ტუვუმბა
|
ქალაქი
ტუვუმბა
Toowoomba
|
ტუვუმბა — ქალაქი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2006 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა შეადგენს 125,339 კაცს[1], ქვეყნის ქალაქებს შორის მოსახლებობის მხრივ ამ დასახლებას 15–ე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 209.4 კაცს. ტუვუმბადან 132 კილომეტრში მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ბრისბენი[2] . ამ ტერიტორიაზე დასახლება შეიქმნა 1840 წელს, ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1940 წელს.
ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 691 მეტრზე.[3]. კლიმატის თვალსაზრისით აქ ყველაზე ცხელი თვეებია: იანვარი და თებერვალი[4], ხოლო ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 944 მმ-ს.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
ვანგანუი, ახალი ზელანდია
ტაკაცუკი, იაპონია - 1991 წლიდან
ფხაჟუ, სამხრეთ კორეა
ბაუანი, ბატანგასი, ფილიპინები
ბატერსია, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Toowoomba Regional Council
- The Chronicle - Daily newspaper for Toowoomba and surrounding regions
- Toowoomba Tourist Information
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 3218.0 Population Estimates by Statistical District, 2001 to 2009. 3218.0 - Regional Population Growth, Australia, 2008-09. ABS (30 March 2010).
- ↑ Toowomba's home page. web page. toowoomba.org (13 June 2010). წაკითხვის თარიღი: 10 August 2010.
- ↑ Toowomba. Climate Averages for Australian Sites. Bureau of Meteorology. წაკითხვის თარიღი: 2008-09-25.
- ↑ Climate statistics for Australian locations. Bureau of Meteorology. წაკითხვის თარიღი: 24 September 2010.
|
|||||