამსახურის მინისტრებისაგან და გენერალური პროკურორისაგან.

ნორფოლკის კუნძულს საზღვარგარეთ არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, არ არის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, გარდა სპორტული ორგანიზაციებისა.

2010 წელს კუნძულ ნორფოლკის მთავარმა მინისტრმა დევიდ ბაფეტმა განაცხადა, რომ კუნძული მზადაა თავისივე ნებით დათმოს თვითმმართველობის სტატუსი, მნიშვნელოვანი ვალების დასაფარად ავსტრალიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ.

კუნძულზე მოქმედებს ნორფოლკის კუნძულის უმაღლესი სასამართლო (Supreme Court of Norfolk Island).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ნორფოლკის მოსახლეობა შეადგენს 2302 კაცს[2] (2011). აქედან 1082 მამრობითი და 1220 მდედრობითი სქესისაა (აღწერა 2011 წ.).

მოსახლეობის 16 % 15 წლამდე ასაკისაა, 54 % — 15-64 წლამდე, ხოლო 24 % — 65 წელზე მეტი.

კუნძულის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი — პიტკერნის კუნძულებიდან გადმოსახლებულთა შთამომავალია, ანგლო-პოლინეზიელი მეტისები. დანარჩენი — თეთრკანიანი ავსტრალიელები, ახალზელანდიელები, ინგლისელები, 5 % — ფიჯიდან, ფილიპინებიდან და ვანუატუდან წამოსულები.

რელიგია: ანგლიკანები — 34 %, ავსტრალიის გაერთიანებული ეკლესია — 13 %, კათოლიკები — 12 %, მეშვიდე დღის ადვენტისტები — 3 %, სხვა რელიგია — 9 %, ათეისტები — 24 %, გაურკვეველნი — 7 % (აღწერა 2011 წელი)[2].

კუნძულელები, ძირითადად ლაპარაკობენ ინგლისურად, გამოიყენება ასევე კრეოლური ენა, რომელსაც იცნობენ როგორც ნორფოლკურს. იგი წარმოქმნილია 1700-ან წლებში, როგორც ინგლისურის და ტაიტურის ნაჯვარი. 2005 წელს ნორფოლკურმა ენამ მიიღო ნორფოლკის ოფიციალური ენის სტატუსი.

კუნძულის მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმუმი აღინიშნა 2001 წელს — 2601 კაცი. მომდევნო წლებში მოსახლეობა რიცხობრივად კლებულობდა და ბერდებოდა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ნორფოლკის ეკონომიკის საფუძველია ტურისტების მომსახურება. ამასთან ერთად, შემოსავალს იძლევა კუნძულის საფოსტო მარკების გამოშვება და არაუკარიის (ლათ. Araucaria heterophylla) და ფორსტერის ჰოვეას (Howea forsteriana) თესლის გაყიდვა. ნორფოლკის სოფლის მეურნეობა (ხორცეულის, მარცვლეულის, ბოსტნეულის და ხილის წარმოება) და თევზჭერა, პრაქტიკულად უზრუნველყოფენ კუნძულის მოსახლეობის მოთხოვნილებებს.

ნორფოლკის კუნძულის მოსახლეობა არ იხდიან ავსტრალიურ ფედერალურ გადასახადებს, არ არსებობს მოგების გადასახადი. კუნძულის საკანონმდებლო ასამბლეა აწარმოებს გადასახადების ამოღებას იმპორტზე, საწვავზე, სატელეფონო საუბრებზე. მაუწყებლობს ერთი ტელეარხი ადგილობრივი პროგრამით — «ნორფოლკ ტვ».

ტურისტებს, ძირითადად ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, (ყოველწლიურად 30-დან 40 ათასი ად.) იზიდავს კუნძულის უნიკალური ბუნება: ეროვნული პარკი იშვიათი მცენარეულობით, ბევრი ღირსშესანიშნავი უბეები მდიდარი წყალქვეშა სამყაროთი, რბილი კლიმატი, ასევე შედარებით იაფი ფასები მომსახურეობაზე, სამრეწველო საქონელზე და სპირტიან სასმელებზე.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

კუნძულზე არ არსებობს რკინიგზები, ავტომაგისტრალები და პორტები. «ნორფოლკის კუნძულის აეროპორტი» — ერთადერთი აეროპორტია კუნძულზე. მანძილი ოკლენდამდე (ახალი ზელანდია) — 1000 კმ-ია, ბრისბენამდე (ავსტრალია) — 1500 კმ. საავტომობილო გზების სიგრძე მაგარი საფარით — დაახლოებით 80 კმ.

ფოტო გალერეა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Climate statistics for Norfolk Island. WorldClimat.
  2. 2.0 2.1 Norfolk Island Census of Population and Housing: Census Description, Analysis and Basic Tables (09. 08. 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 17. 10. 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 03. 03. 2012.