ჯეიმზ კუკი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპიტან კუკის პორტრეტი

კაპიტანი ჯეიმზ კუკი (27 ოქტომბერი, 172814 თებერვალი, 1779) ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა დღიური მუშის ოჯახში. 1746 წლიდან მუშაობდა სავაჭრო გემზე. 1755 წელს გადავიდა სამხედრო ფლოტში. 1764-67 წლებში აგეგმა კუნძული ნიუფაუნდლენდის და იუკატანის ნახევარკუნძულის ნაპირები. 1768-71 წლებში ხელმძღვანელობდა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობას. ჰორნის კონცხს რომ შემოუარა კუკი მივიდა კუნძულ ტაიტაზე, 1769 წელს პირველად გამოსახა რუკაზე მისი ახლო მდებარე კუნძულები და საზოგადოების კუნძულები დაარვა. 1769-70 წლებში შემოუარა ახალ ზელანდიას, აღმოაჩინა სრუტე ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებს შორის. დიდი ბარიერული რიფი და ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპირო,რომელიც ბრიტანულ სამფლობელოდ გამოაცხადა. ტორესის სრუტით გაემართა დასავლეთით, იავისკენ, და კეთილი იმედის კონცხის შემოვლით 1771 წელს დაბრუნდა ინგლისში. 1772-75 წლებში გემ ,,რეზოლიუშენით” კუკმა მეორედ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ . 1773 წელს პირველად გადალახა სამხრეთ პოლარული წრე. ამ წელს მან კიდევ ორჯერ იმოგზაურა სამხრეთში. მაგრამ ხმელეთი ვერ ნახა, მეორე მოგზაურობის დროს კუკმა წყნარ ოკეანეში აღმოაჩინა 2 ატოლი ტუამოტოს არქიპელაგში, ატოლი ჰერვი და კუნძული პალმერსტონი კუკის კუნძულთა ჯგუფში, ახალი ჰებრიდის კუნძულების სამხრეთი ჯგუფი, კუნძულები ახალი კალედონია და ნორფოკი, ატლანტიკის ოკეანეში კი - კუნძული სამხრეთ გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები 1776 წელს კუკი დაინიშნა ექსპედიციის უფროსად გემებზე ,,რეზოლიუშენსა” და ,,დისკოვერიზე”. 1777 წელს კუკმა აღმოაჩინა 3 ატოლი კუკის კუნძულთა რკალში, ჰაპაის კუნძულები ტონგის ჯგუფში, კუნძული ტუბუაი და შობის კუნძული ლაინის არქიპელაგში. 1778 წელს აღმოაჩინა ჰავაის კუნძულების სამხრეთ და ღმოსავლეთ ნაწილი გამოიკვლია და რუკაზე გამოსახა ამერიკის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო.


ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები