ეირის ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეირის ტბა
ეირის ტბის სატელიტური სურათი
ეირის ტბის სატელიტური სურათი
კოორდინატები: 28°22′00″ ს. გ. 137°22′00″ ა. გ. / 28.36667° ს. გ. 137.36667° ა. გ. / -28.36667; 137.36667
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ფართობი 9,500 კმ²

ეირის ტბა მდებარეობა ავსტრალია

Blue pog.svg

ეირის ტბა, კატი-თანდა (ინგლ. Kati Thanda-Lake Eyre; ადრე ინგლ. Lake Eyre) — შრობადი ტბა ავსტრალიაში. მდებარეობს სამხრეთ ავსტრალიის შტატში. წარმოადგენს ავსტრალიის უდიდეს გაუდინარ მლაშე ტბას. მოქცეულია დიდი არტეზიული აუზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დეპრესიაში, ზღვის დონიდან –9-დან –15 მ-ით დაბლა. ზედაპირის ფართობი 9500 კმ². შედგება ჩრდილო და სამხრეთი ნაწილისაგან; პირველის სიგრძე 144 კმ-ია, სიგანე 65 კმ. ვიწრო გოიდერის არხით შეერთებულია ეირის ტბის სამხრეთ ნაწილთან, რომლის სიგრძეა დაახლოებით 65 კმ, სიგანე 24 კმ. მშრალ სეზონში დეპრესიაში მაინც რჩება წყალი. იკვებება პერიოდული მდინარეების წყლებით, რომლებიც ტბამდე მხოლოდ წყალმოვარდნის პერიოდში აღწევენ. ტბის ქვაბული წყლით მაქსიმალურად ივსება საშუალოდ, საუკუნეში 2-ჯერ, ცალკეულ წლებში შრება. ტბის სამხრეთ ნაწილში ჩამოყალიბებულია მარილის მთლიანი ქერქი, რომლის სისქე 46 სმ აღწევს.

სახელი ეწოდა ინგლისელი მოგზაურის ედვარდ ჯონ ეირის პატივსაცემად, რომელმაც 1840 წელს აღმოაჩინა ტბა.

1964 წელს ბრიტანელმა ავტომრბოლელმა დონალდ კემპბელმა ტბის რაიონში დაამყარა საავტომობილო სიჩქარის რეკორდი: Bluebird-Proteus CN7-ით განავითარა — 644 კმ/სთ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]