იელის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იელის უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1701
ტიპი კერძო
პრეზიდენტი რიჩარდ ლევინი
მდებარეობა ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტი, აშშ
ფერები იელის ლურჯი
Official Yale Shield.png

იელის უნივერსიტეტი (Yale University) — კერძო უნივერსიტეტი ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი. დაარსდა 1701 წელს როგორც კოლეგიატის სკოლა, აივი-ლიგის წევრია და სიძველით მესამე უმაღლესი განათლების კერაა აშშ-ში. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაკალავრო სკოლა, იელის კოლეჯი და იელის იურიდიული ფაკულტეტი, ორივე მათგანს აღზრდილი ჰყავს რამდენიმე აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები. 1861 წელს იელის ხელოვნებათა და მეცნიერებათა პოსტსაბაკალავრო სკოლამ პირველი ფილოსოფიის დოქტორის დიპლომი გასცა აშშ-ში. ასევე გამოირჩევა იელის დრამატული სკოლა, რომელმაც მარავალი ჰოლივუდის და ბროდვეის გამოჩენილი მსახიობი აღზარდა. იელის ხელოვნების, მუსიკის, სამედიცინო და არქიტექტურის სკოლები ამ სფეროებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ქვეყანაში.