ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობა
ჩამორო: Sankattan Siha Na Islas Mariånas
ინგლ. Commonwealth of the Northern Mariana Islands
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების
ჰიმნი: Gi Talo Gi Halom Tasi
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
საიპანი
7°07′ ს. გ. 171°04′ ა. გ. / 7.117° ს. გ. 171.067° ა. გ. / -7.117; 171.067
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ბარაკ ობამა
 -  მმართველი ელოი ინოსი
ფართობი
 -  სულ 463,63 კმ2 (195-ე)
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 53 883 (198-ე)
 -  სიმჭიდროვე 116,22 კაცი/კმ2 
აგი  0.000 
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი UTC +10სთ.
Internet TLD .mp
სატელეფონო კოდი 670

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობა (ჩამორო: Sankattan Siha Na Islas Mariånas, ინგლ. Commonwealth of the Northern Mariana Islands) — ორგანიზებული და შეუერთებელი სტატუსის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფლად ასოცირებული ტერიტორია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე მარიანას არქიპელაგზე. ესაზღვრება კუნძულ გუამს (აშშ) და კაროლინის კუნძულებს (მიკრონეზიის ფედერაციული შტატები). იგი შედგება თხუთმეტი კუნძულისაგან. ამ ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 463,63 კმ²-ს.

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 53 883 ადამიანს[1] (2010). 2000 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 69 221 ადამიანი.[2] მოსახლეობის 90 % ცხოვრობს კუნძულ საიპანზე. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აგრეთვე ცხოვრობს ორ კუნძულზე, ტინიანზე და როტაზე. დანარჩენი კუნძულები დაუსახლებელია.

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია — საიპანი. აღმსარებლობის მხრივ მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიციზმის მიმდევარია.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების რუკა.

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები — ეს არის ვულკანური ქედებისაგან ჩამონაშალი მაღლობები. ისინი საკმაოდ მაღლებია, ასე რომ, ყველაზე მაღალი წერტილი მარიანას კუნძულების კუნძულ აგრიხანზე აღწევს 965 მეტრს. ამ კუნძულზე და კუნძულ პაგანზე არის მოქმედი ვულკანები.

კლიმატი ტროპიკულია, პასატურ-მუსონური ტიპის. ტემპერატურის სეზონური ცვალებადობა უმნიშვნელოა. თვის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე არის 24—29 °С. მშრალი სეზონია დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით, წვიმიანი სეზონი კი ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით. აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით მოქმედებენ ტაიფუნები.

კუნძულები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2010)
უმაღლესი წერტილი,
პიკი კოორდინატები
ჩრდილოეთ კუნძულები
1 ფარალიონ-დე-პახაროსი (Urracas) 2,55 319 20°33′ ჩ. გ. 144°54′ ა. გ. / 20.550° ჩ. გ. 144.900° ა. გ. / 20.550; 144.900
2 მაუგი 2,13 227 (ჩრდილოეთი კუნძული) 20°02′ ჩ. გ. 145°19′ ა. გ. / 20.033° ჩ. გ. 145.317° ა. გ. / 20.033; 145.317
3 ასუნსიონი 7,31 891 19°43′ ჩ. გ. 145°41′ ა. გ. / 19.717° ჩ. გ. 145.683° ა. გ. / 19.717; 145.683
4 აგრიხანი (Agrigan) 43,51 965 მთა აგრიხანი 18°46′ ჩ. გ. 145°40′ ა. გ. / 18.767° ჩ. გ. 145.667° ა. გ. / 18.767; 145.667
5 პაგანი 47,24 579 მთა პაგანი 18°08′36″ ჩ. გ. 145°47′39″ ა. გ. / 18.14333° ჩ. გ. 145.79417° ა. გ. / 18.14333; 145.79417
6 ალამაგანი 11,11 744 ალამაგანი 17°35′ ჩ. გ. 145°50′ ა. გ. / 17.583° ჩ. გ. 145.833° ა. გ. / 17.583; 145.833
7 გუგუანი 3,87 301 17°20′ ჩ. გ. 145°51′ ა. გ. / 17.333° ჩ. გ. 145.850° ა. გ. / 17.333; 145.850
8 ბანკა (bank) ზელანდია >0 >0 16°45′ ჩ. გ. 145°42′ ა. გ. / 16.750° ჩ. გ. 145.700° ა. გ. / 16.750; 145.700
9 სარიგანი 4,97 549 16°43′ ჩ. გ. 145°47′ ა. გ. / 16.717° ჩ. გ. 145.783° ა. გ. / 16.717; 145.783
10 ანატაჰანი 31,21 787 16°22′ ჩ. გ. 145°40′ ა. გ. / 16.367° ჩ. გ. 145.667° ა. გ. / 16.367; 145.667
11 ფარალიონ-დე-მედინილია 0,85 81 16°01′ ჩ. გ. 146°04′ ა. გ. / 16.017° ჩ. გ. 146.067° ა. გ. / 16.017; 146.067
სამხრეთი კუნძულები
12 საიპანი 115,38 48 220 474 მთა ტაპოჩაუ 15°11′06″ ჩ. გ. 145°44′28″ ა. გ. / 15.18500° ჩ. გ. 145.74111° ა. გ. / 15.18500; 145.74111
13 ტინიანი 101,01 3136 170 კასტიუ (Lasso Hill) 14°57′12″ ჩ. გ. 145°38′54″ ა. გ. / 14.95333° ჩ. გ. 145.64833° ა. გ. / 14.95333; 145.64833
14 აგიხანი (Agiguan) 7,10 157 ალუტომი 14°42′ ჩ. გ. 145°18′ ა. გ. / 14.700° ჩ. გ. 145.300° ა. გ. / 14.700; 145.300
15 როტა 85,39 2527 491 მთა მანირა 14°08′37″ ჩ. გ. 145°11′08″ ა. გ. / 14.14361° ჩ. გ. 145.18556° ა. გ. / 14.14361; 145.18556
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები 463,63 53 883 965 მთა აგრიხანი 14°08' 20°33’N,
144°54° 146°04’E

ისტორია[რედაქტირება]

მარიანას კუნძულები აღმოჩენილ იქნა მაგელანის ექსპედიციის მიერ 1521 წლის 6 მარტს. იქ პირველყოფილი საზოგადოების სტადიაში მყოფმა აბორიგენმა ჩამოროს ტომის ხალხმა ესპანელებს მოპარეს ნავი, რის გამოც მაგელანმა ამ კუნძულებს დაარქვა ქურდების კუნძული (Las Islas de los Ladrones).

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა კუნძულები ჯერ კიდევ XVI საუკუნეში თავის საკუთრებად გამოაცხადა, პრაქტიკულად მათზე სრული კონტროლის დაწესება ესპანელებმა დაიწყეს მხოლოდ 1668 წელს. იქ გადასხდნენ ესპანელი იეზუიტი ბერები, რომლებმაც შეუცვალეს მას სახელი და ესპანეთის დედოფლის მარიანა ავსტრიელის საპატივცემულოდ უწოდეს მარიანას კუნძულები («Las Islas Marianas», ან «Las Marianas»). მათ დაიწყეს აბორიგენი მოსახლეობის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა. ამან გამოიწვია მათი გააფთრებული წინააღმდეგობა, რის შედეგადაც კუნძულებზე ესპანელმა ჯარისკაცებმა ბერების მოწინააღმდეგე თითქმის ყველა მამაკაცი ამოწყვიტეს. შემდგომ წლებში მოსახლეობის რიცხვი კვლავ იზრდებოდა აბორიგენი ქალების შვილებისაგან, ესპანელ ჯარისკაცებთან და ბერებთან მათი კავშირის გამო.

ესპანელმა კოლონიზატორებმა პრაქტიკულად არ აითვისეს კუნძულები, XIX საუკუნის ბოლოს წყნარი ოკეანის ტერიტორიებით ძლიერ დაინტერესდა გერმანია. საბოლოოდ 1899 წლის 12 თებერვლის შეთანხმებით გერმანიამ ესპანეთისგან იყიდა მარიანას კუნძულები, რაშიც გადაიხადა $4,5 მილიონის ეკვივალენტური თანხა (აშშ-ს მიერ ანექსირებული ყველაზე დიდ და მარიანას არქიპელაგის ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულ გუამის გარდა).

გერმანელებმა კუნძულებზე დაიწყეს პლანტაციების შექმნა, მაგრამ მათი იქ ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა. პირველი მსოფლიო ომის დროს — მარიანას კუნძულები (ასევე 1899 წელს გერმანიის მიერ ესპანეთისაგან ნაყიდი კაროლინისა და მარშალის კუნძულები) ოკუპირებული იქნა იაპონიის მიერ, რომელმაც ვერსალის ხელშეკრულებით მიიღო იგი ერთა ლიგის მანდატის საფუძველზე.

