ავსტრალიის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავსტრალიის ისტორია
ავსტრალიის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ქრონოლოგიურად
ავსტრალიის პრეისტორია
1606–1787
1788–1850
1851–1900
1901–1945
1945 წლიდან
ქრონოლოგია
აქტუალური
მონარქია · გამოკვლევა
კონსტიტუცია · ფედერაცია
ეკონომიკა · რკინიგზა
ადგილობრივი მკვიდრები · იმიგრაცია
დიპლომატიური · შეიარაღებული ძალები
შტატები, ტერიტორიები და ქალაქები
ახალი სამხრეთ უელსი · სიდნეი · ნიუკასლი
ვიქტორია · მელბურნი
კვისლენდი · ბრიზბენი
დასავლეთ ავსტრალია · პერტი
სამხრეთ ავსტრალია · ადელაიდა
ტასმანია · ჰობარტი
ფედერალური ტერიტორია · კანბერა
ჩრდილოეთ ტერიტორიის ისტორია · დარვინი

 
  •  •  


ავსტრალიაში ადამიანის დასახლება დაახლ. 42,000-48,000 წლების წინ დაიწყო[1]. პირველ ავსტრალიელებს შეიძლება ყოლოდათ თანამედროვე ავსტრალიელი აბორიგენების წინაპრები. ისინი შეიძლება ჩამოვიდნენ კონტინენტზე მიწის ხიდებისა და მოკლე ზღვის გადაჭრით იქიდან, სადაც დღესდღეობით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ამ ხალხის უმეტესი ნაწილი იყვნენ მონადირეები და მიწათმოქმედები. ტორესის სრუტის კუნძულებზე მცხოვრებლები ძირითადად მისდევდნენ მებაღეობას და მონადირეობას.

ლეიტენანტი კუკის გემის რეპროდუქტია კუკტაუნში

ავსტრალიის მიწაზე პირველი ევროპული თვალთვალი განახორციელა ჰოლანდიელმა ნავიგატორმა, უილემ ჯენსზუნიმ, რომელმაც 1606 წელს აღმოაჩნა იორკის ნახევარკუნძულის სანაპირო. XVII საუკუნის განმავლობაში, ჰოლანდიელებმა მოიარეს მთელი დასავლეთის და ჩრდილოეთის საზღვაო საზღვრები და ავსტრალიას უწოდეს ახალი ჰოლანდია, მაგრამ დასახლების მცდელობა არ ქონიათ. 1770 წელს, ჯეიმზ კუკმა კაცურა ავსტრალიის გასწვრივ და შეადგინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროს რუკა, რომელსაც დაარქვა ახალი სამხრეთი უელსი და გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის საკუთრებად[2]. კუკის აღმოჩენები უხსნიდა გზას დამსჯელი კოლონიის დაარსებას. 1788 წლის 26 იანვარს, ახალი სამხრეთი უელსის ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონიებმა დაიწყეს დასახლება პორტ-ჯექსონზე, კაპიტან არტურ ფილიპის ხელმძღვანელობით. ეს დღე შემდეგ გამოცხადდა ავსტრალიის ეროვნულ დღედ. ვან-დიმენის მიწა, ახლა ცნობილი, როგორც ტასმანია, 1803 წელს დასახლდა, ხოლო 1825 წელს გახდა ცალკეული კოლონია. 1829 წელს, დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად მოითხოვა ავსტრალიის დასავლეთი ნაწილი.

პორტ-არტური იყო ავსტრალიის უდიდესი ციხე გადმოყვანილი მსჯავრდადებულთათვის

ცალკეული კოლონიები შეიქმნა ახალი სამხრეთი უელსის ნაწილებისაგან: სამხრეთი ავსტრალია 1836 წელს, ვიქტორია 1851 წელს და კუინზლენდი 1859 წელს. ჩრდილოეთი ტერიტორია გაჩნდა 1911 წელს, როდესაც იგი გამოყეს სამხრეთი ავსტრალიისაგან. სამხრეთი ავსტრალია დაარსეს როგორც "თავისუფალი პროვინცია" - რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არასდროს იყო დამსჯელი კოლონია. ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია ასევე დაარსეს "თავისუფლად", მაგრამ შემდეგ მიიღეს გადმოყვანილი მსჯავრდადებულები[3]. მსჯავრდადებულების გადმოყვანა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიაში შეწყდა 1848 წელს, ახალმოსახლეების ლაშქრობის შემდეგ[4].

