ნატალი იმბრულია
| ნატალი იმბრულია | ||
|---|---|---|
ნატალი იმბრულია კანების კინოფესტივალზე, 2008 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | ნატალი ჯეინ იმბრულია | |
| დაიბადა | 4 თებერვალი, 1975 | |
| წარმოშობის ადგილი | ცენტრალური ნაპირი, ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია | |
| ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა, ალტერნატიული როკი | |
| საქმიანობა | მომღერალი, ფოტომოდელი, მსახიობი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი | |
| აქტიური | 1991–დღემდე (მსახიობი) 1997–დღემდე (მომღერალი) |
|
| ლეიბლ(ებ)ი | RCA / BMG (1997–2004) Brightside / Sony BMG (2004–2008) Malabar / Island (2009–2010) |
|
| საიტი | ოფიციალური საიტი | |
ნატალი ჯეინ იმბრულია (დ. 1975 წლის 4 თებერვალს) — ავსტრალიელი მომღერალი, ფოტომოდელი და მსახიობი.
1990-იანი წლების დასაწყისში იმბრულია ცნობილი გახდა ბეთ ბრენანის როლით ავსტრალიურ სერიალში მეზობლები. სამი წლის შემდეგ მან დატოვა ეს გადაცემა. დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა, რომელმაც წარმატება იქონია პირველივე მცდელობით, სინგლით "Torn" (1997). იგი მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. მოგვიანებით გამოცემული ორი ალბომი White Lilies Island (2001) და Counting Down the Days (2005) ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე 1997 წლის Left Of The Middle. თუმცა ამავე დროს Counting Down the Days ნატალის კარიერაში ბრიტანეთში ჩარტის სათავეებში მოხვედრილ რიგით პირველ ალბომად იქცა.
მეოთხე სტუდიური ალბომი Come to Life ნატალიმ 2009 წლის 2 ოქტომბერს გამოსცა. ამ ჩანაწერით განსაკუთრებულ დაინტერესებას ადგილი არ ჰქონია. ბრიტანეთში დისკი არ გამოცემულა. ამასთან, ნატალი შოუს The X Factor ავსტრალიურ ვერსიაში ჟიურის წევრად დაინიშნა.
ნატალი ცნობილია ორი კინოროლითაც. ესენია 2003 წლის ჯონი ინგლიში (ლორნა კემპბელი) და 2009 წლის საზამთროდ დახურულია (ელის სილვერსტონი).
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- Left of the Middle (1997)
- White Lilies Island (2001)
- Counting Down the Days (2005)
- Come to Life (2009)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- Natalie Imbruglia Online
- Natalie Imbruglia — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
სტატიის