იაპონელები კუნძულებზე აქტიურად ანვითარებდნენ შაქრის ლერწმის პლანტაციებს, ასევე ქოქოსის პალმის, თამბაქოს და ციტრუსების წარმოებას და ახორციელებდნენ კუნძულებზე იაპონელთა ჩასახლების მიზანმიმართულ პოლიტიკას. გარდა ამისა ისინი იძულებით ატარებდნენ აბორიგენელების ასიმილირებას (მათ შორის აბორიგენელების იაპონელ დასახლებულებთან ძალდატანებითი შეჯვარების გზით).

მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ამერიკის საჯარისო ნაწილებმა მარიანას ოპერაციის დროს დაიკავეს მარიანას და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულები, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ იაპონელი ჩასახლებულები დეპორტირებული იქნენ იაპონიაში. 1947 წელს კაროლინის, მარიანას და მარშალის კუნძულები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით გადაეცა აშშ-ს მეთვალყურეობის ქვეშ.

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობა შეიქმნა 1976 წელს წყნარი ოკეანის სამეთვალყურეო ტერიტორიის დაყოფის პროცესში. კაროლინის და მარშალის კუნძულებისაგან განსხვავებით, მარიანას კუნძულებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე და უპირატესობა მიანიჭეს მხოლოდ შიდა თვითმმართველობას.

1978 წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობის კონსტიტუცია.

1986 წლის 4 ნოემბერს ძალაში შევიდა საბოლოო შეთანხმება ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების აშშ-სთან პოლიტიკური კავშირის შესახებ.

2007—2008 წლებში ძალაში შევიდა ცვლილებები ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებსა და აშშ-ს შორის დადებულ შეთანხმებაში პოლიტიკური კავშირის შესახებ, რომელმაც დაუახლოა თანამეგობრობის კანონები აშშ-ს მოთხოვნებს, მათ შორის მინიმალური ხელფასის აშშ-ში დადგენილ დონესთან თანდათანობით მომატების, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დელეგატის არჩევის და საემიგრაციო კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ (ბოლო ცვლილებები შევიდა მოქმედებაში 2009 წლის 28 ნოემბერს)[3].

პოლიტიკური მოწყობა[რედაქტირება]

თანამეგობრობა შიდა თვითმმართველობით. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა ითვლება აშშ-ის მოქალაქეებად, მაგრამ არა აქვთ ხმის მიცემის უფლება აშშ-ის პრეზიდენტის, აშშ-ის სენატის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნების დროს.

აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია — გუბერნატორი, რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ 4 წლიანი ვადით.

ადგილობრივი ხელისუფლება შედგება 10 დეპარტამენტის დირექტორებისაგან (სამინისტროები), რომელსაც ნიშნავს გუბერნატორი.

საკანონმდებლო ხელისუფლება — ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება სენატისაგან (9 წევრი, არჩეული 4 წლის ვადით) და წარმომადგენელთა პალატისაგან (20 წევრი, არჩეული 2 წლის ვადით).

2009 წლის იანვრიდან ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობა წარდგენილია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში თავისი დელეგატით ხმის უფლების გარეშე, იმის შესაძლებლობით, რომ მონაწილეობა მიიღოს კონგრესის კომიტეტების მუშაობაში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ადმინისტრაციული რუკა.

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები იყოფა 4 მუნიციპალიტეტად:

მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად.
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ჩრდილოეთის კუნძულები 154,75  —
2 საიპანი კაპიტალ-ჰილი 115,38 48 220 417,92
3 ტინიანი სან-ხოსე 108,11 3136 29,01
4 როტა სონგსონგი 85,39 2527 29,59
სულ 463,63 53 883 116,22

მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობა — 53 883 ადამიანი (2010 წლის აღწერა), აქედან: კაცები — 27 746, ქალები — 26 137. შეფარდება: 106,2 კაცი 100 ქალზე.[1].

ასაკობრივი სტრუქტურა 2010 წლისათვის: 14 წლამდე — 26,7 % (14 361 ადამიანი, აქედან: კაცები — 7404; ქალები — 6957); 15-დან 64 წლამდე — 70,4 % (37 956 ადამიანი, აქედან: კაცები — 19 507; ქალები — 18 449); 65 წელზე უფროსი — 2,9 % (1566 ადამიანი, აქედან: კაცები — 835; ქალები — 731)[1].