ავსტრალიელი ჯარისკაცები იაპონური დროშები. სურათი გადაღებულია ახალი გვინეაში 1943 წელს.

ევროპული დასახლებების დროს, ავსტრალიელი აბორიგენების მოსახლეობა დაახლ. 350,000 კაცი იყო[5], რომლის რიცხვიც შემდეგი 150 წლის მანძილზე მკვეთრად დაეცა, რომლის ძირითადი მიზეზი ინფექციური დაავადებებია[6]. "გატაცებული თაობები' (ოჯახებიდან აბორიგენული წარმოშობის ბავშვების წაყვანა), რაზეც ჰენრი რეინოლდსის მსგავსი ისტორიკოსები დავობენ, ვინაიდან სხვადასხვა მიზეზით/ნიშნით ამას გენოციდად თვლიან - შესაძლოა[7], შეიძლება, იქცა ადგილობრივი მოსახლეების კლების მიზეზად[8]. როგორც აბორიგენული ისტორიის თარგმანები განიხილება ზოგიერთი კონსერვატიული კომენატერების მიერ, როგორიცაა პრემიერ მინისტრი ჯონ ჰოვარდი, ეს იყო გაზვიადებული ან გამოგონილი პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზეზების გამო. ეს დებატები ავსტრალიაში ცნობილია ისტორიის ომებად. 1967 წლის რეფერენდუმის თანახმად, ფედერალურმა მთავრობამ მიიღო ძალა, რომ შეესრულებინა პოლიტიკა და შეექმნა კანონები აბორიგენების პატივისცემით. მიწის ტრადიციული მფლობელობა—მშობლიური სათაური—არ იყო ცნობილი 1992 წლამდე, მანამ უზენაესმა სასამართლომ საქმე Mabo v Queensland (No 2) დაამხო ავსტრალიის გაგება Terra nullius-ზე (ზუსტად "არავის მიწა", ეფექტიანად "ცარიელი მიწა") ევროპული ოკუპაციის დროს[საჭიროებს წყაროს მითითებას].

ავსტრალიაში ოქროს ხანა დაიწყო 1850-იანი წლების დასაწყისში, ეურეკა სტოკეიდის აჯანყებით სამთო საქმის ლიცენზიის გადასახადების წინააღმდეგ 1854 წელს. 1855-1890 წლებს შორის, ექვსმა კოლონიამ ინდივიდუალურად მიიღო პასუხისმგებელი მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობდა მათი საკუთარის საქმის უმეტეს ნაწილს ბრიტანეთის იმპერიის დარჩენილ ნაწილზე. კოლონიურმა ოფიცმა ლონდონში დაიცვა კონტოლი ზოგიერთ საქმეზე, აღსანიშნავია საგარეო საქმეები, თავდაცვა და საერთაშორისო ტვითგადაზიდვა. 1901 წლის 1 იანვარს, კოლონიების ფედერაცია ბოლომდე მივიდა ათეულ გეგმის, კონსულტაციებისა და ხმის მიცემის შემდეგ. ავსტრალიის რესპუბლიკა დაიბადა და გახდა ბრიტანეთის იმპერიის დომინიონი 1907 წელს. ფედერალური დედაქალაქის ტერიტორია (შემდეგ გადაერქვა სახელი - ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია) შეიქმნა ახალი სამხრეთი უელსის ნაწილიდან 1911 წელს, იმისთვის, რომ მიეწოდებითან ახალი ფედერალური დედაქალაქ კანბერას ადგილმდებარეობა (მელბურნი იყო დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი 1901 წლიდან 1927 წლამდე, მანამ კანბერა აშენდა). 1911 წელს, ჩრდილოეთი ტერიტორია გადასცეს სამხრეთი ავსტრალიის მთავრობის კონტოლიდან სახელმწიფოს[9]. 1914 წელს ავსტრალია შეუერთდა ბრიტანეთის პირველ მსოფლიო ომში, როგორც ლიბერალური პარტიის, ასევე ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერით[10] ავსტრალიელებმა მიიღეს მონაწილეობა ბევრ მთავარ ბრძოლაში დასავლეთ ფრონზე[11]. ბევრი ავსტრალიელი პატივს სცემს ავსტრალიისა და ახალ იზელანდიის არმიის კორპუსების დამარცხებას გალიპოლის ოპერაციაში, როგორც ერის დაბადებას - იგი იყო პირველი მთავარი საომარი მოქმედება[12].

