ჯილონგი
|
ქალაქი
ჯილონგი
Geelong
|
ჯილონგი (ინგლ. Geelong) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში. 2006 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 160 991 ადამიანს. ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ქალაქ ჯილონგს 12-ე ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 165.3 ადამიანს. ფართობი 1240 კმ². ჯილონგი 75 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნს. ჯილონგის ირგვლივ შექმნილია აგლომერაცია, რომლის შემადგენლობაშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი. ჯილონგი დაარსდა 1836 წელს. გაშენებულია პორტ-ფილიპის ყურის სანაპიროზე, ჯილონგში ჩამოედინება მდინარე ბარვონი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 552.7 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Official Geelong Government Site
- Official Website of the Geelong Otway Tourism Region of the Great Ocean Road
|
|||||