მოსახლეობის საშუალო ასაკი 2010 წლისათვის: სულ — 33,4 წელი (აქედან: კაცები — 34,4 წელი; ქალები — 32,5 წელი)[1].

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 74 წელი კაცებისთვის, 79 წელი ქალებისთვის (2009 წლის შეფასებით).

წლიური ზრდა — 2,3 % (2009 წლის შეფასებით).

შობადობა — 19 ბავშვი 1000 ადამიანზე (2009 წლის შეფასებით).

სიკვდილიანობა — 2,3 ადამიანი 1000-ზე (2009 წლის შეფასებით).

ბავშვთა სიკვდილიანობა — 6,7 ბავშვი 1000 ადამიანზე (2009 წლის შეფასებით).

იმიგრაცია — 7 ადამიანი 1000-ზე (2009 წლის შეფასებით).

განათლება — 97 %. (2009 წლის შეფასებით).

ეთნიკური შემადგენლობა: ჩამორო — 23,9 % (12 902 ად.), კაროლინელები — 4,6 % (2461 ად.), ჩუუკელები — 2,3 % (1242 ად.), პალაუელები — 2,2 % (1169 ად.), ოკეანეთის სხვა ხალხი — 1,9 % (1026 ად.), ფილიპინელები — 35,3 % (19 017 ად.), ჩინელები — 6,8 % (3659 ად.), კორეელები — 4,2 % (2253 ად.), სხვა აზიელები — 3,7 % (1979 ად.), შერეული წარმოშობის — 12,7 % (6832 ად.), თეთრკანიანები — 2,1 % (1117 ად.), სხვები — 0,4 % (226 ად.) (აღწერა 2010 წელი[1]).

ენები: ჩამორო — 24,1 %, კაროლინური — 5,0 %, ფილიპინური ენები — 32,8 %, ჩინური — 6,8 %, კორეული — 4,7 %, ინგლისური — 17,0 %, ოკეანეთის ხალხთა ენები — 5,1 %, სხვა ენები — 4,5 % (აღწერა 2010 წელი[1]).

ეკონომიკა[რედაქტირება]

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ეკონომიკის საფუძველია — ტურიზმი (ნახევარ მილიონამდე ტურისტი წელიწადში, ძირითადად იაპონიიდან). ტურისტების მომსახურების სფეროში დასაქმებულია ბევრი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომუშავე (ფილიპინელები, ჩინელები და სხვა).

სოფლის მეურნეობა ვერ უზრუნველყოფს შიდა მოთხოვნებს. მოყავთ ქოქოსი, ბოსტნეული, ხილი. მცირე მასშტაბით განვითარებულია — მეცხოველეობა და მეთევზეობა.

ექსპორტი პრაქტიკულად არ არსებობს, იმპორტი — საკვები, სამრეწველო საქონელი, საწვავი და სხვა.

არსებითი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ დოტაციებს აშშ-დან.

ფულის ერთეული — ამერიკული დოლარი.

კულტურა[რედაქტირება]

მარიანას კუნძულებზე ადრინდელი აბორიგენული კულტურა დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, მისგან შემორჩა მხოლოდ ცალკეული, ძნელად შესამჩნევი კვალი. მისი ადგილი დაიკავა ეგრეთ წოდებულმა ესპანური კოლონიალური კულტურის ერთ-ერთმა ვარიანტმა. მასზე გავლენა მოახდინა ათწლეულების განმავლობაში გერმანელების, შემდეგ იაპონელების და ბოლოს ამერიკელების ბატონობამ.

ჩამოროს ხალხი უკვე დიდი ხანია იცვამს ევროპული ტიპის ტანსაცმელს, სუსტად შემორჩა ტრადიციული ელემენტები საკვებში, ყოველდღიურობაში, საცხოვრებელ სახლებში. აბორიგენების ძველ სოციალურ წეს-ჩვეულებებს გვახსენებს მხოლოდ ქალების შედარებით მაღალი მდგომარეობა (მატრიარქალური ტრადიციების კვალი). ძველი რელიგიური აღმსარებლობა არ შემორჩა. თანამედროვე ჩამოროს ხალხის დიდი უმრავლესობა კათოლიკეა.

მაგრამ მიუხედავად კულტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, მარიანას კუნძულების თანამედროვე მეტისმა მოსახლეობამ შედარებითი სიწმინდით შეინარჩუნა თავისი ოკეანელი წინაპრების ენა.

სქოლიო[რედაქტირება]