ბრიტანეთის 1931 წლის უესტმისტერის სტატუტმა ოფიციალურად დაასრულა ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის კონსტიტუციური კავშირები. 1942 წელს, ავსტრალიამ მიიღო ეს აქტი, მაგრამ ჩაწერა უკანა რიცხვით მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, იმისთვის რომ დაედასტურებინა კანონმდებლობის კანონიერობა, რომელიც ავსტრალიის პარლამენტმა გაატარა ომის დროს. დიდი ბრიტანეთის განადგურების შეშფოთებამ აზიაში 1942 წელს და იაპონიის შეჭრით დამუქრებამ, ავსტრალია იძულებული გახდა აშშ-სკენ შეტრიალებულიყო, როგორც ახალი მოკავშირე და დამცველი. 1951 წლიდან, ავსტრალია ოფიციალურად იყო აშშ-ის სამხედრო მოკავშირე, ANZUS-ის ხელშეკრულების თანახმად. მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ავსტრალიამ ხელი შეუწყო ევროპიდან იმიგრაციას. 1970-იანი წლების შემდეგ, თეთრი ავსტრალიის პოლიტიკის მოსპობასა და აზიიდან იმიგრაციასაც შეუწყვეს ხელი. შედეგაც, ავსტრალიის დემოგრაფია და კულტურა გარდაიქმნა. უკანასკნელი კონსტიტუციური კავშირი ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის იყო 1986 წლის ავსტრალიის აქტი, რომლითაც დასრულდა ბრიტანეთის როლი ავსტრალიის შტატების მთავრობაში,[13]. 1999 წლის რეფერენდუმზე, ავსტრალიელების 54%-მა ხმა მისცა და უარყო წინადადება, რომლის თანახმადაც ავსტრალია გახდებოდა რესპუბლიკა პრეზიდენტური მმართველობით. ვიტლემის მთავრობის არჩევნების შემდეგ, გაიზარდა ფოკუსირება წყნარი ოკეანის რგოლის ერების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ავსტრალიის ტრადიციულ მოკავშირეობას და ვაჭრობის პარტნიორობას.

XX საუკუნე: ავსტრალიის კავშირი შეიქმნა 1901 წელს, ავტონომია დიდი ბრიტანეთისაგან მიიღო 1942 წელს. 1967 წელს აბორიგენებს მიეცათ ყოველგვარი მოქალაქეობრივი უფლება. 1999 წელს აქ ჩატარდა რეფერენდუმი, რომელისაც უნდა გაერკვია ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საკითხი. მოსახლეობის უმრავლესობამ უარყო რესპუბლიკური მოწყობის მოდელი და მხარი დაუჭირა არსებულ სისტემას.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Gillespie, R. (2002). Dating the first Australians. Radiocarbon 44:455–72; Dating the First Australians. Ingenta. წაკითხვის თარიღი: 2008-03-18.
  2. RJW (2004-03-29). The Birth of the Commonwealth of Nations. Know-britain.com. წაკითხვის თარიღი: 2009-10-07.
  3. Convict Records Public Record office of Victoria; State Records Office of Western Australia.
  4. Australian Bureau of Statistics 1998 Special Article—The State of New South Wales.
  5. Smith, L. (1980), The Aboriginal Population of Australia, Australian National University Press, Canberra.
  6. Smallpox Through History. დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-10-31-ში.
  7. Tatz, Colin (1999). Genocide in Australia. AIATSIS Research Discussion Papers No 8. Australian Institute of Aboriginal and Torres Strait Islander Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან 2005-08-08-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-09-13.
  8. Bain Attwood, Telling the Truth about Aboriginal History. (2005) online edition.
  9. (1957) Official year book of the Commonwealth of Australia – Google Books. Books.google.com. წაკითხვის თარიღი: 2009-10-07. 
  10. Stuart Macintyre, The Oxford History of Australia: vol 4 (1986), p. 142; C. Bean Ed. (1941). Volume I - The Story of Anzac: the first phase, First World War Official Histories, Eleventh Edition.
  11. First World War 1914 – 1918. Australian War Memorial. წაკითხვის თარიღი: 2006-12-05.
  12. Macintyre, 151–3; Liz Reed, Bigger than Gallipoli: war, history, and memory in Australia‎ (2004) p. 5 online.
  13. Australia Act text.